2018-19 სასწავლო წელს განხორციელებული აქტივობები
4. პროექტი '' My Family ‘’ ,, ჩემი ოჯახი“
პროექტის
ატუალობა : სხვადასხვა პროექტების საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება ძალიან აქტუალურია
ჩემს პრაქტიკაში, რადგან ვთვლი რომ ამგვარი მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეებში თანამშრომლობითი,
საკომუნიკაციო, კვლევითი და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ჩემთვის როგორც ინგლისური
ენის მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია ის , რომ მოსწავლეებმა შეძლონ საგაკვეთილო პროცესში
შეძენილი ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში ანუ გარკვეული დროის მანძილზე დაგროვილი ლექსიკური
მარაგისა თუ გრამატიკული ცოდნის გაერთიანებით კონკრეტულ თემებზე საუბარი და საკუთარი
აზრის გამოხატვა. სწორედ ამ მიზნით მე-4 და მე-3 კლასებში განვახორციელე პროექტი სახელწოდებით ,,ჩემი ოჯახი’’ სადაც მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები
თავიანთ ოჯახებზე და მოახდინეს მათი პრეზენტაცია. ამ კონკრეტული პროექტის მიზანი გახლდათ
ის, რომ მოსწავლეებს საუბრისას გამოეყენებინათ მათ მიერ განვლილი ლექსიკური ერთეულები
: ოჯახის წევრები, ფერები, პროფესიები და მარტივი გრამატიკული მასალა : ყოფნა და ქონა/ყოლა
ზმნების უღლება ახლანდელ დროში, ზედსართავი
და რიცხვითი სახელები.
პროექტის
მიზანი: მოსწავლეები დაამზადებენ
პოსერებს და გააკეთებენ პრეზენტაციას .
მოსალოდნელი შედეგები:
1.
მოსწავლეები
დაამზადებენ პოსტერებს თავიანთ ოჯახზე
2.
მოსწავლეები
შეძლებენ ლექსიკური და გრამატიკული მასალის გამოყენებით პრეზენტაციების წარმოდგენას
ამოცანები,
ანუ განხორციელებული აქტივობები
1.
ამოცანა: მოსწავლეებისათვის
ინფორმაციის მიწოდება განსახორციელებელი პროექტის შესახებ
2.
ამოცანა: ვირჩევთ გრამატიკულ და ლექსიკურ თემებს მათი აქტუალურობიდან გამომდინარე
3.
ამოცანა: ვმუშაობთ
გარკვეულ გრამატიკულ და ლექსიკურ თემებს
4.
ამოცანა : ვამზადებთ პოსტერებს და ვაწყობთ მათ პრეზენტაციას
5.
ამოცანა :
ვაკეთებთ შეჯამებას და
სოციალურ ქსელში ვაზიარებთ პოსტერებს
მოსწავლეების წინარე ცოდნა: ეროვნული
სასწავლო გეგმით გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებში
მოსწავლეებმა შეისწავლეს ლექსიკური ერთეულები : ოჯახის წევრები, ფერები, პროფესიები
და მარტივი გრამატიკული მასალა : ყოფნა და ქონა/ყოლა ზმნების უღლება ახლანდელ დროში,
ზედსართავი სახელი და რიცხვითი სახელები.
პროექტის მონიტორინგი და შეფასება: პროექტის
მონიტორინგს ვახორციელებდი ყოველი კვირის პირველი
შეხვედრისას რათა განგვეხილა არსებული პრობლემები და წამოჭრილ შეკითხვებზე მოსწავლეებს
მიეღოთ ამომწურავი და მათთვის მნიშვნელოვანი
პასუხები. არსებული მასალის სიმრავლიდან გამომდინარე, ყოველ მომდევნო შეხვედრაზე ვამოწმებდით
იყო თუ არა რაიმე საკითხი მოსწავლეებისათვის გაუგებარი და სჭირდებოდათ თუ არა მათ ჩემი დახმარება. პროექტის ამსახველი ფოტომასალა გამოვაქვეყნეთ
სოციალურ ქსელში
ვებგვერდის მისამართი:
პროექტის შესრულების
განრიგი
ეტაპი
|
საქმიანობა
|
განხორციელების ვადები
|
პასუხისმგებელი
პირი
|
||||
1
|
მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება განსახორციელებელი პროექტის
შესახებ
|
2 ნოენბერი
|
9 ნოემბერი
|
16 ნოემბერი
|
29 ნოემბერი
|
7დეკემბერი
|
ლ.იმნაიშვილი
|
2
|
ვირჩევთ გრამატიკულ და ლექსიკურ თემებს მათი აქტუალურობიდან
გამომდინარე
|
ლ.იმნაიშვილი
|
|||||
3
|
ვმიშაობთ კონკრეტულ გრამატიკულ და ლექსიკურ თემებზე
|
ლ.იმნაიშვილი
|
|||||
4
|
ვამზადებთ
პოსტერებს და ვაწყობთ მათ პრეზენტაციას
|
ლ.იმნაიშვილი
|
|||||
5
|
ვაკეთებთ შეჯამებას და სოციალურ ქსელში ვაზიარებთ
პოსტერებს
|
ლ.იმნაიშვილი
|
რეფლექსია
პროექტის განხორციელების შესახებ
პროექტი
განხორციელდა დაგეგმილ ვადებში, მაგრამ სამიზნე
ჯგუფის ასაკობრივი თავისებებურებიდან გამომდინარე საჭირო გახდა წინასწარ გამიზნული
კვირაში ერთი შეხვედრის გარდა კიდევ რამდენიმე დამატებითი შეხვედრა, რადგანაც მე-3
, მე-4 კლასი ეს ის საფეხურია როდესაც მოსწავლეებს ჯერ კიდევ კარგად არა აქვთ გააზრებული
პროექტის რაობა, მათთვის პროექტი არის ერთი აქტივობა მაგალითად პოსტერის დამზადება
ან პრეზენტაცია , საჭიროდ ჩავთვალე მათთვის ამეხსნა, რომ პროექტი ეს არის გრძელვადიანი,
რამდენიმე აქტივობისგან შემდგარი ერთი დიდი აქტივობა რომელშიც მოსწავლეები ერთვებიან
მათი სურვილებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, რომ პროექტში ჩართულობა ხელს უწყობს
მათში სხვადასხვა უნარების განვითარებას როგორებიცაა თანამშრომლობა, შემოქმედებითობა,
კომუნიკაცია და სხვა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე რამდენიმე სიტყვით
გადმოეცათ რა მოეწონათ ამგვარ მუშაობაში, რა იყო მათთვის ახალი და საინტერესო და რას
შეცვლიდნენ მომავალი პროექტების განხორციელებისას. მინდა გავაჟღერო ერთ-ერთი მოსწავლის დამოკიდებულება პროექტით სწავლებასთან
დაკავშირებით : ვინაიდან მას უნდა დაემზადებინათ პოსტერები რომელშიც ჩააკრავდა ოჯახის წევრების ფოტოსურათებს ან დახატავდა
საკუთარ ოჯახს, ის ფიქრობდა რომ ეს იყო მხოლოდ ხელოვნების გააკვეთილზე გასაკეთებელი
საქმე და რომ დროს ტყუილად კარგავდა მსგავსი რამეების გამო ინგლისურისთვის, მაგრამ
გარკვეული მუშაობის შემდეგ ამ მოსწავლესთან , აუხსენი რა რომ არ არსებობს არცერთი საგანი
ცალკე ერთმანეთთან კავშირის გარეშე და რომ მის მიერ შესრულებული პოსერის პრეზენტაცია
უნდა გაეკეთებინა ინგლისურ ენაზე თანდათანობით შეცვალა მისი დამოკიდებულება მსგავსი
სამუშაოს მიმართ და როდესაც პრეზენტაციის კეთების დროს ნახა რომ საჭირო იყო მის მიერ
ინგლისურის გაკვეთილზე ნასწავლი მასალის გამოყენება, ის უკვე აღარ თვლის რომ პროექტებში
ჩართულობა დროის კარგვაა, პირიქით მას ეს პროცესი ძალიან მოსწონს და აქტიურადაა ჩართული
სხვადასხვა საგნების პროექტებშიც. ვთვლი, რომ თუნდაც ამ ერთი კონკრეტული მოსწავლის
დაინტერსებით და მასში მოტივაციის ამაღლებით,
პროექტით სწავლების ზოგადი მიზანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიღწეულია და შედეგზეც
გავედით , რადგანაც მოსწავლეებმა შეძლეს ლექსიკური და გრამატიკული ცოდნის პრაქტიკაში
გამოყენება ანუ პრეზენტაციების მოწყობა ინგლისურ ენაზე.
3. პროექტი '' Why Grammar ? ‘’
პროექტის
ატუალობა : ინგლისური ენის შემსწვლელთა უმეტესი ნაწილი გრამატიკას ნაკლებად საინტერესოდ მიიჩნევს. ისინი თვლიან, რომ გრამატიკული კატეგორიების ფლობის
გარეშე შესაძლებელია დაამყარო კომუნიკაცია
უცხოურ ენაზე. სინამდვილეში ინგლისური ენის
სპეციფიკა მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ ყოვლად
წარმოუდგენელია გამართულად საუბარი ისეთი გრამატიკული თემების გარეშე ,როგორებიცაა
ნაცვალსახელები, არსებითი სახელის მრავლობითი
რიცხვი, დროთა სისტემა და არაწესიერი ზმნები
. ამ თემის აქტუალობიდან გამომდინარე გადავწყვიტე განმეხორციელებინა პროექტი სახელწოდებით: ‘’ რატომ
გრამატიკა?! “პროექტის დაგეგმვისას მნიშვნელოვნად მივიჩნიე არსებული პრობლემის შესწავლა
და მისი ანალიზი 8-14 წლის მოზარდებთან, როგორც
სამიზნე ჯგუფთან. გარდა ამისა, ვთვლი, რომ
პრობლემის დასმითა და მისი გადაჭრის გზებისათვის საჭირო აქტივობების განხორციელებით
უფრო მეტ ინტერესს გამოვიწვევდი მოსწავლეებში გრამატიკისადმი და გარკვეულწილად მოვახდენდით
ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას. ჩემთვის ,როგორც ინგლისური ენის მასწავლებლისათვის,
მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის, რომ ჩემი მოსწავლეები შეიცვლიდნენ დამოკიდებულებას
გრამატიკის შესწავლის მიმართ და ისინი უფრო
საინტერესოდ და მარტივად იმუშავებდნენ ამ მიმართულებით .
პროექტის მიზანი: მოსწავლეებისათვის საინტერესო და მარტივი გავხადო გრამატიკის
სწავლება
მოსალოდნელი შედეგები:
1.
მოსწავლეებში მოვახდინო
გრამატიკული თემებისადმი ინტერესის აღძვრა
2.
მოსწავლეებში
მოვახდინოთ გრამატიკის აუცილებლობის გააზრება საუბრის დროს
3.
მოსწავლეებში გრამატიკის შესწავლა გავხადო უფრო პრაქტიკული და მარტივი
ამოცანები,
ანუ განხორციელებული აქტივობები
1.
ამოცანა: მოხდეს მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება განსახორციელებელი
პროექტის შესახებ და პროექტში მონაწილეობის მსურველთა გამოვლენა
2.
ამოცანა: ვირჩევთ გრამატიკულ თემებს მათი აქტუალურობიდან გამომდინარე
3.
ამოცანა : მოსწავლეთა
ჯგუფების დაყოფა ინტერესთა გათვალისწინებით
4.
ამოცანა: ვმუშაობთ
გარკვეულ გრამატიკულ თემებზე
5.
ამოცანა : ვამზადებთ პოსტერებს და ვაწყობთ მათ პრეზენტაციას
6.
ამოცანა : ვიდეო რგოლების ჩვენება გრამატიკულ დროებზე და არაწესიერ
ზმნებზე
7.
ამოცანა
: ვადგენთ სახალისო აქტივობებს დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის
8.
ამოცანა :
ვაკეთებთ შეჯამებას
მოსწავლეების წინარე ცოდნა: ეროვნული
სასწავლო გეგმით გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებში
მოსწავლეები გაეცნენ გრამატიკულ დროებსა და არაწესიერ ზმნებს
პროექტის მონიტორინგი და შეფასება: პროექტის
მონიტორინგი განვახორციელე რამდენიმე მოსწავლესთან ერთად , რადგან ჩავთვალე, რომ გაზიარებული პასუხისმგებლობა
პროექტის მიმდინარეობაზე უფრო ეფექტური იქნებოდა. ყოველ კვირას ვამოწმებდით, თუ რა პროგრესი იყო პროექტის განსახორციელებელ აქტივობებში. მიუხედავად
არსებული მასალის სიმრავლისა, ვამოწმებით, თუ რამდენად ობიექტურ და ვალიდურ წყაროებს
ირჩევდნენ პროექტში ჩართული მოსწავლეები დავალებების
შესასრულებლად. მოსწავლეები პარალელურად აქვეყნებდნენ აქტივობების ამსახველ ფოტო მასალას.
ვებგვერდის მისამართი:
გამოყენებული ვიდეო რგოლების ვებმისამართები:
პროექტის შესრულების
განრიგი
ეტაპი
|
საქმიანობა
|
განხორციელების ვადები
|
პასუხისმგებელი
პირი
|
||||
1
|
მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება განსახორციელებელი პროექტის
შესახებ და პროექტში მონაწილეობის მსურველთა გამოვლენა
|
1-10 მარტი
|
10-30 მარტი
|
1-8 აპრილი
|
15-30 აპრილი
|
1-30 მაისი
|
ლ.იმნაიშვილი
|
2
|
ვირჩევთ გრამატიკულ თემებს მათი აქტუალურობიდან გამომდინარე
|
ლ.იმნაიშვილი
|
|||||
3
|
მოსწავლეთა ჯგუფების დაყოფა ინტერესთა გათვალისწინებით
|
ლ.იმნაიშვილი
|
|||||
4
|
ვმუშაობთ
გარკვეულ გრამატიკულ თემებზე
|
ლ.იმნაიშვილი
|
|||||
5
|
ვამზადებთ პოსტერებს და ვაწყობთ მათ პრეზენტაციას
|
ლ.იმნაიშვილი
|
|||||
6
|
ვიდეო რგოლების ჩვენება გრამატიკულ დროებზე და არაწესიერ
ზმნებზე
|
||||||
7.
|
ვადგენთ
სახალისო აქტივობებს დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის
|
||||||
8.
|
ვაკეთებთ შეჯამებას
|
რეფლექსია
პროექტის განხორციელების შესახებ
პროექტის
დაწყებისთანავე გამოიკვეთა საინტერესო
მომენტი, კერძოდ ის , რომ მოსწავლეები ნეგატიურად იყვნენ დამოკიდებული გრამატიკის მიმართ
და მათ შეეძლოთ მოეყვანათ გარკვეული მაგალითები, რითაც შეძლებდნენ დაედასტურებინათ
საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება გრამატიკის
ცოდნის აუცილებლობასთან დაკავშირებით საუბრის დროს. პროექტის დაგეგმვისას მიზნად დავისახე შემეცვალა მოსწავლეთა
დამოკიდებულება გრამატიკის მიმართ და მისი შესწავლა უფრო საინტერესო და მარტივი გამეხადა
მოსწავლეებისათვის. ვთვლი, რომ განხორციელებული
აქტივობების წყალობით შევძელით დასახული მიზნის მიღწევა და ვფიქრობ მსგავსი პროექტის
განხორციელებას სხვა კლასებშიც , რომ მოსწავლეთა უფრო მეტი ნაწილის დამოკიდებულება
გრამატიკის მიმართ შევცვალო და მისი სწავლება გავხადო უფრო ეფექტური, საინტერესო და
მარტივი.უნდა აღინიშნოს ის ფაქტი , გარდა იმისა, რომ ყველა დაგეგმილი აქტივობა დროულად განხორციელდა პროექტის მსვლელობის პროცესში
მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი მონიტორინგის დროს განეხორციელებინათ აქტივობა სადაც
აღწერდნენ თუ რა შეიძინეს, რა გაიგეს ახალი
და როგორ შეეცდებიან მათ მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში, კერძოდ საუბარში გამოყენებას.
ვთვლი, რომ პროექტი დაწყებისთანავე საინტერესოდ
წარიმართა, დასასრულს კი მოსწავლეებმა თავიანთი გულახდილი უკუკავშირი წარადგინეს.
2. პროექტი ‘’ The importance of studying English ? ‘’
პროექტის
ატუალობა: უცხოური ენის შესწავლა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.
მიუხედავად იმისა რომ მოსწავლეების უმრავლესობას კარგად ესმის უცხო ენის, მათ შორის ინგლისურის ცოდნის აუცილებლობა
სწავლის პროცესი ხშირად მათთვის მოსაწყენი , ერთფეროვანი და დამღლელია. ვფიქრობ ენის
შესახებ საინტერესო ინფორმაციების მიწოდებით, სხვადასხვა სახალისო აქტივობების განხორციელებითა
და ელ. რესურსების გამოყენებით უცხო ენის შესწავლის პროცესი იქნება ნაკლებად დამღლელი
და შესაბამისად მოსწავლეებში გაიზრდება ენის შესწავლის მოტივაცია. სწორედ ამ მიზნით
გადავწყვიტე განმეხორციელებინა პროექტი სახელწოდებით
: ,, ინგლისური ენის სწავლის აუცილებლობა“. ვინაიდან პროექტით სწავლება ერთერთი საუკეთესო
გზაა იმისათვის , რომ გამოიკვეთოს კონკრეტული პრობლემა, ჯგუფური მუშაობისას მოიძებნოს
ამ პრობლემის გადაჭრის გზები, დაიგეგმოს განსახორციელებელი აქტივობები, მოსწავლეები
ჩაერთონ პროცესში თავიანთი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით , შექმნან პროდუქტი,
გააკეთონ პრეზენტაციები და ეს ყველაფერი ატვირთონ ინტერნეტ სივრცეში. საკითხით მით უფრო დავინტერესდი, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გრიფმინიჭებულ სახელმძვანელოში
Top Score 3 მოცემული იყო თემა სახელწოდებით: ,,საინტერესო ფაქტები ინგლისური ენის
შესახებ“. სამიზნე ჯგუფად შევარჩიე მე-9 კლასის 30 მოსწავლე, რომლებიც დავყავი ჯგუფებად
მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით.ჯგუფებმა გადაინაწილეს ფუნქციები და ზუსტად განსაზღვრეს თავიანთი
მოვალეობები. პროექტის დაწყების პირველივე შეხვედრიდან თვალნათლივ შეინიშნებოდა მოსწავლეთა
ინტერესი აღნიშნული თემის მიმართ , რაც თანდათან უფრო გამოიკვეთა პროექტის მსვლელობისას.
მოსწავლეები გაეცნენ ბევრ საინტერესო და მათთვის უცხო ინფორმაციებს ინგლისური ენის
შესახებ, რამაც მათში ხელი შეუწყო მოტივაციის ამაღლებას უცხოური ენის შესწავლის აუცილებლობის
გააზრებას.
პროექტის
მიზანი: მოსწავლეებისათვის საინტერესო და სახალისო გავხადო ინგლისური ენის შესწავლა
მოსალოდნელი შედეგები:
1.
მოსწავლეებში მოვახდინო
ინგლისური ენის შესწავლისადმი ინტერესის აღძვრა
2.
მოსწავლეებში
მოვახდინოთ ინგლისური ენის შესწავლეს აუცილებლობის გააზრება
3.
მოსწავლეებში ინგლისური ენის შესწავლა გავხადო უფრო მარტივი, საინტერესო და სახალისო
ამოცანები,
ანუ განხორციელებული აქტივობები
1.
ამოცანა: მოხდეს მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება განსახორციელებელი
პროექტის შესახებ და პროექტში მონაწილეობის მსურველთა გამოვლენა
2.
ამოცანა: ვირჩევთ კონკრეტულ მიმართულებებს თემების მიხედვით
3.
ამოცანა : მოსწავლეთა
ჯგუფების დაყოფა მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების
გათვალისწინებით
4.
ამოცანა: ჯგუფები მუშაობენ
კონკრეტულ თემებზე
5.
ამოცანა : ვამზადებთ პოსტერებს და ვაწყობთ მათ პრეზენტაციას
6.
ამოცანა : ვაჩვენებთ ვიდეო რგოლებს საინტერესო ფაქტებით ინგლისური
ენის შესახებ
7.
ამოცანა :
ვაკეთებთ შეჯამებას
მოსწავლეების წინარე ცოდნა: ეროვნული
სასწავლო გეგმით გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებში
მოსწავლეები გაეცნენ გრამატიკულ დროებსა და არაწესიერ ზმნებს
პროექტის მონიტორინგი და შეფასება: პროექტის
მონიტორინგი განვახორციელე რამდენიმე მოსწავლესთან ერთად , რადგან ჩავთვალე, რომ გაზიარებული პასუხისმგებლობა
პროექტის მიმდინარეობაზე უფრო ეფექტური იქნებოდა. ყოველ კვირას ვამოწმებდით, თუ რა პროგრესი იყო პროექტის განსახორციელებელ აქტივობებში. მიუხედავად
არსებული მასალის სიმრავლისა, ვამოწმებით, თუ რამდენად ობიექტურ და ვალიდურ წყაროებს
ირჩევდნენ პროექტში ჩართული მოსწავლეები დავალებების
შესასრულებლად. მოსწავლეები პარალელურად აქვეყნებდნენ აქტივობების ამსახველ ფოტო მასალას
გამოყენებული ვიდეო რგოლების ვებმისამართები:
პროექტის შესრულების
განრიგი
ეტაპი
|
საქმიანობა
|
განხორციელების ვადები
|
პასუხისმგებელი
პირი
|
|||||||
1
|
მოხდეს მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება განსახორციელებელი
პროექტის შესახებ და პროექტში მონაწილეობის მსურველთა გამოვლენა
|
2 ნოემბერი
|
9 ნოემბერი
|
9-16 ნოემბერი
|
16-23 ნოემბერი
|
23-30ნოემბერი
|
7 დეკემბერი
|
ლ.იმნაიშვილი
|
||
2
|
ვირჩევთ კონკრეტულ მიმართულებებს თემების მიხედვით
|
ლ.იმნაიშვილი
|
||||||||
3
|
მოსწავლეთა ჯგუფების დაყოფა მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით
|
ლ.იმნაიშვილი
|
||||||||
4
|
ჯგუფები მუშაობენ კონკრეტულ თემებზე
|
ლ.იმნაიშვილი
|
||||||||
5
|
ვამზადებთ პოსტერებს და ვაწყობთ მათ პრეზენტაციას
|
ლ.იმნაიშვილი
|
||||||||
6
|
ვაჩვენებთ ვიდეო რგოლებს საინტერესო ფაქტებით ინგლისური ენის
შესახებ
|
ლ.იმნაიშვილი
|
||||||||
7.
|
ვაკეთებთ შეჯამებას
|
ლ.იმნაიშვილი
|
||||||||
რეფლექსია
პროექტის განხორციელების შესახებ
უცხოური ენის შესწავლა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი
პროცესია. მიუხედავად იმისა რომ მოსწავლეების უმრავლესობას კარგად ესმის უცხო ენის, მათ შორის ინგლისურის ცოდნის აუცილებლობა
, სწავლის პროცესი ხშირად მათთვის მოსაწყენი , ერთფეროვანი და დამღლელია. ვფიქრობ პროექტის
განხორციელებისას ენის შესახებ საინტერესო ინფორმაციების მოძიებითა და ერთმანეთისთვის
გაზიარებით , სხვადასხვა სახალისო აქტივობების განხორციელებითა და ელ. რესურსების გამოყენებით მოსწავლეებში გაიზრდება ენის შესწავლის ინტერესი და მოტივაცია.უნდა აღინიშნოს ის ფაქტი,
რომ ყველა დაგეგმილი აქტივობა დროულად განხორციელდა მაგრამ პროექტის მსვლელობის
პროცესში მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი რომ მათ მიერ მოძიებული საინტერესო ფაქტები
არ დარჩენილიყო პროექტის შიგნით არამედ გაეზიარებინათ რაც შეიძლება მეტი მოსწავლისათვის,
ამიტომ მათ გადაწყვიტეს სკოლის დერეფნებში თვალსაჩინო ადგილას გამოეკრათ მათ მიერ დამზადებული
პოსტერები და გაეზიარებინათ ვიდეო რგოლების მისამართები სკოლის გვერდზე. ვთვლი, რომ პროექტი დაწყებისთანავე საინტერესოდ წარიმართა,
დასასრულს კი მოსწავლეებმა თავიანთი გულახდილი
უკუკავშირი წარადგინეს და გამოხატეს მზაობა ინგლისური ენის შესწავლის პროცესში აქტიური
ჩართულობისა.
1. პროექტი ‘’ Say No To Bullying ‘’
პროექტის
ატუალობა : მოზარდების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღვის ზოგადსაკაცობრიობო
საკითხების შესწავლას და მათ სიღრმისეულ ანალიზს. სკოლის და მასწავლებლის ფუნქცია დღესდღეობით
არ შემოიფარგლება მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო დისციპლინაში გარკვეული ცოდნის გადაცემით. სასწავლო პროცესის მიზნები და ამოცანები თანხვედრაშია
თანამედროვე თემატიკის გამოწვევებთან და სკოლას ეკისრება
მატად საპასუხისმგებლო მისია ამ გამოწვევების აქტუალობიდან გამომდინარე გახდეს
მათი ეფექტურად გადაჭრის თანამონაწილე. ბულინგის თემა განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელ
გარემოში სწორედ ამ ტემის აქტუალურობის გამო გადავწყვიტეთ განგვეხორციელებინა პროექტი
სახელწოდებით: ‘’ Say No To Bulling’’პროექტის დაგეგმვისას მივიჩნიეთ
არსებული პრობლემის შესწავლა და მისი ანალიზი
9-16 წლის მოზარდებთან, როგორც სამიზნე ჯგუფთან. გარდა ამისა, ვთვლით , რომ ინგლისურ
ენაზე ბულინგის პრობლემის გარკვევას და მისი სიღრმისელი შესწავლით უფრო მეტ ინტერესს გამოვიწვევდით მოსწავლეებში
საგნისადმი და გარკვეულწილად მოვახდენდით ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას. საკითხით მით უფრო დავინტერესდი, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გრიფმინიჭებულ სახელმძვანელოში
Activate 2 მე-5 გაკვეთილის თემაა ბულინგი კერძო ბულინგი ოჯახში. ჩემთვის ,როგორც ინგლისური ენის მასწავლებლისათვის,
მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის, რომ ჩემს მოსწავლეებს შეძლებოდათ აღნიშნულ თემასთან
დაკავშირებით საკუთარი აზრის გადმოცემა ინგლისურ
ენაზე, მათ კი არ ჰქონდათ საკმარისი ლექსიკური მარაგი და შესასწავლი მასალა ამისათვის,
სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ღრმად
შეგვესწავლა ეს საკითხი და განგვეხორციელებინა
სასწავლო პროექტი სახელწოდებით: ‘’ Say No To Bullying
‘’ (უთხარი არა ბულინგს)
პროექტის მიზანი: მოსწავლეებისათვის ბულინგის აქტუალობის გაცნობა , მისი
გაანალიზება და პრევენციის გზების ძიება.
საგნობრივი სტანდარტი:
უცხ.ს.V.22. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის
საგანმანათლებლო მიზნით
გამოყენება.
მოსალოდნელი შედეგები:
1.
მოსწავლეებში მოვახდინო
ბულიზმის თემის აქტუალობის ინფორმირება
-გათვითცნობიერება , როგორც მოკლევადიანი შედეგი
2.
მოსწავლეებში
მოვახდინოთ ინგლისური ენისადმი სიღრმისეული
ინტერესის გაჩენა , როგორც გრძელვადიანი შედეგი
3.
მოსწავლეებში თანამშრომლობის და ჯგუფურად მუშაობის უნარის გაუმჯობესების და გაღრმავების ხელშეწყობა , როგორც გრძელვადიანი და მდგრადი შედეგი.
ამოცანები,
ანუ განხორციელებული აქტივობები
1.
ამოცანა: მოხდეს მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და გამოვლენდნენ პროექტში
ჩართვის მსურველები
2.
ამოცანა: ვნახულობთ ბულინგის ამსახველ ფილმებს და ვიდეო რგოლებს
3.
ამოცანა: დისკუსია
. განვიხილავთ ნანახ ფილმებსა და ვიდეოებს
4.
ამოცანა : ვამზადებთ პოსტერებს და ვაწყობთ მათ პრეზენტაციას
5.
ამოცანა : კითხვარების შედგენა და მათი გავრცელება
6.
ამოცანა
: კითხვარების შედეგების ანალიზი
7.
ამოცანა : მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენება მე-4 კლასის მოსწავლეებთან
და მათ მშობლებთან და დისკუსია მის ირგვლივ
მოსწავლეების წინარე ცოდნა: ეროვნული
სასწავლო გეგმით გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში
Activate 2, Pupil’s Book, pg. მოსწავლეებმა შეისწავლეს ტექსტები ბულინგის შესახებ, კერძოდ ბულინგი ოჯახში,
სკოლაში და საზოგადოებაში განსხვავებული იდენტურობის გამო.
პროექტის მონიტორინგი და შეფასება: პროექტის
მონიტორინგი განვახორციელე რამდენიმე მოსწავლესთან და მსობელთან ერთად , რადგან ჩავთვალე,
რომ გაზიარებული პასუხისმგებლობა პროექტის მიმდინარეობაზე უფრო ეფექტური იქნებოდა.
ყოველ კვირას ვამოწმებდით, თუ რა პროგრესი
იყო პროექტის განსახორციელებელ აქტივობებში.
მიუხედავად არსებული მასალის სიმრავლისა ,
ვამოწმებით, თუ რამდენად ობიექტურ და ვალიდურ წყაროებს ირჩევდნენ პროექტში ჩართული
მოსწავლეები დავალებების შესასრულებლად. მოსწავლეები
პარალელურად აქვეყნებდნენ აქტივობების ამსახველ ფოტო მასალას შემდეგ ვებგვერდებზე:
გამოყენებული ვიდეო რგოლებისა და ფილმების ვებმისამართები:
პროექტის შესრულების განრიგი
ეტაპი
|
საქმიანობა
|
განხორციელების ვადები
|
პასუხისმგებელი
პირი
|
|||||
1
|
მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და პროექტში
ჩართვის მსურველების გამოვლინება
|
1-10 მარტი
|
10-30 მარტი
|
1-8 აპრილი
|
15-30 აპრილი
|
1-30 მაისი
|
ლ.იმნაიშვილი
|
|
2
|
ვნახულობთ ბულინგის ამსახველ ფილმებს და ვიდეო რგოლებს
|
ლ.იმნაიშვილი
|
||||||
3
|
დისკუსია
. განვიხილავთ ნანახ ფილმებსა და ვიდეოებს
|
ლ.იმნაიშვილი
|
||||||
4
|
ვამზადებთ პოსტერებს და ვაწყობთ მათ პრეზენტაციას
|
ლ.იმნაიშვილი
|
||||||
5
|
კითხვარების შედგენა და მათი გავრცელება
|
ლ.იმნაიშვილი
|
||||||
6
|
კითხვარების შედეგების ანალიზი
|
|||||||
7
|
მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენება მე-4 კლასის მოსწავლეებთან და მათ
მშობლებთან და დისკუსია მის ირგვლივ
|
|||||||
რეფლექსია
პროექტის განხორციელების შესახებ
პროექტის
დაწყებისთანავე გამოიკვეთა საინტერესო
მომენტი, კერძოდ კი ის , რომ მოსწავლეებს დიდი ინტერესი ჰქონდათ წარმოჩენილი პრობლემისადმი.
მათ შეეძლოთ მოეყვანათ გარკვეული მაგალითები მხატვრული ფილმებიდან და ინტერნეტსივრცედან
. ბევრ მოზარდში ეს გარემოება პროტესტს იწვევს და
მათ დიდი მზაობა გამოაცხადეს რაიმე სახით დაედასტურებინათ საკუთარი ნეგატიური
დამოკიდებულება ძალადობის გამოვლენის ფაქტებთან
დაკავშირებით. პროექტის დაგეგმვისას მიზნად
ვისახავდით მოსწავლეებისათვის ბულინგის პრობლემის აქტუალობის გაცნობას , მის გაანალიზებას
და პრევენციის გზების ძიებას. ვთვლით, რომ
განხორციელებული აქტივობების წყალობით შევძელით დასახული მიზნის მიღწევა ნაწილობრივ.
ყველა დაგეგმილი აქტივობა დროულად წარიმართა.
პირველ შეხვედრისას დაიგეგმა საკონტაქტო შეხვედრების გრაფიკი. მოსწავლეებს გავაცანი
ტერმინი ბულინგი. გამოწვევის ფაზაში ვაჩვენე
ვიდეო რგოლები აღნიშნულ თემატიკაზე , რათა მოსწავლეებში გამეღვივებინა ინტერესი პროექტის აქტულობის მიმართ. ვთვლი, რომ დაწყებისთანავე პროექტი საინტერესოდ წარიმართა.
ასევე პროექტის ძლიერ მხარედ მივიჩნევ მასში
მშობელთა და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ჩართულობას. მთავარი სარგებელი, რომელიც
პროექტის მონაწილეებმა მიიღეს არის არსებული აქტუალური პრობლემის შესახებ ინფორმირება და მისი
გადაჭრის გზების ძიება. როგორც ზემოდ ვახსენე, ყველა დაგეგმილი აქტივობა გახორციელდა
, თუმცა მსვლელობისას მოგვივიდა იდეა მე-9
კლაისი მოსწავლეებს შეედგინათ რამდენიმე სცენარი
და მათ მიერ გაკეთებული ფარული კენჭისყრის შემდეგ გაგვეკეთებინა საუკეთესო სცენარი
ინსცენირება.ეს აღმოჩნდა ერთი დამატებითი აქტივობა, რომლის შეანა პროექტის
მსვლელობისას გადავწყვიტეთ.მოსწავლეებმა თავიანთი
გულახდილი უკუკავშირი წარადგინეს , რომელშიც
აღწერეს, თუ რა შეიძინეს, რა გაიგეს ახალი
და როგორ შეეცდებიან მათ მიერ დასახული პრევენციის გზების გამოყენებას რეალურ სიტუაციებში.
წარმატებებს გისურვებთ
ReplyDeleteყოჩაღ ლელა! ვამაყობ შენით! ასე გააგრძელე!
ReplyDeleteგმადლობთ თქვენც წარმატებებს გისურვებთ !
ReplyDelete