მასწავლებელთა მე-4 ეროვნული კონფერენცია
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2016 წლის 10 და 11 დეკემბერს ქალაქ თბილისში გაიმართა მასწავლებელთა მეოთხე ეროვნული კონფერენცია „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“.
10.12.16 დღე I :მასწავლებელთა რეგისტრაციის შემდეგ კონფერენცია გახსნა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბატონმა გიორგი მაჩაბელმა. კონფერნციის მონაწილეებს მიესალმა და გამარჯვება მიულოცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ლია გიგაურმა, ასევე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა მანანა რატიანმა და კოალიცია განათლება ყველასათვის თავჯდომარემ ქალბატონმა ირინა ხანთაძემ.
ერთ საათიანი შესვენების შემდეგ მოხსენება გააკეთეს: სსიპ მასსწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის მენეჯერმა ქალბატონმა ირინა აბულაძემ. თემა: „მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში-მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტი.
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა ზოგადი კომპეტენციების განვითარების პროგრამის მენეჯერმა ქალბატონმა ნათია ნაცვლიშვილმა. თემა: „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები“.
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფიზიკის საგნობრივმა კონსულტანტმა ბატონმა ნუგზარ მოსულიშვილმა. თემა: „პედაგოგების სტაჟირება ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში და მიღებული გამოცდილების დანერგვა სასწავლო პროცესში“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელმა ქალბატონმა თამარ ჯაყელმა. თემა: „2017-2023 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეფცია“.
18:00 მოხდა დღის შჯამება.
11.12.16 დღე II: მასწავლებელთა რეგისტრაციის შემდეგ მოხსენება გააკეთა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბუნებისმეტყველების კონსულტანტმა, პროექტ ELENA-ს მკვლევარმა, ქალბატონმა რუსუდან თედორაძემ თემაზე: ექსპერიმენტებით სწავლება და განათლების როლი ბუნების შემეცნებაში.
10:30 კონფერენციამ მუშაობა განაგრძო სექციებში. წარმოდგენილი იყო 4 სექცია:
„ციფრული და რაოდენობრივი წიგნიერება“,
„ეკოლოგიური წიგნიერების განვითარება“ ,
„შემოქმედებითი წიგნიერების განვითარება“ რომელშიც წარმოდგენილი იყო ჩემი და ჩემი კოლეგის ნინო კანდელაკის მიერ განხორციელებული პროექტი სახელწოდებით: „არაფორმალური გარემო შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისათვის“
„ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარება“.
მსმენელებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ იმ სექციის მუშაობას , რომელშიც წარმოდგენილი იყო მათთვის საინტერესო თემა.
სექციების მუშაობა მართლაც რომ საინტერესოდ წარიმართა, ყველა წარმოდგენილი თემა მიუხედავად საერთო თემატიკისა, იყო საოცრად ორიგინალური, საინტერესო და რაც მთავარია თემებში წარმოდგენილი პროექტები ემსახურებოდნენ მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.
17:00 მოხდა კონფერენციის დახურვა.
უღრმესი მადლობა კონფერენციის მონაწილეებს , ორგანიზატორებს და განსაკუთრებული მადლობა კონფერენციის მასპინძელს ZP Palace -ს.
წარმოგიდგენთ თემის ანოტაციას:
2015 წლის 17 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა IV საუნივერსიტეტო კონფერენცია რომელზედაც წარმოდგენილი იყო ჩემი სკოლის 4 მასწავლებლის (ნ. ჩუბინიძე, ნ. სვანიძე, ნ. კანდელაკი, ლ. იმნაიშვილი) თემა. წარმოგიდგენთ ჩემს მიერ წარმოდგენილი თემის ანოტაციას( თემის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამავე ბლოგის გვერდზე გრძელვადიანი პროექტები)
MACMILLAN EDUCATION CONFERENCE
მასწავლელბელთა მე-2 სასწავლო-მეთოდური კონფერენცია
პირველი დღე : სასტუმროში შესახლება - დაბინავება- კონფერენციის გახსნა.
განწყობა: მოვახდინეთ გარკვეული ადაპტაცია( ცოტათი შეგვცივდა)
მოვისმინეთ პრეზენტაციები და რეკომენდაციები პროექტზე დაფუძნებულ სწავლებაზე, აგრეთვე მოგვაწოდეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების შესახებ, როგორებიც არის: პროგრამა ,, პესტალოცი“ , ELENA - ტრანსევროპული პროექტი (ბუნების მიმართ ცნობიერების ამაღლება)
გავიარეთ კონსულტაცია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით.
პირველი მომხსენებელი- მაია რატიანი. წარმოგვიდგინა ახალი პროექტების და პროგრამების შესახებ .მან მოახდინა მიმოხილვა პროგრამა“ პესტალოცი“,რომლის ფარგლებში იგეგმება ევროპული ტრენინგ-მოდულების ჩატარება, აგრეთვე იგეგმება საზაფხულო სკოლების გახსნა. „პესტალოცის „ თემატიკა მოიცავს:
განათლება დემოკრატი მოქალაქეებისათვის
ინტერკულტიერურული ურთიერთობები
ისტორიის სწავლება
ბავშვთა უფლებები,ძალადობის და დისკრიმინაციის პრევენცია
გენდერული ტანასწორობა
სწავლების მეთოდოლოგია
ინტერენეტის მეშვეობით განხორციელდა საერტაშორისო სასკოლო პროექტები, ეს არის საერთაშორისო დონის აღიარებული სასწავლო პროექტები:ECOLE,E-TWINNING PLUS- ევროპის და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლის თნანმშრომლობის ხელშესაწყობაზე ორიენტირებული პორტალი.
COMENIUS –Elena Experimental Learning and Educational for Nature Awareness-ტრანსევროპული პროექტი-ბუნების მიმართ ბიომრავალფეროვნების სწავლება, ეკოგანათლების და ეკოწიგნი ერების გაღრმავება.COMENIUS TIERE LIVE
მეორე მომხსენებელი ზაქარია გიუნაშვილი.
ტრენერთა სკოლის გაცნობა. მათემატიკის ექსპერტი.
ისაუბრა პროექტებზე დაფუძნებული სწავლების ძირითადი ასპექტები, მან ასახა კონსტრუქტივისტური მიდგიმის ნიმუშები. გაგვიზიარა საკუთარი შთაბეჭდილებები , პრობლემების გადაჭრის სინთეზის, ანალიზის და თანამშრომლობის უნარი, ეს პროექტი არ დაიკავებს ტრადიციული სასწავლო პროცესების ადგილს, თუმცა არ არის ტესტირების ჩანაცვლება. აქ ასახულია მეტი კავშირი პრაქტიკასთან. ადრე წლებში იყო თეორიული მასალის სიუხვე . ახლა მეტი აქცენტი გადატანილია რეალურ სამყაროსთან კავშირი .მოსწავლე დამოუკიდებლად მართავს საკუთარ სასწავლო სხვადასხვა მიმართულებით მოსწავლეების უნარების განვითარების ხელშეწყობა-განსხვავებული ინტერესების მოსწავლეს განსხვავებული გზები აქვს მიზნის მისაღწევად, ინფორმაციის ავთენტურობა, გონებრივი ვარჯიშები, პრობელმის ტრასფერი, მოსწავლის და მასწავლებლის ურთიერთობა-მოსწავლის და მასწავლებლის თანაბარი ურთიერთობა რის მეშვეობითაც მასწავლებელებელიც სწავლობს ახალს, იღებს ახლა ცოდნას და ამიტიძენს დამატებით კომპეტენციების განვითარებას .ანავიტარებს მაღალი სააზროვნო უნარებს, აგრეთვე სხვადასხვა ტიპის ამოცანები, ღია ტიპის დავალებები და სხვა.
გაგვაცნეს კოორდინატორები საგნების მიხედვით.
უცხოური ენები- ნინო ფეტვიაშვილი
16.12.2014
მეორე დღე.
კონფერენციის მეორე დღე იყო დატვირთული .მოვახდინეთ გაერთიანება ჯგუფების მიხედვით. უცხო ენები წარმოდგენილი იყო ინგლისური, რუსული და გერმანული ენების სპეციალისტების სახით. სულ იყო წარმოდგნილი 22 ნამუშევარი სხვადასხვა ტიპის აქტივობები- გაკვეთილები, ინტეგრირებული გაკვეთილები, საგამნათლებლო პროექტები, კვლევები. ეს იყო დასავლეთ საქართველოს მასწავლებლების მიერ ცატარებული აქტივობები. რეგიონები: იმერეთი, აჭარა, სამეგრელო, გურია.
მომხსენებელი : ათინა თოიძე, ბათუმის #1 საჯარო სკოლა, თემა : საკლასო მენეჯმენტი
მომხსენებელი : ნინო მაისურაძე, ბათუმის #1 საჯარო სკოლა,თემა :TPR გაკვეთილი
მომხსენებელი : მანანა კაპეტივაძე,ბაღდათის #2 სკოლა თემა: საკლასო კლასის მენეჯმენტი
მომხსენებელი : ნინო ჩიხლაძე, თემა :ენის სწავლება ინგლისური დოკუმენტური ფილმების ჩვენებით
მომხსენებელი :ქეთევან ღვანია , ფოთის #3 საჯარო სკოლა თემა: ჩვენი პალნეტის მიღმა
მომხსენებელი : ნინო კანდელაკი, ლელა იმნაიშვილი, ქუთაისის #14 საჯარო სკოლა, თემა: ვის უნდა ხანგრძლივი სიცოცხლე
მომხსენებელი : ტარიელ კალანდაძე,ოზურგეთის #4 საჯარო სკოლა, თემა: კითხვის სტრატეგიების გამოყენება
მომხსენებელი : მედეა დარსაველიძე ,ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკური სკოლა,თემა:დიდაქტიკური თამაშები
წარმოგიდგენთ თემის ანოტაციას:
,,არაფორმალური გარემო შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისათვის’’
ჩვენს სკოლაში
ინგლისური კლუბის შექმნის იდეა დაიბადა მაშინ,
როდესაც მივხვდით, რომ არაფორმალურ გარემოში უფრო სახალისო იქნებოდა ინგლისური
ენის შესწავლა და რაც მთავარია ის დაგვეხმარებოდა მოსწავლეთა გამჭოლი კომპეტენციების
, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითერებაში.
ზემოთ აღნიშნული მიზეზების გარდა , კლუბის ჩამოყალიბებისაკენ გვიბიძგა იმან , რომ დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებდით მოსწავლეებისათვის სათანადო დონეზე შეგვესწავლა საკლასო თუ სასკოლო პროექტზე მუშაობა. ის საათობრივი დატვირთვა, რასაც
ეროვნული სასწავლო გეგმა იძლევა , ჩვენთვის
არასაკმარისი იყო, რომ მოსწავლეებისათვის მიგვეწოდებინა საჭირო სასწავლო მასალა და ამასთან დაგვენერგა
პროექტზე მუშაობის უნარი. ის ამოცანები და მიზნები კი, რომლებიც დავსახეთ ინგლისური კლუბის საქმიანობით , დაგვეხმარებოდა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში იმ უნარ-ჩვევების განვითარებაში, რომლებიც საბაზო და საშუალო საფეხურზე მოსწავლეებს დიდ სამსახურს გაუწევდა,ზოგადად, პროექტის
მცნება მათთვის ახალი აღარ იქნებოდა და
მომზადებულები იქნებოდნენ ამ მიმართულებით. კლუბის საქმიანობის დასაწყისში , როდესაც
საკლასო პროექტები განვახორციელეთ,
მივხვდით, თუ რამდენად გამართლებულია ადრინდელი
ასაკიდანვე ჩაუნერგო მოსწავლეებს, რას წარმოადგენს
პროექტის არსი.გარდა ამისა, კლუბის შიგნით ჩამოყალიბდა დრამატული წრე, რომელიც მუშაობდა უშუალოდ დრამატული სკეტჩების და პოეტურ-მუსიკალური კომპოზიციების მომზადებაზე.მიუხედავად იმისა ,რომ ინგლისურ ენაზე
სკეტჩებისა და
პოეტურ-მუსიკალური კომპოზიციების
მომზადებამ დიდი ძალისხმევა მოითხოვა როგორც მასწავლებლების ასევე
მოსწავლეების მხრიდან, გაიზარდა მოსწავლეებში ინტერესი კლუბის საქმიანობის მიმართ და
ძალიან ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა კლუბში გაწევრიანების
სურვილი.მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ და შემოგვთავაზეს თავიანთი
დახმარება.კლუბში განხორციელებული სხვადასხვა აქტივობებიდან აღსანიშნავია ასევე ვალენტინობის
აქტივობა , რომელმაც მთელი სასკოლო საზოგადოება მოიცვა და ზოგადად პოზიტიური განწყობა შემოიტანა არა მარტო
კლუბის წევრებში, არამედ მთელი სკოლის მასშტაბით. საწევრო ბარათების იდეაც საკმაოდ
წარმატებული აღმოჩნდა, მოსწავლეები სიამაყით ატარებდნენ მათ.მარტის თვეში ჩატარებული მუსიკალურ-პოეტური
კომპოზიცია , რომელსაც დედები და ბებიები დაესწრნენ , თვით მოსწავლეეების
მიერ იყო შემოთავაზებული , მათ უამრავი ინგლისური ლექსი და სიმღერა ასევე მათ მიერ დამზადებული მისალოცი
ბარათები მიუძღვნეს თავიანთ დედებს, ბებიებსა და პედაგოგებს, ეს კი კიდევ ერთი დასტური იყო
იმისა, რომ მოსწავლეებმა შეიძინეს გარკვეული
უნარები და ჩვენც თანდათან გავდიოდით იმ მთავარ მიზანზე რასაც კლუბის ჩამოყალიბება
ემსახურებოდა ,მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.განვახორციელეთ კიდევ
ერთი საკლასო პროექტი , რომელზეც მოსწავლეებმა
პრეზენტაციები უკვე დამოუკიდებლად მოამზადეს.მნიშვნელოვანი
იყო შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც მოვახდინეთ გაწეული მუშაობის შეჯამება და წევრებს გადავეცით სამახსოვრო სერტიფიკატები.
2015 წლის 17 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა IV საუნივერსიტეტო კონფერენცია რომელზედაც წარმოდგენილი იყო ჩემი სკოლის 4 მასწავლებლის (ნ. ჩუბინიძე, ნ. სვანიძე, ნ. კანდელაკი, ლ. იმნაიშვილი) თემა. წარმოგიდგენთ ჩემს მიერ წარმოდგენილი თემის ანოტაციას( თემის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამავე ბლოგის გვერდზე გრძელვადიანი პროექტები)
პროექტით სწავლების
ეფექტურობა
სსიპ ქ. ქუთაისის მე-14
საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
ლელა იმნაიშვილი
ტელ: 0(431) 29 32 01;
557 29 40 29.
ბლოგი: http://lelaimnaishvili1977.blogspot.com/
ანოტაცია
ბავშვის
სრულფასოვანი განვითარება დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად აქვს მას საკუთარი
შესაძლებლობების, ინტერესებისა თუ ნიჭის გამოვლენისა და განვითარების საშუალება. სწორედ
მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესების,მათ პიროვნულ და სოციალურ განვითარებასა და თვითაქტუალიზაციას,
ასევე თავისუფალი დროის რაციონალურად დაგეგმვას
უწყობს ხელს სხვადასხვა ტიპის კლასგარეშე აქტივობები.უნდა აღინიშნოს ისიც ,რომ
სკოლებში, სადაც არსებობს არაფორმალური განათლების კომპონენტები, მოსწავლეები უკეთესი
აკადემიური მოსწრებითა და თანამშრომლობის უნარით
გამოირჩევიან, იშვიათად აქვთ დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები, გამოირჩევიან
ასევე საკუთარი თავისადმი დადებითი დამოკიდებულებითა და თვითეფექტიანობის განცდით. სწორედ ამის გათვალისწინებით გადავწყვიტე, განმეხორციელებინა
კიდევ ერთი პროექტი, ამჯერად სახელწოდებით: ,, დავიცვათ მსოფლიო“ “ Save The World “.ამ თემის შერჩევა განაპირობა
რამოდენიმე ფაქტორმა , ერთ-ერთი გახლავთ ის, რომ გარემოს დაცვის პრობლემა არ კარგავს
თავის აქტუალობას უკანასკნელი ათწლედებია.ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, მეტად მნიშვნელოვანია დავანახოთ
ჩვენს აღსაზრდელებს, თუ როგორ გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა ბუნებაზე, რა ცვლელებებს იწვეწვს ის გარემოში
და როგორ შეიძლება
გავხადოთ ადამიანის ზეგავლენა სასარგებლო
და სიკეთის მომტანი ბუნებისათვის.მიმაჩნია,
რომ სწორედ ადრეულ ასაკში უნდა მოხდეს ამ სასიცოცხლო
აუცილებლობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება,
რათა მომავალში მათი გამოყენება თითეულ მათგანს
მოთხოვნილებად ექცეს.ამ საკითხით მით უფრო დავინტერესდი, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გრიფმინიჭებულ სახელმძვანელოში
Top Score 1 მე-8 გაკვეთილის თემა : “ Our Planet” სწორედ გარემოს დაცვას ეხებოდა.ჩემთვის
,როგორც ინგლისური ენის მასწავლებლისათვის, მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის, რომ ჩემს
მოსწავლეებს შეძლებოდათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გადმოცემა ინგლისურ ენაზე, მათ კი არ ჰქონდათ საკმარისი
ლექსიკური მარაგი ამისათვის, სწორედ ამიტომ
ჩვენ გადავწყვიტეთ ღრმად შეგვესწავლა ეს საკითხი
და განგვეხორციელებინა პროექტი სახელწოდებით:“ Save The World “
მედიაწიგნიერება
წარმოგიდგენთ მედიაწიგნიერების მიერ განხორციელებულ პროექტზე ჩემს მიერ წარმოდგენილ გაკვეთილს:
ლელა იმნაიშვილი - სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის
ინგლისური ენის მასწავლებელი
I. გაკვეთილის სათაური:
,,ყველა ბედნიერია?!“
კლასი:V
საგანი: ინგლისური
II. სასწავლო მიზნები:
თემის გავლის შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ მედიაპროდუქტების ანალიზს, წაკითხული ტექტის
კრიტიკულად შეფასებას და მასში არაპირდაპირ მოცემული მინიშნებების პოვნას.ასევე განუვითარდებათ
შემოქმედებითი აზროვნება.
·
უცხ.ს.IV.
3 მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ტექსტი ნაცნობ თემატიკაზე.
·
უცხ.ს.IV.7. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს ადაპტირებული ნოველა, მოთხრობა
(ან ნაწყვეტი მოთხრობიდან).
·
უცხ.ს.IV.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის/ნაწყვეტის ხმამაღალი
კითხვა.
·
უცხ.ს.IV.13. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შედგენა, რომელშიც
ავლენს თვითგამოხატვის უნარს.
·
უცხ.ს.IV.16. მოსწავლესშეუძლიაინტერაქციაშიმონაწილეობა.
·
უცხ.ს.IV.18. მოსწავლესშეუძლიამისთვისნაცნობთემებზელაპარაკი.
·
უცხ.ს.IV.27. მოსწავლეს შუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის
ხელშესაწყობად.
მედიაწიგნიერების მიზნები:მედიის მეირ გამოქვეყნებულ
ინფორმაციაში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზი და განხილვა.
III.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი:
დიორამა
-ნახატი, რომლის
წინ მოთავსებულია მოცულობის მქონე 3D ფიგურები.
ორიგინალი - ,,თავდაპირველი“ დედანი.
ადაპტირებული
- გამარტივებული ტექსტი, რომელსაც იგივე შინაარსი აქვს
რაც თავდაპირველ ტექსტს.
სტეროტიპი - ბერძნულიდან stereos მაგარი და
typos ანაბეჭდი. საზოგადოებაში მყარად გავრცელებული
მოსაზრება.
მედიარესურსები
- წიგნები, ჟურნალები, რადიო და სატელევიზიო გზავნილები,
ფილმები , ვიდეო თამაშები, სოციალური ქსელები და სხვა.
ინტერპრეტაცია-
1. რისამე აზრის თავისებური ან შემოქმედებითი ახსნა , განმარტება.
IV. საგანმანათლებლო რესურსები:
·
მოსწავლის წიგნი English World 4
·
Little Red Riding Hood (2014-HD) - Fairy
Tale Stories - Children Story - Bedtime Story for Kidshttps://youtu.be/RT-EwqgHqCk
·
Little Red Riding Hood https://learnenglishkids.britishcouncil.org/sites/kids/files/attachment/stories-little-red-riding-hood-transcript-final-2012-07-13-.pdf
თოჯინები,
თაბახის ფურცლები,საწერი კალმები, ვატმანის ქაღალდი, მარკერები, მაგნიტები.
შენიშვნები: იმის გათვალისწინებით, რომ ეს გაკვეთილი ტარდება მე-5კლასში
და მოსწავლეები ვერ შეძლებენ ორიგინალში ზღაპრის დამოუკიდებლად წაკითხვას, მოსწავლეებს
საშუალებას მივცემ საშინაო დავალების სახით წაიკითხონ ადაპტირებული ზღაპარიმისამართზე: https://learnenglishkids.britishcouncil.org/sites/kids/files/attachment/stories-little-red-riding-hood-transcript-final-2012-07-13-.pdf(აღნიშნულ
ლინკზე მოცემული ზღაპრის შინაარს ქართულ ენაზე დანართის სახით გთავაზობთ გამოყენებულ
მულტიმედია რესურსებში ) და ნახონ მულტიპლიკაციური ფილმი ლინკზე : https://youtu.be/RT-EwqgHqCk(აღნიშნულ
ლინკზე მოცემული მულტფილმის მოკლე შინაარს ქართულ ენაზე ასევე დანართის სახით გთავაზობთ
გამოყენებულ მულტიმედია რესურსებში ).
ზემოთ აღნიშნული
ტექსტი და მულტფილმი შევარჩიე იმის გამო , რომ პროგრამულად გავდიოდით იგივე თემას მაკმილანის
სახელმძღვანელოში English
World 4 (გაკვეთილი 2 ).ვინაიდან ადაპტირებული ტექსტისა და მულტფილმის
შინაარსი განსხვავდება როგორც ერთმანეთისაგან ასევე სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის შინაარსისაგან
გაკვეთილს დავიწყებ დისკუსიით და მოსწავლეებს დაუსვამკითხვებს საშინაო დავალების სახით
მიცემული ადაპტირებული ზღაპრისა და მულტიპლიკაციური ფილმის ირგვლივ, რათა გამოვკვეთოთ
განსხვავებები სხვადასხვა მედიის მიერ წარმოდგენილ ერთსა და იმავე თემაზე( ამ კონკრეტულ შემთხვევაში
ზღაპარი „წითელქუდა“)ეს დაეხმარება მოსწავლეებს მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში
სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირებაში. ამის შემდეგ წავიკითხავთ სახელმძღვანელოში
მოცემულ ზღაპარს და გავმართავ დისკუსიას. იმისათვის, რომ ხელი შუწყო მოსწავლეებში კრიტიკული
აზროვნების განვითარებას მათ დაუსვამ შეკითხვებს რომლებიც დააფიქრებს მოსწავლეებს იმაზე
თუ რამდენად ამართლებს სტერეოტიპი, რომ ყველა ზღაპარს ბედნიერი დასასრული აქვს. მოსწავლეებს
დავყოფ ორ ჯგუფად რომლებიც საკუთარი სურვილისამებრშეცვლიან
ზღაპრის დასასრულს, ეს ხელს შეუწყობს მათში არა მარტო კრიტიკული აზროვნების არამედ
შემოქმედებითი უნარის განვითარებას. ერთი ჯგუფებიდან მოხალისეები გაითამაშებენ სცენარს საკუთარი ინტერპრეტაციით,
ხოლო მეორე ჯგუფის მოხალისეები წარმოგვიდგენენ დიორამას თოჯინების დახმარებით სადაც მოსწავლეები თავად გაახმოვანებენ ზღაპრის გმირებს
.
V.
გაკვეთილის დროში გაწერილი მიმდინარეობა:
·
კლასის საორგანიზაციო საკითხები: სიის ამოკითხვა -
2წთ.
·
Warm up –დისკუსია
საშინაო დავალების სახით მიცემული ადაპტირებული ზღაპრისა და მულტიპლიკაციური ფილმის
ირგვლივ და T დიაგრამის
შედგენა- 8წთ.
ვატმანის ქაღალდზე ,რომელიც გაყოფილია
ორ ნაწილად: ადაპტირებული ზღაპარი და მულტიპლიკაციური
ფილმი, თანმიმდევრულად დავიტან დისკუსიის დროს
დასმული შეკითხვების პასუხებს , იმისათვის რომ მოსწავლეებმა თვალნათლივ დაინახონ განსხვავებები
სხვადასხვა მედიის მიერ წარმოდგენილ ერთსა
და იმავე თემაზე. მაგ.:
ადაპტირებული ზღაპარი მულტიპლიკაციური
ფილმი
1.
She
wasn’t
ill.
2.
Riding
Hood was
not lost.
3. She didn’t meet the woodcutter on
the way.
4. The wolf ate Granny
up.
5. The woodcutter saved Red
Riding Hood and her grandmother and let the wolf run away.
|
1.
She
was ill.
2.
Red
Riding Hood was lost.
3. She met the woodcutter and he
showed her the way.
4. The wolf didn’t eat
Granny up.
5.
The
woodcutter punished the wolf and made him to clean the forest.
|
(ქართული თარგმანი
მოცემულია ცხრილში.)
კითხვა
|
პასუხი
|
|
ადაპტირებული
ზღაპარი
|
მულტიპლიკაციური ფილმი
|
|
იყო თუ არა წითელქუდას ბებო ავად?
Was Red
Riding Hood’s grandma ill?
|
ბებო არ იყო ავად.
She wasn’t
ill.
|
ბებო იყო ავად.
She was ill.
|
დაიკარგა წითელქუდა ტყეში?
Was Red
Riding Hood lost in the forest?
|
წითელქუდა არ დაიკარგა.
Red Riding
Hood was not lost.
|
წითელქუდა დაიკარგა.
Red Riding
Hood was lost.
|
ბებოსთან მისვლამდე წითელქუდას შეხვდა მონადირე ტყეში?
Did Red
Riding Hood meet the woodcutter on the way to her Granny?
|
წითელქუდს მონადირე არ შეხვდა ტყეში.
Red Riding
Hood didn’t meet the woodcutter on the way.
|
წითელქუდას მონადირე შეხვდა და გზა უჩვენა.
Red Riding
Hood met the woodcutter and he showed her the way.
|
მგელმა ბებო შეჭამა?
Did the wolf
eat Granny up?
|
მგელმა ბებო შეჭამა.
The wolf ate
Granny up.
|
მგელმა ბებო არ შეჭამა.
The wolf
didn’t eat Granny up.
|
მონადირემ მისცა მგელს გაქცევის საშუალება?
Did the
woodcutter let the wolf run away?
|
მონადირემ წითელქუდა და ბებო გადაარჩინა და მგელს
გაქცევის საშუალება მისცა.
The
woodcutter saved Red Riding Hood and her grandmother and let the wolf run
away.
|
მონადირემ მგელი დასაჯა და ტყის დასუფთავება დაავალა.
The woodcutter punished the wolf and
made him to clean the forest.
|
·
სახელმძღვანელოში მოცემული ზღაპრის წაკითხვა - 5წთ.
·
დისკუსია- 10წთ.დისკუსიის კითხვები:
კითხვა
|
პასუხი
|
რატომ უთხრა წითელქუდას დედამ გზაში
არავის ელაპარაკოო?
Why did Red Riding Hood’s
mother say :” Don’t talk to anyone on the way?”
|
წითელქუდას დედამ იცოდა, რომ ტყეში
საშიში იყო.
Red Riding Hood’s mother knew that it was dangerous in the
forest.
|
რატომ დაანახა მგელმა წითელქუდას
ყვითელი ყვავილები?
Why did the wolf show Red Riding Hood the yellow flowers?
|
მგელს სურდა წითელქუდაზე ადრე მისულიყო
ბებოს სახლში.
The wolf wanted to come to her grandma’s house earlier.
|
რა კარგი საქციელი ჩაიდინა წითელქუდამ
ამ ზღაპარში?
What good things did Red Riding Hood do in the story?
|
ბებოს სახლში რომ მივიდა კი შეეშინდა
მაგრამ არ გაიქცა.
When she came in her grandma’s house it was too dark and
she felt a little scared but she didn’t run away.
|
წითელქუდამ რაიმე ცუდი ჩაიდინა
?
Did she do anything wrong?
|
მან არ დაუჯერა დედას და ესაუბრა
მგელს.
She didn’t listen to her mother and talked to the wolf.
|
როგორ ფიქრობთ ამ ზღაპარს აქვს
ბედნიერი დასასრული?
How do you think has this fairy tale the happy end?
|
დიახ როგორც ყველა ზღაპარი ესეც
ბედნიერად სრულდება.
Yes of course! It has the happy end.
|
რას ფიქრობთ მგელზე? არის ის ბედნიერი?
What do you think about the wolf? Is he happy?
|
მგელი არ არის ბედნიერი.
The wolf is not happy.
|
ამის
შემდეგ მოსწავლეებთან ერთად ვმსჯელობთ იმის შესახებ , ბედნიერი დასასრული არის თუ არა
ყველასათვის ერთნაირი. ის, რაც ერთისთვის არის ბედნიერება, შეიძლება თუ არა მეორისთვის
სულაც არ აღმოჩნდეს მისაღები.
·
მოსწავლეებს დავყოფ 2 ჯგუფად. ჯგუფების დავალებაა: შეცვალონ
ზღაპრის ბოლო ისე, რომ მგელიც ბედნიერი დარჩეს . ამასთან პირველ ჯგუფს დაევალება გაითამაშოს
მცირე სცენა (როლური თამაში) თავიანთი შედგენილი ზღაპრის მიხედვით. თავადვე გაინაწილონ
როლები, ხოლო მეორე ჯგუფს დაევალება შექმნას დიორამა და გააკეთოს პატარა ინსცენირება
თოჯინების დახმარებით - 15წთ.
ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა ზღაპარს ჰქონოდა ,,რეალური” დასასრული
.,,რეალურ
დასასრულში”მოსწავლეებმა
იგულისხმეს ის , რომ თუ მგელმა ბებო შეჭამა და წითელქუდას გადასანსვლაც მოასწრო მონადირის
მოასვლამდე, მას ხომ აღარ დაელოდებოდა და ასეთი ფორმით შემოგვთავაზეს იგი:
გთავაზობთ
ქართულ თარგმანს : ... წითელქუდამ იყვირა მაგრამ მისი ხმა ვერავინ გაიგონა. სამწუხაროდ
მონადირემ ვერ შეძლო წითელქუდას და მისი ბებოს დახმარება. მგელმა წითელქუდაც შეჭამა.
გაიძრო ბებოს ტანისამოსი, გააღო კარი და წავიდა ტყეში. ის თავს ბედნიერად გრძნობდა
რადგან მშიერი აღარ იყო.
მეორე ჯგუფის მიერ მომზადებული თოჯინების
ინსცენირების მაგალითი იხილეთ ბმულზე :
რაც შეეხება მეორე ჯგუფის მიერ მომზადებულ
ფინალს, მათ გადაწყვიტეს ზღაპრის ისე დამთავრება , რომ დასასრული კეთილი ყოფილიყო როგორც წითელქუდისა და
მისი ბებოსათვის, ასევე მგლისთვისაც და მოქმედებას წერტილი იქ დაუსვეს სადაც მგელი
და წითელქუდა ერთმანეთს დაშორდნენ ტყეში, ანუ მგელი მისი გზით წავიდ ტყეში და გაუჩინარდა
, წითელქუდამ კი მშვიდად განაგრძო გზა ბებიასთან.
·
ბოლოს შევაჯამებთ გაკვეთილს. ყურადღებასგავამახვილებთ
ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა ხერხებზე - 5წთ.
ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა
ხერხებში ვგულისხმობ იმას , რომ ინფორმაცია შეიძლება მიწოდებულ იქნას მოთხრობის , აუდიო
და ვიდეო ფაილების სახით. ზოგჯერ უმჯობესია
ინფორმაცია მივაწოდოთ სხვადასხვა ცხრილებითა
და დიაგრამებით , მთავარია რამდენად სანდოა წყარო.
VI. შეფასების ინსტრუმენტები:
რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს წაკითხული ტექსტისა და
ნანახი ვიდეოს ერთმანეთთან დაკავშირება.
რამდენად შეუძლიათ მედიარესურსების ანალიზი(ვიდეო, ტექსტი).
რამდენად შეუძლიათ საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება
(სტერეოტიპების ნგრევა).
VII. გამოყენებული მულტიმედია რესურსები:
აღნიშნულ ლინკზე მოცემული მულტფილმის მიხედვით , განსხვავებით
ადაპტირებული ზღაპრისა და სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტისა, წითელქუდა იკარგება
ტყეში მას შემდეგ რაც მგელთან საუბრის შემდეგ ყვავილების კრეფაში გაერთობა. მიხვდება
რა, რომ დაიკარგა ,წითელქუდა იწყებს ტირილს
და ტირილის ხმაზე გამოჩნდება მონადირე, რომელიც ეკითხება მას თუ რას აკეთებს ის უღრან
ტყეში მარტო, სადაც ყოფნა ძალიან საშიშია და თანვე ეკითხება ხომ არ უნახავს დიდი, ცუდი
მგელი რომელსაც ის დიდი ხანია ეძებს. წითელქუდას სცხვენია იმის გამხელა , რომ ცუდ მგელს
შეხვდა და მონადირეს ამ ამბავს დაუმალავს, მხოლოდ იმას ეტყვის , რომ დაიკარგა და მონადირეც
მას ბებოს სახლამდე მიაცილებს. ცნობილი დიალოგის შემდეგ წითელქუდა მიხვდება , რომ ის
მისი ბებო კი არადიდი , ცული მგელია და ხმამაღლა დაიწყებს ყვირილს. საბედნიეროდ მონადირე
გაიგონებს მის ხმას და გადაარჩენს ბებოსაც და წითელქუდასაც. მგელს კი სხვა დასასრულებისაგან
განსხვავებით მონადირე არც კლავს და არც გაქცევის ნებას არ აძლევს , ის მგელს დასჯის
და ტყის დასუფთავებას დაავალებს, ხოლო როცა მგელი წითელქუდას შემთხვევით კვლავ შეხვდება
მას შერცხვება მისი ცუდი საქციელის გამო.
წითელქუდა ცხოვრობდა
ტყეში დედასთან ერთად.ერთ დღეს წითელქუდა წავიდა ბებოს სანახავად.მას კალათაში გემრიელი ნამცხვარი ჰქონდა.
გზაზე წიელქუდას
შეხვდა მგელი.
,,გამარჯობა!
სად მიდიხარ?’ ჰკითხა მგელმა.
,,ბებოს სანახავად
მივდივარ. ის იმ ხეების უკან ცხოვრობს.“ უპასუხა წითელქუდამ.
მგელი გაიქცა
ბებოს სახლში და შეჭამა ის, შემდეგ კი ბებოს საწოლში ჩაწვა.
მოგვიანებით წითელქუდაც
მივიდა სახლში და ბებოს შეხედა.
,,ბებო რა დიდი
თვალები გაქვს?’’
,,იმიტომ რომ
კარგად დაგინახო!“
,,ბებო რა დიდი
ყურები გაქვს?’’
,,იმიტომ რომ
კარგად მოგისმინო!“
,,ბებო რამოდენა
ცხვირი გაქვს?“
,,იმიტომ რომ
კარგად ვისუნთქო!“
,,ბებო რამოდენა
პირი გაქვს?“
,,იმიტომ რომ
კარგად შეგჭამო!“დაიყვირა მგელმა.
მგლის ყვირილი მონადირემ გაიგონა რომელიც იმ დროს
ტყეშე იმყოფებოდა და სახლისაკენ გაიქცა. მან მგელს თავში ჩაარტყა , მგელმა პირი გააღო
და იქედან ბებო ამოხტა.მგელი გაიქცა და წითელქუდას ის აღარასოდეს უნახავს.)
MACMILLAN EDUCATION CONFERENCE
მაკმილანის გამომცემლობის კონფერენცია
25 ივნისს 2015 წ. მაკმილანის გამომცემლობამ ჩაატარა კონფერენცია. დავესწარით ქ. ქუთაისის ინგლისური ენის მასწავლებლები. კონფერენციამ გასტანა
6 საათს. დღის წესრიგი ასე გამოიყურებოდა:
10.30-11.00
რეგისტრაცია
11.00-12.00
პლენარული სხდომა
12.15-13.15
სემინარები . დავიყავით 4 ჯგუფად თემების მიხედვით.
1 ჯგუფი- მაკმილანის ექსპერტი სტივ ტეილორი-ნოულზი . თემა: რა რწმენით ხართ ენის სწავლებაზე?
2 ჯგუფი-მაკმილანის ექსპერტი
მალკოლმ მანი . თემა: ლექსიკის განვითარება
3 ჯგუფი-მაკმილანის ექსპერტი
ფიონა მოშლინი კულტურის ამაღლება მოზარდებში
4 ჯგუფი-მაკმილანის ექსპერტი
ნიკი გუდი ონლაინ დახმარება სწავლებისას
მე ავირჩიე ონლაინ
დახმარება სწავლებისას.
13.15-14.15 შესვენება , საუზმე
14.15-15.15
პლენარული სხდომა . მოხსენება :პერსონალიზაცია-
რას წარმოადგენს იგი პრაქტიკაში.მალკოლმ მანი
15.15-15.30
შესვენება
15.30-16.30 პლენარული სხდომა. მოხსენება: წარმოსახვის
სამყაროში . ფიონა მოშლინი
16.30-17.00
კონფერენციის დახურვა.
ორი სიტყვა თვით ექსპერტებზე, ეს არის ის ხალხი, რომლებიც
უშუალოდ მუშაობენ მაკმილანის ასოციაციაში სხვადასხვა
სახელმძღვანელოების ავტორებად.
სტივ ტეილორ-ნოულზი Steve
Taylore-Knowles ჩართულია ინგლისური ენის სწავლების პროცესში უკვე 20 წელიწადია.
ის არის მასწავლებელი, გამომცდელი, ტრენერი და ავტორი.
არის 2014 წ. გამოქვეყნებული სახელმძღვანელოს
OPEN MIND ავტორი. მას ეკუთვნის ასევე LASER
და DESTINATION. ამჟამად ცხოვრობს
ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში, ლანკაშირში.
მალკოლმ მანი
MALCOLM MANN -
ინგლისური ენის ამსწავლებელი და სხვადასხვა რესურსის ავტორი. მან გაუწია თანაავტორობა
სტივ ტეილორ-ნოულზი სახელმძღვანელოების შექმნაში.ცხოვრობს და მუშაობს საბერძნეთში.
ფიონა მოშლინი
FIONA MAUCHLINE . არის 25- წლიანი გამოცდილების მქონე ინგლისური ენის მასწავლებელი,
ტრენერი და სასწავლო მასალების შემქმნელი ესპანეთში. რეგულარულად ატარებს ტრენინგებს ესპანეთსა და საფრანგეთში. ასევე ნამუშევარია
იტალიაში, პორტუგალიაში, პალესტინაში და თურქეთში.ის
არის ორი სახელმძღვანელოს თანავტორი, კურირებს 4 ბლოგს.
ნიკ გუდი NICK
GOODE . მაკმილანის ცენტრალური ევროპის რეგიონალური მენეჯერი. ცხოვრობს
ლონდონში.აქვს ინგლისური ენის მასწავლებლის გამოცდილება პრაღაში, ჩეხეთში, ესპანეთში.
პირველ პლენარულ სხდომაზე სტივ ტეილორ-ნოულზმა
ისაუბრა , თუ როგორ მოვახდინოთ ინგლისური ენის შემსწავლელებში ლექსიკის ათვისება არატრადიციული გზით, ანუ მისი
აღქმა სიტყვების შედარებებით, კონტექსტში გამოცნობით, მშობლიური ენის გამოყენების გარეშე.
ჩემთვის ეს მიდგომა საინტერესოა, რადგანაც
თვითონ მქონია ამ მეთოდისათვის მიმართვა .
გამოსვლა საკმაოდ საინტერესო იყო, ჩვენი , აუდიტორიის ჩართულობაც მაღალი იყო.ამ გამოსვლის
შემდეგ ჩვენ გადავნაწილდით ინტერესთა ჯგუფების
მიხედვით.
სესია , როგორც უკვე ვახსენე, იყო ონლაინ რესურსებზე. მინდა ავღნიშნო, რომ ჩემს
პრაქტიკულ საქმიანობაში ბევრ ონლაინ რესურსს ვიყენებ. ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის
ნამდვილად უხვადაა ვებსაიტები, საიდანაც შემიძლია ჩემთვის საჭირო თუ საინტერესო თემაზე
მოვიძიო რაიმე რესურსი. მაკმილანის შესაძლებლობებს ამ კუთხით კარგად არ ვიცნობდი, ამიტომ
ეს სამუშაო სესია ჩემთვის ძალზედ სასარგებლო აღმოჩნდა. ნიკი გუდიმ გაგვაცნო ყველაზე საინტერესო და მდიდარი ვებსაიტები ,სადაც ჩვენ შესაძლებლობა გვექნებოდა
დავსწრებოდით ვებინარებს, გაგვეგო ახალი რამ მაკმილანის მუშაობის შესახებ, აგრეთვე
თვოთონაც გვექნება თანამშრომლობის საშუალება მათთან. სამუშაო სესია აქაც საკმაოდ ინტერაქტიურად
წარიმართა. დამსწრე მასწავლებლებმა საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს ამ მიმართულებით.შევასრულეთ
აქტივობებიც. ამ სესიის შემდეგ გვქონდა შესვენება და შემდეგ კვლავ პლენარული სხდომა,
ამჯერად მალოლმ მანმა გვესაუბრა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს პერსონალიზაცია სწავლა-სწავლების სამყაროში.აქაც შევასრულეთ აქტივობა,
რომელიც ასახავდა შემსწავლელისადმი ინტერესს , ანუ ყველა მოსწავლე
არის პერსონა და მიდგომაც შესაბიმისი უნდა
იყოს. ენის შესწავლა არ არის განზოგადებული,
თითოეულ შემსწავლელს გააჩნია ენის შესწავლის მისეული მიზანი, რისთვის სწავლობს, რა მიზანს ისახავს. მესამე პლენარულ სხდომაზე ისაუბრა ფიონა
მოშლინმა. მისი თემა იყო წარმოსახვის
უნარის განვითარება მოსწავლეებში. ჩემთვის
ინტერესს წარმოადგენს, თუ რამდენად
შეუძლია მოსწავლეს საკუთარი წარმოსახვის უნარის
განვითარება სხვადასხვა ტექნიკებით.აქაც შევასრულეთ აქტივობა . პლენარული სხდომის შემდეგ ჩატარდა წიგნების გათამაშება.
იღბლიანი ნომრების მფლობელებს ავტორებმა
გადასცეს სამახსოვრო წიგნები DESTINATION
და ბლოკნოტები.
ხოლო კონფერენციის ყველა მონაწილეს გადმოგვეცა
მაკმილანის გამომცემლობის კატალოგები
და ასევე სამუშაო ბლოკნოტები , პოსტერები, კალმისტეები და ჩანთები.
კატალოგები და წიგნი
მასწავლელბელთა მე-2 სასწავლო-მეთოდური კონფერენცია
30.05.2015 #40 საჯარო
სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა მეორე
სასწავლო -მეთოდური კონფერენცია. მე და ჩემმა კოლეგამ ნინო კანდელაკმა წარვადგინეთ ჩვენს
მიერ განხორციელებული პროექტი ჯანსაღ ცხოვრების წესის
შესახებ.როგორც წესი,
ვიმუშავეთ საგნობრივი სექციების მიხედვით.მოვისმინეთ ჩვენი
კოლეგების საინტერესო პრეზენტაციები. ყოველ
სექციაში მუშაობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოციირებული პროფესორები, რომლებიც საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამდნენ ყველა
პრეზენტაციაზე. სექციურ მუშაობას წინ უსწრებდა პლენარული სხდომა,
რომელზეც ოფიციალურად მოხდა
კონფერენციის გახსნა. #40 სკოლის
დირექტორმა
ქ-ნმა ლია კუხიანიძემ და კონფერენციის ინიციატორმა და ორგანიზატომა ქ-ნმა ქეთევან რუხაძემ ისაუბრეს ამგვარი ღონისძიებების მოწყობის აქტუალობასა და
საჭიროებაზე. ნამდვილად, ყოველი
წლის ბოლოს მასწავლებელს უგროვდება იმდენი
სათქმელი თავისი კოლეგებისათვის , რომ ამგვარი კონფერენციები მოგვცემს საშუალებას ერთმანეთს გავუზიაროთ და გავანდოთ ბევრი
რამ საკუთარი გამოცდილებიდან . ეს ჩემთვის ამგვარი ღონისძიებაში უკვე მეორე
ჩართულობაა, და, ვთვლი,
რომ ბევრ საჭირო
უნარს ვიძენ, ვაკვირდები და ვიზიარებ კოლეგების იდეებს
და , ხშირადაც, ბევრი
საინტერსო იდეა მომდის. უცხოური ენების სექციაში წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები :
უცხოური ენების სექცია
სექციის ხელმძღვანელი
: ინგლისური ენის მასწ. ირმა შავგულიძე
30 მაისი , 10.30-13.00 საათი
საკლასო კაბინეტი
#1206
#
|
დრო
|
სკოლა
|
თემა
|
მომხსენებელი
|
1
|
10.50-11.05
|
სსიპ ქალაქ ქუთაისის #40 საჯარო სკოლა
|
უცხო ენის სწავლებსი თავისებურებები დაწყებით საფეხურზე
|
ირმა შავგულიძე
|
2
|
11.05-11.20
|
სსიპ ქალაქ ქუთაისის #40 საჯარო სკოლა
|
პროექტ-გაკვეთილი თემაზე:’’შეზღუდული შესაძლებლობები
არ არსებობს”(There are no limitations)
|
სალომე საგანელიძე
|
3
|
11.20-11.35
|
სსიპ ქალაქ ქუთაისის #40 საჯარო სკოლა
|
“Мобильный телефон – друг или враг ?” Работа над проектом совместно с
учениками XI классов
|
დარეჯან ნემსაძე
|
4
|
11.35-11.50
|
ქ.ქუთაისის მე-10 საჯარო სკოლა
|
გადავარცინოთ დედამიწა გლობალური დათბობისგან
|
მარიკა ფუტკარაძე
|
5
|
11.50-12.05
|
სოფ.გეგუთის #1 საჯარო სკოლა
|
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსი გამოყენება
სასწავლო პროცესში
|
ნათია კილაძე
|
6
|
12.15-12.20
|
სსიპ ქალაქ ქუთაისის #40 საჯარო სკოლა
|
რუსული ენის გაკვეთილზე მოტივაციის ამაღლების რამდენიმე
ხერხი (ა.პუშკინის მოთხრობა ” ქარბუქის”
მიხედვით)
|
ლარისა რუსაძე
|
7
|
12.20-12.35
|
სსიპ ქალაქ ქუთაისის #40 საჯარო სკოლა
|
დაწყებითი 1, 2 კლასების ზეპირმეტყველების კურსი
|
მედული ლატარია
|
8
|
12.35-12.50
|
სსიპ ქალაქ ქუტაისის #14 საჯარო სკოლა
|
კვლევა-პროექტი :Who Wants to Live Forever
|
ლელა იმნაიშვილი, ნინო კანდელაკი
|
სექციური მუშაობის შემდეგ
მიგვიწვიეს სააქტო დარბაზში.ჩვენ
მოვისმინეთ კიდევ რამოდენიმე პრეზენტაცია მასწავლებლების სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის შესახებ. ზოგი მათგანი იმყოფედა ევროპულ ქვეყნებში და მათ ისაუბრეს ევროპული სკოლების თავისებურობებზე, იქ დანერგილ განათლების სისტემის შესახებ , საინტერესო იყო ქ-ნ ნათია
კილაძის , ამერიკული სკოლა
პროგრესი აღმასრულებელი დირექტორის მონათხრობი გერმანულ სკოლის
შესახებ, სადაც იგი იმყოფებოდა თავის
მოსწავლეებთან ერთად 2 კვირით.
აგრეთვე მოვისმინეთ #41 საჯარო
სკოლის ქართული ენის
მასწავლებლის პრეზენტაცია მასწავლებელთა ინტერნეტ პორტალ
ETWINNING ის შესახებ. მოხსენებების დასრულების შემდეგ
#40 სკოლის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია სახელწოდებით ”კურთხეულ იყოს
ქართლოსის ჯიში” .კომპოზიცია ძალიან
ამაღლებულ ხასიათს ატარებდა, მოსწავლეებმა 30 წუთში
გადმოსცეს საქართველოსადმი სიყვარული და ბევრ მაყურებელს ცრემლიც კი მოგვაყენა თვალებზე.მასწავლელბელთა კონფერენციამ საკმაო
მაღალ დონეზე წარიმართა.
მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენცია .
15.12.14პირველი დღე : სასტუმროში შესახლება - დაბინავება- კონფერენციის გახსნა.
განწყობა: მოვახდინეთ გარკვეული ადაპტაცია( ცოტათი შეგვცივდა)
მოვისმინეთ პრეზენტაციები და რეკომენდაციები პროექტზე დაფუძნებულ სწავლებაზე, აგრეთვე მოგვაწოდეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების შესახებ, როგორებიც არის: პროგრამა ,, პესტალოცი“ , ELENA - ტრანსევროპული პროექტი (ბუნების მიმართ ცნობიერების ამაღლება)
გავიარეთ კონსულტაცია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით.
განათლება დემოკრატი მოქალაქეებისათვის
ინტერკულტიერურული ურთიერთობები
ისტორიის სწავლება
ბავშვთა უფლებები,ძალადობის და დისკრიმინაციის პრევენცია
გენდერული ტანასწორობა
სწავლების მეთოდოლოგია
ინტერენეტის მეშვეობით განხორციელდა საერტაშორისო სასკოლო პროექტები, ეს არის საერთაშორისო დონის აღიარებული სასწავლო პროექტები:ECOLE,E-TWINNING PLUS- ევროპის და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლის თნანმშრომლობის ხელშესაწყობაზე ორიენტირებული პორტალი.
COMENIUS –Elena Experimental Learning and Educational for Nature Awareness-ტრანსევროპული პროექტი-ბუნების მიმართ ბიომრავალფეროვნების სწავლება, ეკოგანათლების და ეკოწიგნი ერების გაღრმავება.COMENIUS TIERE LIVE
მეორე მომხსენებელი ზაქარია გიუნაშვილი.
ტრენერთა სკოლის გაცნობა. მათემატიკის ექსპერტი.
ისაუბრა პროექტებზე დაფუძნებული სწავლების ძირითადი ასპექტები, მან ასახა კონსტრუქტივისტური მიდგიმის ნიმუშები. გაგვიზიარა საკუთარი შთაბეჭდილებები , პრობლემების გადაჭრის სინთეზის, ანალიზის და თანამშრომლობის უნარი, ეს პროექტი არ დაიკავებს ტრადიციული სასწავლო პროცესების ადგილს, თუმცა არ არის ტესტირების ჩანაცვლება. აქ ასახულია მეტი კავშირი პრაქტიკასთან. ადრე წლებში იყო თეორიული მასალის სიუხვე . ახლა მეტი აქცენტი გადატანილია რეალურ სამყაროსთან კავშირი .მოსწავლე დამოუკიდებლად მართავს საკუთარ სასწავლო სხვადასხვა მიმართულებით მოსწავლეების უნარების განვითარების ხელშეწყობა-განსხვავებული ინტერესების მოსწავლეს განსხვავებული გზები აქვს მიზნის მისაღწევად, ინფორმაციის ავთენტურობა, გონებრივი ვარჯიშები, პრობელმის ტრასფერი, მოსწავლის და მასწავლებლის ურთიერთობა-მოსწავლის და მასწავლებლის თანაბარი ურთიერთობა რის მეშვეობითაც მასწავლებელებელიც სწავლობს ახალს, იღებს ახლა ცოდნას და ამიტიძენს დამატებით კომპეტენციების განვითარებას .ანავიტარებს მაღალი სააზროვნო უნარებს, აგრეთვე სხვადასხვა ტიპის ამოცანები, ღია ტიპის დავალებები და სხვა.
გაგვაცნეს კოორდინატორები საგნების მიხედვით.
უცხოური ენები- ნინო ფეტვიაშვილი
16.12.2014
მეორე დღე.
კონფერენციის მეორე დღე იყო დატვირთული .მოვახდინეთ გაერთიანება ჯგუფების მიხედვით. უცხო ენები წარმოდგენილი იყო ინგლისური, რუსული და გერმანული ენების სპეციალისტების სახით. სულ იყო წარმოდგნილი 22 ნამუშევარი სხვადასხვა ტიპის აქტივობები- გაკვეთილები, ინტეგრირებული გაკვეთილები, საგამნათლებლო პროექტები, კვლევები. ეს იყო დასავლეთ საქართველოს მასწავლებლების მიერ ცატარებული აქტივობები. რეგიონები: იმერეთი, აჭარა, სამეგრელო, გურია.
მომხსენებელი : ათინა თოიძე, ბათუმის #1 საჯარო სკოლა, თემა : საკლასო მენეჯმენტი
მომხსენებელი : ნინო მაისურაძე, ბათუმის #1 საჯარო სკოლა,თემა :TPR გაკვეთილი
მომხსენებელი : მანანა კაპეტივაძე,ბაღდათის #2 სკოლა თემა: საკლასო კლასის მენეჯმენტი
მომხსენებელი : ნინო ჩიხლაძე, თემა :ენის სწავლება ინგლისური დოკუმენტური ფილმების ჩვენებით
მომხსენებელი :ქეთევან ღვანია , ფოთის #3 საჯარო სკოლა თემა: ჩვენი პალნეტის მიღმა
მომხსენებელი : ნინო კანდელაკი, ლელა იმნაიშვილი, ქუთაისის #14 საჯარო სკოლა, თემა: ვის უნდა ხანგრძლივი სიცოცხლე
მომხსენებელი : ტარიელ კალანდაძე,ოზურგეთის #4 საჯარო სკოლა, თემა: კითხვის სტრატეგიების გამოყენება
მომხსენებელი : მედეა დარსაველიძე ,ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკური სკოლა,თემა:დიდაქტიკური თამაშები
17.12.2015
მესამე დღე
შევიკრიბეთ სააქტო დარბაზში, სადაც მოხდა ჩვენი სიგელებით დაჯილდოვება. ყველა მონაწილე გამარჯვებულ მასწავლებელს გადმოგვეცა დამადასტურებელი სერტიფიკატები. 12 საათზე ჩვენ გამოვემგზავრეთ ქუთაისში ბათუმელ მასწავლებლებთან ერთად.
ჩემი და ჩემი კოლეგის ნინო კანდელაკის მიერ მასწავლებელთა მეორე ეროვნულ კონფერენციაზე ერთობლივად წარმოდგენილმა თემამ წარმატებით გადალახა მეორე ეტაპიც და ჩვენ დაგვასახელეს როგროც გამარჯვებული თემა ინგლისურ სექტორზე დასავლეთ საქართველოს მაშტაბით , რის გამოც მიგვიწვიეს თბილისში და გადმოგვცეს სერთიფიკატი როგორც გამარჯვებული თემის ავტორებს.
მიხარია, ყველგან ერთად რომ ვართ
ReplyDelete