1.ონლაინ პროექტი - Eat Chocolate Be Happy
პროექტის ატუალობა : სხვადასხვა პროექტების საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება ძალიან აქტუალურია ჩემს პრაქტიკაში, რადგან ვთვლი რომ ამგვარი მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეებში თანამშრომლობითი, საკომუნიკაციო, კვლევითი და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ჩემთვის როგორც ინგლისური ენის მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია ის , რომ მოსწავლეებმა შეძლონ საგაკვეთილო პროცესში შეძენილი ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში ანუ გარკვეული დროის მანძილზე დაგროვილი ლექსიკური მარაგისა თუ გრამატიკული ცოდნის გაერთიანებით კონკრეტულ თემებზე საუბარი და საკუთარი აზრის გამოხატვა. სწორედ ამ მიზნით მე-10კლასებში განვახორციელე პროექტი სახელწოდებით ,,მიირთვი შოკოლადი , იყავი ბედნიერი’’ სადაც მოსწავლეებმა მოიძიაე საინტერესო ინფორმაციები და დაამზადეს პოსტერები , Teams-ის პლატფორმის გამოყენებით და მოახდინეს მათი პრეზენტაცია. ამ კონკრეტული პროექტის მიზანი გახლდათ ის, რომ მოსწავლეებს საუბრისას გამოეყენებინათ მათ მიერ განვლილი ლექსიკური და გრამატიკული ერთეულები
პროექტის მიზანი: მოსწავლეები დაამზადებენ პოსერებს და გააკეთებენ პრეზენტაციას .
მოსალოდნელი შედეგები:
1. მოსწავლეები დაამზადებენ პოსტერებს შოკოლადის სასარგებლო თვისებების და მასზე მოძიებულ საინტერესო ფაქტებზე
2. მოსწავლეები შეძლებენ ლექსიკური და გრამატიკული მასალის გამოყენებით პრეზენტაციების წარმოდგენას
ამოცანები, ანუ განხორციელებული აქტივობები
1. ამოცანა: მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება განსახორციელებელი პროექტის შესახებ
2. ამოცანა: ვირჩევთ გრამატიკულ და ლექსიკურ თემებს მათი აქტუალურობიდან გამომდინარე
3. ამოცანა: ვმუშაობთ გარკვეულ გრამატიკულ და ლექსიკურ თემებს
4. ამოცანა : ვამზადებთ პოსტერებს და ვაწყობთ მათ პრეზენტაციას
5. ამოცანა : ვაკეთებთ შეჯამებას და სოციალურ ქსელში ვაზიარებთ პოსტერებს
მოსწავლეების წინარე ცოდნა: ეროვნული სასწავლო გეგმით გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებში მოსწავლეებმა შეისწავლეს ლექსიკური ერთეულები : საკონდიტრო ნაწარმი და მარტივი გრამატიკული მასალა : ზედსართავი სახელი და დროები: აწმყო და წარსული განუსაზღვრელი, განგრძობითი და სრული.
პროექტის მონიტორინგი და შეფასება: პროექტის მონიტორინგს ვახორციელებდი კვირაში ერთხელ, ონლაინ შეხვედრისას რათა განგვეხილა არსებული პრობლემები და წამოჭრილ შეკითხვებზე მოსწავლეებს მიეღოთ ამომწურავი და მათთვის მნიშვნელოვანი პასუხები. პროექტის ამსახველი ფოტომასალა გამოვაქვეყნეთ სოციალურ ქსელში
ვებგვერდის მისამართი:
პროექტის შესრულების განრიგი
ეტაპი | საქმიანობა | განხორციელების ვადები | პასუხისმგებელი პირი | ||||
1 | მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება განსახორციელებელი პროექტის შესახებ | 9 ნოენბერი | 16 ნოემბერი | 22 ნოემბერი | 30 ნოემბერი | 5დეკემბერი | ლ.იმნაიშვილი |
2 | ვირჩევთ გრამატიკულ და ლექსიკურ თემებს მათი აქტუალურობიდან გამომდინარე | ლ.იმნაიშვილი | |||||
3 | ვმიშაობთ კონკრეტულ გრამატიკულ და ლექსიკურ თემებზე | ლ.იმნაიშვილი | |||||
4 | ვამზადებთ პოსტერებს და ვაწყობთ მათ პრეზენტაციას | ლ.იმნაიშვილი | |||||
5 | ვაკეთებთ შეჯამებას და სოციალურ ქსელში ვაზიარებთ პოსტერებს | ლ.იმნაიშვილი |
რეფლექსია პროექტის განხორციელების შესახებ
პროექტი განხორციელდა დაგეგმილ ვადებში. პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე რამდენიმე სიტყვით გადმოეცათ რა მოეწონათ ამგვარ მუშაობაში, რა იყო მათთვის ახალი და საინტერესო და რას შეცვლიდნენ მომავალი პროექტების განხორციელებისას.მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ ის ფაქტი, რომ მათ მიერ მოძიებული ნიფორმაციებით, შოკოლადის შესახებ მოახერხეს და თუნდაც რამდენიმე წუთით გაამხნევეს კარანტინში მყოფი ის ადამიანები ვინც მათი პრეზენტაცია ნახეს. ვთვლი, რომ პროექტით სწავლების ზოგადი მიზანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიღწეულია და შედეგზეც გავედით , რადგანაც მოსწავლეებმა შეძლეს ლექსიკური და გრამატიკული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება ანუ პრეზენტაციების მოწყობა ინგლისურ ენაზე.
2.სადამრიგებლო მე-5 კლასის სოციალური პროექტი: ,,შეინარჩუნეთ სიმხნევე კარანტინის პირობებში"
საქართველოში და ზოგადად მთელს მსოფლიოში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, რაც გამოიწვია COVID 19ის მომდევნო ტალღამ და კვლავ განვაგრძობთ სწავლას დისტანციურად, აღნიშნულმა მდგომარეობამ ძალიან ბევრი ადამიანი აიძულა ჩაკეტილიყო , რამაც ერთიორად გაზარდა დეპრესიული ფონი. პროექტის,,შეინარჩუნე სიმხნევე კარანტინის პირობებში'' ჩვენ გადავწყვითეთ გავამხნევოთ საზოგადოება საინტერესო და სახალისო აქტივობებით.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები მოამზადებენ სახალისო და ინფორმატიულ ვიდეო რგოლებს და გაავრცელებენ ინტერნეტ სივრცეში
მოსალოდნელი შედეგები:
1. მოსწავლეები მოამზადებენ და ინტერნეტ სივრცეში გააზიარებენ გამახნევებელ ვიდეო რგოლებს ,რითიც შეძლებენ საზოგადოების გამხნევებას
ამოცანები, ანუ განხორციელებული აქტივობები
1. ამოცანა: მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება განსახორციელებელი პროექტის შესახებ
2. ამოცანა: ვგეგმავთ კონკრეტულ აქტივობებს
3. ამოცანა: ვიღებთ ვიდეო რგოლებს
4. ამოცანა : ვაზიარებთ ვიდეო რგოლებს ონლაინ სივრცეში
მოსწავლეების წინარე ცოდნა: მოსწვლეები ეცნობიან საჭირო ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ დაიცვან ჰიგიენა და გაუფრთხილდნენჯანმრთელობას
პროექტის მონიტორინგი და შეფასება: პროექტის მონიტორინგს ვახორციელებდი კვირაში ერთხელ, ონლაინ შეხვედრისას ,რათა განგვეხილა არსებული პრობლემები და წამოჭრილ შეკითხვებზე მოსწავლეებს მიეღოთ ამომწურავი და მათთვის მნიშვნელოვანი პასუხები. პროექტის ამსახველი ვიდეომასალა გამოვაქვეყნეთ სოციალურ ქსელში ,მისამართი:
პროექტის შესრულების განრიგი
ეტაპი | საქმიანობა | განხორციელების ვადები | პასუხისმგებელი პირი | ||||
1 | მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება განსახორციელებელი პროექტის შესახებ | 15აპრილი | 20აპრილი | 25 აპრილი | 1 მაისი | 10 მაისი | ლ.იმნაიშვილი |
2 | შევთანხმდით თუ ვინ რა თემაზე გადაიღებდა ვიდეო რგოლს | ლ.იმნაიშვილი | |||||
3 | დავამუშავეთ ინფორმაციები და ტექსტები, რომლებზეც გადაიღებენ ვიდეო რგოლებს | ლ.იმნაიშვილი | |||||
4 | გადაიღეს ვიდეო რგოლები | ლ.იმნაიშვილი | |||||
5 | ვიდეო რგოლები გავაზიარეთ ონლაინ სივრცეში | ლ.იმნაიშვილი |
რეფლექსია პროექტის განხორციელების შესახებ
პროექტი განხორციელდა დაგეგმილ ვადებში. პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე რამდენიმე სიტყვით გადმოეცათ რა მოეწონათ ამგვარ მუშაობაში, რა იყო მათთვის ახალი და საინტერესო და რას შეცვლიდნენ მომავალი პროექტების განხორციელებისას.მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ ის ფაქტი, რომ ზემოთ აღნიშნული ვიდეო რგოლების მომზადებაში მათთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული ოჯახის წევრებიც და მათ მიერ გადაღებული ვიდეო რგოლებით თუნდაც რამდენიმე წუთით გაამხნევეს კარანტინში მყოფი ადამიანები. ვთვლი, რომ ამ სოციალური პროექტით სწავლების ზოგადი მიზანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიღწეულია და შედეგზეც გავედით , რადგანაც მოსწავლეებმა ნამდვილად შეძლეს საზოგადოებაში დადებითი მუხტის შემოტანა, რაც ნათლად ჩანს კომენტარებში.
3.It's Your Environment - სასკოლო პროექტი
პროექტის აქტუალობა. ბავშვის სრულფასოვანი განვითარება დიდად არის დამიკიდებული იმაზე, თუ რამდენად აქვს მას საკუთარი შესაძლებლობების, ინტერესებისა თუ ნიჭის გამოვლენისა და განვითარების საშუალება. სწორედ მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესების,მათ პიროვნულ და სოციალურ განვითარებასა და თვითაქტუალიზაციას, ასევე თავისუფალი დროის რაციონალურად დაგეგმვას უწყობს ხელს სხვადასხვა ტიპის კლასგარეშე აქტივობები.უნდა აღინიშნოს ისიც ,რომ სკოლებში, სადაც არსებობს არაფორმალური განათლების კომპონენტები, მოსწავლეები უკეთესი აკადემიური მოსწრებითა და თანამშრომლობის უნარით გამოირჩევიან, იშვიათად აქვთ დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები, გამოირჩევიან ასევე საკუთარი თავისადმი დადებითი დამოკიდებულებითა და თვითეფექტიანობის განცდით. სწორედ ამის გათვალისწინებით გადავწყვიტე, განმეხორციელებინა კიდევ ერთი პროექტი, ამჯერად სახელწოდებით: ,, ეს შენი გარემოა“It’s Your Environment... ჩემთვის როგორც ინგლისური ენის მასწავლებლისათვის, მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის, რომ ჩემს მოსწავლეებს შეძლებოდათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გადმოცემა ინგლისურ ენაზე, მათ კი არ ჰქონდათ საკმარისი ლექსიკური მარაგი ამისათვის, სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ღრმად შეგვესწავლა ეს საკითხი და განგვეხორციელებინა პროექტი სახელწოდებით: “ Save The World “
პროექტის აქტუალობა : გარემოს დაცვის პრობლემა არ კარგავს თავის აქტუალობას უკანასკნელი ათწლედებია. ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, მეტად მნიშვნელოვანია დავანახოთ ჩვენს აღსაზრდელებს, თუ როგორ გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა ბუნებაზე, რა ცვლელებებს იწვეწვს ის გარემოში და როგორ შეიძლება გავხადოთ ადამიანის ზეგავლენა სასარგებლო და სიკეთის მომტანი ბუნებისათვის. მიმაჩნია, რომ სწორედ ადრეულ ასაკში უნდა მოხდეს ამ სასიცოცხლო აუცილებლობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რათა მომავალში მათი გამოყენება თითეულ მათგანს მოთხოვნილებად ექცეს. პროექტის მიზანი : 1.მოზარდებს ჩამოუყალიბდეს გარემოს დაცვისა და მასზე დადებითიდ ზემოქმედების უნარები. 2. მოსწავლეებში მოხდეს ლექსიკური მარაგის გამდიდრება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით რათა მათ შეძლონ ინგლისურ ენაზე საკუთარი აზრის გამოხატვა და მსჯელობა.
3.მოსწავლეებში ეფექტური კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარების ჩამოყალიბება. 4.თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შექმნან სხვადასხვა რესურსები აღნიშნული თემის პოპულარიზაციისათვის.
პროექტის ამოცანები: 1.მოზარდებში გარემოს დაცვისა და მასზე დადებითი ზემოქმედების უნარების ჩამოყალიბება და განვითარება.
2. მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით რათა მათ შეძლონ ინგლისურ ენაზე საკუთარი აზრის გამოხატვა და მსჯელობა.
3.მოსწავლეებში ეფექტური კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარების ჩამოყალიბება. 4.თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით სხვადასხვა რესურსების შექმნა აღნიშნული თემის პოპულარიზაციისათვის. პროექტის განხორციელების წინაპირობები: მოსწავლეები ფლობენ გარკვეულ საბაზისო უნარ-ჩვევებს (წერით, კითხვით და ზეპირმეტყველებითს) ასევე შეუძლიათ ხატვა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება (კომპიუტერის საშუალებით საჭირო ინფორმაციების მოძიება , ასევე ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით მათ მიერ შექმნილი რესურსების ატვირთვა და გაზიარება.) პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები: 1.ორენოვანი საინფორმაციო ბარათების :” Let’s Recycle“ დამზადება და გავრცელება როგორც სკოლის ასევე მის ფარგლებს გარეთ.
2.“Minute Art” (აქტივობის შინაარსი: თითოეულ მოსწავლეს მიეცა 3 წუთი იმისათვის, რომ პროგრამა: Paint- ის გამოყენებით გადმოეცათ საკუთარი ემოციები დედამიწის დღესთან დაკავშირებით. დროის ლიმიტი 3 წუთი შეირჩა ცნობილი სამაშველო სიგნალის “SOS”-ის გათვალისწინებით.)
3.აქტივობა “Minute Art”-ში შესრულებული ნახატებით, საპრეზენტაციო პროგრამა Power Point-ის საშუალებით შეიქმნა სლაიდ შოუ რომელიც მოსწავლეების მიერ ატვირთულ იქნა ინტერნეტ სივრცეში. https://www.youtube.com/watch?v=Y_svuUx0vXw&feature=youtu.bees
4. დედამიწის დღის აღსანიშნავად მოწყობილი გამოფენა “Earth Day is Every Day” (ყოველი დღე დედამიწის დღეა).
5. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი ორენოვანი ფლაერების დამზადება და გავრცელება. პროექტში მონაწილეების ასაკი, კლასი: 8-16 წელი, III- IX კლასის მოსწავლეები. პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია: მთელი პროექტის განმავლობაში ვაწარმოებდი მონიტორინგს რაც დამეხმარა გამომევლინა გარკვეული ცვლილებები და შესაძლო ხარვეზები . ორენოვან ფლაერებზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა გარკვეული სახის ტექნიკური პრობლემა, მოსწავლეებს გაუჭირდათ მათ მიერ შედგენილი ტექსტების ფლაერზე დატანისას არეების დაცვა. ამ წინააღმდეგობის დაძლევაში დაგვეხმარა ისტის მასწავლებელი. რაც შეეხება დროის მენეჯმენტს, ჩვენ მოვახერხეთ და ზუსტად ჩავეტიეთ წინასწარ გათვლილ დროში . თემის აქტუალობიდან და მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე , აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომდევნო სასწავლო წელს განხორციელდა კიდევ რამოდენიმე აქტივობა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი , რომ მიუხედავად შესაძლო რისკებისა ჩვენ შევძელით და ერთიანი ძალისხმევით თავიდან ავიცილეთ ისინი და ჩვენი პროექტი წარმატებით განხორციელდა. ჩვენ გავედით მთავარ მიზანზე: მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით . მათ შეძლეს ინგლისურ ენაზე საკუთარი აზრის გამოხატვა და მსჯელობა ზემოთ აღნიშნულ საკითხზე.მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ ეფექტური კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარები .თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, აღნიშნული თემის პოპულარიზაციისათვის შექმნეს სხვადასხვა რესურსები: ფლაერები, სლაიდ შოუ, პოსტერები. განხორციელეს გარემოზე ზრუნვის გამომხატველი აქტივობები. პროექტმა არა მხოლოდ მონაწილე მოსწავლეებში , არამედ სასკოლო საზოგადოებასა და თემშიც დიდ ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია. პროექტის განხორციელების შესაძლო ხარვეზები და რისკები და მათი თავიდან აცილების გზები: ერთ-ერთი აქტივობა იყო ფლაერების დამზადება რომელიც გარკვეულ რესურსს მოითხოვდა , სკოლის დირექციის დახმარებით ეს პრობლემაც წარმატებით იქნა დაძლეული. მოსალოდნელი შედეგები: 1.მოზარდებს ჩამოუყალიბდებათ გარემოს დაცვისა და მასზე დადებითი ზემოქმედების უნარები. 2. მოსწავლეებში მოხდება ლექსიკური მარაგის გამდიდრება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და ისინი შეძლებენ ინგლისურ ენაზე საკუთარი აზრის გამოხატვასა და მსჯელობას. 3.მოსწავლეებს ჩამოუყალიბდება კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარები. 4.თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შექმნიან სხვადასხვა რესურსებს აღნიშნული თემის პოპულარიზაციისათვის. პროექტის “Save The World “ განხორციელების იდეას საფუძვლად უდევს რამოდენიმე მიზეზი. პირველ და უმთავრეს მიზეზად მიმაჩნია ის, რომ ზოგადად სხვადასხვა ტიპის კლასგარეშე აქტივობები და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასწავლო პროექტი, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გამოავლინონ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები, რაც თავისთავად უწყობს ხელს ბავშვის სრულფასოვან განვითარებასა და თვითაქტუალიზაციას. მოსწავლეები გამოირჩევიან უკეთესი აკადემიური მოსწრებითა და თანამშრომლობის უნარით, ასევე საკუთარი თავისადმი დადებითი დამოკიდებულებითა და თვითეფექტიანობის განცდით. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვან მიზეზს, ჩემთვის როგორც ინგლისური ენის მასწავლებლისათვის, წარმოადგენდა ის, რომ ჩემს მოსწავლეებს (განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე)არ ჰქონდათ საკმარისი ლექსიკური მარაგი იმისათვის, რომ არსებულ თემასთან დაკავშირებით გამოეხატათ საკუთარი აზრი, მიუხედავად ამისა პროექტში ჩართულმა ყველა მოსწავლემ საწყის ეტაპზე სხვადასხვა სახის აქტივობების გამოყენებით მოახერხა და გამოხატა საკუთარი აზრი თუ ემოცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და გარკვეული წვლილი შეიტანა გარემოს დაცვაში, პროექტის ბოლოს კი მათ დაუგროვდათ გარკვეული ლექსიკური მარაგი .პროექტის განხორციელების შედეგად მიღწეული იქნა მთავარი მიზანი: მოსწავლეებში გაიზარდა ლექსიკური მარაგი და მათ შეძლეს ინგლისურ ენაზე საკუთარი აზრის გამოხატვა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.ჩამოუყალიბდათ გარემოს დაცვისა და მასზე დადებითი ზემოქმედების უნარები.ასევე ეფექტური კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარები და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შექმნეს სხვადასხვა რესურსები აღნიშნული თემის პოპულარიზაციისათვის. მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს ეს აქტუალური საკითხი და დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ყველა აქტივობების შესრულებას. ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია და, შესაბამისად,გაიზარდა პასუხისმბეგლობა. მოსწავლეებმა ერთი იდეის ქვეშ შექმნეს საერთო პროდუქტები: პოსტერები, ორენოვანი ფლაერები და ვიდეორესურსი . განსახორციელებელი ვადებიდან გამომდინარე მომეცა საშუალება დაგვენახა დინამიკაში გარემოზე ზრუნვის პროცესი. მაკულატურის შეგროვების პროცესში ჩაერთო მთელი სასკოლო საზოგადოება, როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლებიც. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები პერიოდულად იტვირთებოდა სკოლის ფაესბუქ გვერდზე
No comments:
Post a Comment