სამოდელო გაკვეთილები

                              სამოდელო  გაკვეთილები

      გაკვეთილის გეგმა 1

 

მასწავლებელი : ლელა იმნაიშვილი

თარიღი: 20.11.19

საგანი: ინგლისური

კლასი: V

თემა: აწმყო განუსაზღვრელი და აწმყო

განგრძობითი დროები

დრო: 45 წთ.

მოსწავლეთა პროფილი: 29

გაკვეთილის მიზანი:

ü  მოსწავლეები შეძლებენ ერთ კონკრეტულ გრამატიკულ დროში მოცემული წინადადებების სხვა დროებში გადაყვანას.

ü  მოსწავლეები შეძლებენ უცხო ტექსტის ნაწილების ნახატთან დაკავშირებას შესაბამისი დროებისათვის დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით და ტექსტების წაკითხვას.

ü  მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარება.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

Iუცხ.დაწყ.(II).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირი მეტყველების ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.

Iუცხ.დაწყ.(II).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.

Iუცხ.დაწყ.(II).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სტრატეგიებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების (ბეჭდვითი და მულტიმედიური რესურსების, ინფორმაციულ-

საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) გააზრებულად გამოყენება.

გამჭოლი კომპეტენცია: სემიოტიკური

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

ü  მოსწავლეებმა იციან მოცემული დროების წარმოება, როგორც დადებით ასევე კითხვითსა და უარყოფით ფორმებში.

შეფასება და თვითშეფასება: გაკვეთილზე გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას

სასწავლო მასალა და რესურსები:მოსწავლის წიგნი:New Building Bridges 5, რვეული, საწერ კალამი,

ჩხირები, თაბახის ფურცლები, ნახატები და მცირე ზომის უცხო ტექსტები, ფლიპჩარტი, წითელი და

მწვანე ბარათები

აქტივობა # 1

საორგანიზაციო საკითხები:მოსწავლეთა რაოდენობის

აღრიცხვა,გაკვეთილის თემის, მიზნებისა და შეფასების კრიტერიუმების

გაცნობა.

 

3წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზნების და შეფასების კრიტერიუმებს.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს გადავცემ შესასვლელ ბარათებს რომელშიც აღწერილი იქნება გაკვეთილის თემა და მიზნები, ასევე შეფასების კრიტერიუმები. სანამ მოსწავლეები გაეცნობიან ბარათებს გავაკეთებ მოსწავლეთა რაოდენობის აღრიცხვას, ბარათების გაცნობის შემდეგ მოსწავლეები ცერების საშუალებით გამოხატავენ ეთანხმებიან თუ არა კრიტერიუმებს ან ხომ არა არის მათთვის რაიმე ბუნდოვანი და გაუგებარი, ასეთ შემთხვევაში მათ მიეცემათ საკუთარი აზრის გაზიარების საშუალება(რათა შეფასება იყოს სანდო, ვალიდური, გამჭვირვალე და ობიექტური.)

აქტივობა # 2

გონებრივი იერიში(ინდივიდუალური)

5წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლეებში წინარე ცოდნის გააქტიურება.

აქტივობის აღწერა:

მოხალისე მოსწავლეები რომლებიც აწევენ მწვანე ბარათებს , გამოვლენ დაფასთან და მასზე მიწებებული წინადადებებიდან ერთ ერთს დაუკავშირებენ ასევე დაფაზე

მიწებებულ გრამატიკული დროის ფორმას.


აქტივობა # 3

ნასწავლი დროების ფორმულირება

5წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაიხსენებენ და განამტკიცებენ მოცემული

გრამატიკული დროის ფორმებს.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს დაუსვამ შეკითხვებს იმის შესახებ თუ რომელი დრო როგორ მოქმედებას გამოხატავს და რითი იწარმოებიან ისინი. მოსწავლეები მზაობის გამოსახატად გამოიყენებენ მწვანე ბარათებს და ფლიპჩარტზე მოახდენენ კონკრეტული გრამატიკული დროის ჩაწერას ,, ფორმულის ‘’სახით

ინდივიდუალურად

აქტივობა # 4

წინადადებების გადაყვანა სხვა დროში (წყვილებში)

8წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს წინადადების განუსასღვრელი დროიდან განგრძობით დროში

გადაყვანა და პირიქით.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები წყვილებში შაესრულებენ მიცემულ დავალებას, შემდეგ კი ჩხირების საშუალებით გამოძახებული მოსწავლე ხმამაღლა წაიკითხავს შესრულებულ

დავალებას.

აქტივობა # 5

მცირე ზომის ტექსტების დაკავშირება შესაბამის ნახატთან(ჯგუფური) და შედგენილ ტექსტებში გამოყენებული დროების პრეზენტაცია

(ინდივიდუალური)

12წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლე შეძლებს მცირე ზომის ტექსტი დაუკავშიროს ნახატს მასში

გამოყენებული დროების შესაბამისად და გააკეთოს პრეზენტაცია.

აქტივობის აღწერა:

წინარე ცოდნაზე დაყრდნობითა და გაკვეთილზე მიღებული საჭირო ინფორმაციის გამოყენებით მოსწავლეთა ჯგუფები მცირე ზომის ტექსტებს დაუკავშირებენ ნახატს

მასში გამოყენებული დროების შესაბამისად და გააკეთებენ პრეზენტაციას

აქტივობა #6

გასასვლელი ბარათები(ინდივიდუალური)

5წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლემ გააანალიზოს თუ რა ისწავლა კონკრეტულ გაკვეთილზე,როგორ

გამოიყენებს მიღებულ ცოდნას და რა დარჩა მისთვის ბუნდოვანი.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები შეავსებენ გასასვლელ ბარათებს რომელშიც მოცემული იქნება შემდეგი კითხვები:რა ვისწავლე დღეს? როგორ გამოვიყენებ ამ ცოდნას? რა დარჩა

ბუნდოვანი?

აქტივობა #7

საშინაო დავალება(ინდივიდუალური)

3წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს რეალურ სიტუაციაზე მცირე ზომის ტექსტის შედგენა

განვლილი დროების გამოყენებით.

შეფასება:

მოსწავლეები მიიღებენ განმავითარებელ შეფასებას კომენტარის სახით.

 

4წთ.

 

 

 

 

 

 

 

 

მაღალი

საშუალო

საჭიროებს

გაუმჯობესებას

დროების კონვერტაცია

ყველა ზმნის ფორმა მართებულად არის

გამოყენებული

ნაწილი ზმნის ფორმები მართებულად არის

გამოყენებული

უჭირს ზმნის ფორმების მართებულად გამოყენება

ჯგუფური მუშაობა

აქტიურად არის ჩართული

პასიურად არის ჩართული

უჭირს ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა

სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია 1

ü  რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?

ჩემს მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი პრიორიტეტული გამჭოლი

კომპეტენციების , კერძოდ, სემიოტიკური კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იყო დაგეგმილი. სწავლების ამ საფეხურზე , მე-5 კლასში, მოსწავლეებს უკვე აქვთ გარკვეული ლექსიკური მარაგი და იცნობენ რამდენიმე გრამატიკული დროის კატეგორიას, ამიტომ მივიჩნიე დროულად და აქტუალურად ამ ტიპის გაკვეთილი დაგეგმვა და ჩატარება.

ü  რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა?მოსწავლეებმა?

ჩემი აზრით,დამსწრე კოლეგებს დააინტერესათ თუ რა აქტივობების საშუალებით მოახერხეს მოსწავლეებმა გრამატიკისა და ლექსიკის სინთეზი და უცხო ტექსტის ნაწილებისა და ნახატების დაკავშირება.მოსწავლეებისათვის გაკვეთილი სასარგებლო იყო იმთვალსაზრისით, რომ მათ გაიღრმავეს ცოდნა გრამატიკული დროების ირგვლივ და მოახდინეს ცოდნის ტრასფერი სხვა სფეროში.

ü  იქნა თუ არა მიღწეული მიზანი?

ვთვლი, რომ დასახული მიზანი იქნა მიღწეული, რადგანაც მოსწავლეებმა შეძლეს წინადადებების გადაყვანა სხვსდსხვა დროებში და უცხო ტექსტის ნაწილების დაკავსირება ნახატებთან.

ü  რა შეიცვლება თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?

ვთვლი, რომ

 ამგვარი გაკვეთილის ჩატარებით გაიზარდა მოსწავლეების ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, რამაც საშუალება მომცა გავსულიყავი მიზანზე.

ü  სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას /პრობლემის დაძლევას შეუწყობს ხელს და როგორ ჩატარებული გაკვეთილი?

ჩატარებული გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თანამშრომლობითი ასევე ტრანსფერის უნარების განვითარებას ვინაიდან ის მოსწავლეს საშუალებას აძლევს მიღებული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკულად.

ü  რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად?რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?

ჩემს მიერ დაგეგმილი ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად , თუმცა გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები დროის ლიმიტის დაცვისას, რადგანაც  კლასში მოსწავლეებს ჯერ კიდევ უჭირთ მობილიზების გაკეთება გარკვეული აქტივობების განხორციელებისას .

ü  რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?


განსაკუთრებით წარმატებული იყო აქტივობა სადაც მოსწავლეებს უცხო ტექსტის ნაწილები უნდა დაეკავშირებინათ ნახატებთან.მოსწავლეებმა გარკვეული ლექსიკური მარაგისა და გრამატიკული დროების თეორიული ცოდნის საფუძველზე შეძლეს მიზანზე გასვლა და რაც ყველაზე მთავარია ამით მათ მოახერხეს თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება, ანუ ტრანსფერი. სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებაც ხომ იმას გულისხმობს მოახერხოს მოსწავლემ ტექსტისა და ნახატის დაკავშირება(ამ კონკრეტულ გაკვეთილზე.)

 

ü  რა საჭიროებს გაუმჯობებესებას და როგორ?

ვთვლი რომ ჩატარებული გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის და გამჭოლი კომპეტენციის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სემიოტიკური

კომპეტენციის განვითარებას.

ü  რას გაითვალისწინებ მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?

მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინებ იმას , რომ ელოქტრონული რესურსების გამოყენება და წვდომა კომპიუტერთან მოსწავლეებისათვის უფრო სახალისოს და საინტერესოს გახდის საგაკვეთილო პროცესი

გაკვეთილის გეგმა 2

 

მასწავლებელი : ლელა იმნაიშვილი

თარიღი: 19.11.2019

საგანი: ინგლისური

კლასი: VII

თემა: სატელევიზიო რეკლამები

დრო: 45 წთ.

მოსწავლეთა პროფილი: 20

გაკვეთილის მიზანი:

ü  მოსწავლეები შეძლებენ რეკლამაში მოცემული ინფორმაციების ,,გაფილტვრას’’ ანუ რეკლამებიდან მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებას

ü  მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარება.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

Iუცხ.საბ.2. ნასწავლი ენობრივი საშუალებების გამოყენებით ტექსტის შინაარსის გააზრება და საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირება;

Iუცხ.საბ.6ზეპირი საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესაბამისი სამეტყველო მოქმედებების შესრულება სათანადო სტრატეგიების გამოყენებით;

Iუცხ.საბ.12ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარების გამოყენებით იდეების განხორციელება.

გამჭოლი კომპეტენცია: მედიაწიგნიერება

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

ü  მოსწავლეებს გააჩნიათ საჭირო ლექსიკური მარაგი

შეფასება და თვითშეფასება: გაკვეთილზე გამოვიყენებ როგორც განმავითარებელ ასევე განმსაზღვრელ

შეფასებას.

სასწავლო მასალა და რესურსები:მოსწავლის წიგნი:New Building Bridges 7, რვეული, საწერ კალამი, ჩხირები, თაბახის ფურცლები, ფლიპჩარტები, წითელი და მწვანე ბარათები, ფერადი მარკერები,

პროექტორი

აქტივობა # 1

საორგანიზაციო საკითხები:მოსწავლეთა რაოდენობის

აღრიცხვა,გაკვეთილის თემის, მიზნებისა და შეფასების კრიტერიუმების

გაცნობა.

 

5წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემას,მიზანსა და შეფასების კრიტერიუმებს.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას,მიზანსა და შეფასების კრიტერიუმებს, რომელიც ფლიპჩარტზე არის დატანილი და გამოვაკრავ მას საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილას.

აქტივობა # 2

გონებრივი იერიში(ინდივიდუალური)

10წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლეებში წინარე ცოდნის გააქტიურება.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს ვუჩვენებ ნაწყვეტებს ნაცნობი რეკლამებიდან და ისინი გამოიცნობენ

თუ რას უწევენ რეკლამირებას მათ მიერ ნანახი ვიდეო რგოლები

აქტივობა # 3

რეკლამებიდან მიღებული ინფორმაციის ,,გაფილტვრა’’ (ჯგუფური)

15წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლეები შეძლებენ რეკლამაში მოცემული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებას ანუ მათ,, გაფილტვრას’’

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და თითეული ჯგუფი აირჩევს ერთ რეკლამას რომლის ,,გაფილტვრასაც’’ შეეცდებიან. ისინი ფლიპჩარტებზე სხვადასხვა

დიაგრამების სახით წარმოადგენენ რეკლამაში მოცემული პროდუქტის დადებით

და უარყოფით მხარეებს.


აქტივობა #6

პრეზენტაცია(ინდივიდუალური)

10წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლე წარმოადგენს ჯგუფის მიერ მომზადებულ პრეზენტაციას

აქტივობის აღწერა:

თითეული ჯგუფიდან ერთი მოხალისე წარმოადგენს მათი ჯგუფის მიერ

მომზადებულ პრეზენტაციას

აქტივობა #7

საშინაო დავალება(ინდივიდუალური)

2წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს მისთვის სასურველ პროდუქტზე რეკლამის მომზადება.

შეფასება:

მოსწავლეები შეფასდებიან ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად

 

3წთ.

 

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

 

პირობასთან გაცნობა და მისი გააზრება

0-4

დროის ლიმიტის დაცვა

5-6

ჯგუფსამოდელო გაკვეთილის რეფლექსია

ü  რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?

ჩემს მიერ ჩატარებული პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი მიმართული იყო მოსწავლეების მიერ პრობლემის დასმის, გადაჭრის გზების პოვნისა და მათი პრეზენტაციისაკენ. მე-10 კლასში მოსწავლეებს კარგად აქვთ განვითარებული როგორც შემოქმედებითი ასევე კრიტიკული უნარები, სწორედ ამიტომ საჭიროდ

ჩავთვალე ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარება.

ü  რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა?მოსწავლეებმა?

ჩემი აზრით,დამსწრე კოლეგებს დააინტერესებდათ აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარებიან პრობლემის დასმის,გადაჭრის გზების პოვნისა და მათი პრეზენტაციის მომზადებაში. ასევე საინტერესო იქნებოდა გამჭოლი კომპეტენციის უნარის განვითარების პროცესის ასახვა გაკვეთილზე.მოსწავლეებისათვის

გაკვეთილი სასარგებლო იყო იმთვალსაზრისით, რომ მათ გაიღრმავეს ცოდნა მოცემულ თემაზე და შესაძლებლობა მიეცათ განევითარებინათ მათი

შემოქმედებითი და კრიტიკული უნარები.

ü  იქნა თუ არა მიღწეული მიზანი?

ვთვლი, რომ დასახული მიზანი იქნა მიღწეული, რადგანაც მოსწავლეებმა სწორად მოახდინეს პრობლემის დასმა, გამოძებნეს გადაჭრის და გააკეთეს პრეზენტაციები.

 

ü  რა შეიცვლება თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?

ვთვლი, რომ უფრო მეტი სიხშირით გამოვიყენებ ჯგუფურ მუშაობას პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვისას რადგანაც ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეებს უვითარდებათ თანამშრომლობითი უნარები რაც თავის მხრივ ხელს უწყობს იდეების გენერირებას.

ü  სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას /პრობლემის დაძლევას შეუწყობს ხელს და როგორ ჩატარებული გაკვეთილი?

მოსწავლეებში პრობლემას წარმოადგენს გაკვეთილის ერთერთი მიზნის, პირობითი წინადადებების გამოყენება საკუთარი მოსაზრებების გადმოსაცემად, სწორედ ამ

კონკრეტული პრობლემის დაძლევას შეუწყო ხელი ჩატარებულმა გაკვეთილმა რაც იმაში გამოიხატა , რომ მოსწავლეების დიდმა ნაწილმა შეძლო საკუთარი აზრი გადმოეცა პირობითი წინადადებების გამოყენებით.

რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად?რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?


გეგმით განსაზღვრული ყველა აქტივობა ჩატარდა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ცოტა მოსწავლეს მიეცა საშუალება მე-3 აქტივობის განხორციელების შემდეგ დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი, თუმცა მე-5 აქტივობამ ეს ხარვეზი გამოასწორა იმით, რომ ესეს შედგენისას ჯგუფის ყველა წევრის ნააზრევი გათვალისწინებულ იქნა და ის გაჟღერდა პრეზენტაციების გაკეთებისას.

ü  რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?

გონებრივმა იერიშმა მოსწავლეები შეამზადა მომდევნო აქტივობებისთვის და მისცა მათ სწორი მიმართულება , რაც დაეხმარა მათ პრობლემის სწორად დასმაში, გადაჭრის გზების პოვნასა და პრეზენტაციების მომზადებაში. ეს აქტივობა პირდაპირ ემსახურებოდა გაკვეთილის მიზანს- პირობითი წინადადებების გამოყენებით საკუთარი მოსაზრებების გადმოცემა,პრობლემის დასმა და გადაჭრის გზების ძეიბა.

ü  რა საჭიროებს გაუმჯობებესებას და როგორ?

ვინაიდან მე-10 კლასში მოსწავლეები კარგად ფლობენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, საშუალებას მივცემდი მათ თავიანთი მოსაზრებები გადმოეცათ ფლიპჩარტების, საწერკალამისა და ფურცლების გარეშე, სხვადასხვა დიაგრამების სახით ვორდის დოკუმენტში , ან პაუერპოინტის თუ სხვადასხვა ელ.რესურსების გამოყენებით , რადგანაც ამგვარი მუშაობა მოსწავლეებისათვის საინტერესო და სახალისოა რაც ზრდის მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში და ასევე ხელს უწყობს მათში სხვადასხვა უნარების განვითარებას.

ü  რას გაითვალისწინებ მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?

მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას გავზრდი სხვა აქტივობების დროს 1-ი და 6-ე აქტივობების შემცირების ხარჯზე, რადგანაც მოსწავლეებს უფრო მეტი დრო მივცე იმ აქტივობების შესასრულებლად რომლებიც ემსახურებიან მთავარი მიზნის მიღწევას.ის წევრების თანაბარი ჩართულობა და ერთმანეთის აზრის გათვალისწინება

7-8

დავალების შესრულება პირობის შესაბამისად და ზეპირად წარდგენა

9-10

ქულათა მაქსიმალური ჯამი

10

 სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია 2

ü  რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?

ჩემს მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით იყო დაგეგმილი. სწავლების ამ საფეხურზე , მე-7 კლასში, მოსწავლეებს აქვთ უნარი კრიტიკულად შეაფასონ გარკვეული სახის ინფორმაციები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი სატელევიზიო რეკლამები. ამიტომ მივიჩნიე ამ შინაარსის გაკვეთილის ჩატარება დროულად და აქტუალურად.

ü  რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა?მოსწავლეებმა?

ჩემი აზრით,დამსწრე კოლეგებს დააინტერესებდათ გამჭოლი კომპეტენციის უნარის განვითარების ხელშემწყობი აქტივობების მრავალფეროვნება და ასევე მათი გამოყენება გაკვეთილზე.მოსწავლეებისათვის გაკვეთილი სასარგებლო იყო იმთვალსაზრისით, რომ მათ გაიღრმავეს ცოდნა მოცემულ თემაზე და შეძლეს მიწოდებული ინფორმაციების დამუშავების შედეგად მათი გაფილტვრა და

კრიტიკულად შეფასება.

ü  იქნა თუ არა მიღწეული მიზანი?

ვთვლი, რომ დასახული მიზანი: მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება და მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარება მიღწეულ იქნა, რაც აისახა ჯგუფური მუშაობაში და წარდგენილ პრეზენტაციებში.

ü  რა შეიცვლება თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?

ვთვლი, რომ უფრო მეტი სიხშირით გამოვიყენებ ჯგუფურ მუშაობას პრობლემის გადასაჭრელად და მოთელვის აქტივობასაც უფრო ხშირად გამოვიყენებ, რადგანაც გონებრივი იერიში შესანიშნავ საშუალებას აძლევს ენის მასწავლებელს გააღრმავებონოს მოსწავლეებს შესწავლილი ლექსიკური ერთეულები.

ü  სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას /პრობლემის დაძლევას შეუწყობს ხელს და როგორ ჩატარებული გაკვეთილი?

გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე ჩატარებული გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას .

ü  რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად?რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?


ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად , თუმცა პრეზენტაციების გაკეთების სურვილი გაცილებით მეტ მოსწავლეს გაუჩნდა ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო დროის ფაქტორიდან გამომდინარე .

ü  რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?

გონებრივმა იერიშმა მომცა საშუალება მოსწავლეებს გაეხსენათ მეტი სარეკლამო რგოლი, რამაც მოსწავლეები შეამზადა მთავარი მიზნისაკენ მიმართული აქტივობისათვის: მიწოდებული ინფორმაციების გაფილტვრა და მათი კრიტიკული შეფასება. ამ აქტივობას წარმატებით გაართვა თავი მოსწავლეების უმეტესობამ.

 

ü  რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?

ჯგუფური მუშაობის დროს შევამცირებდი მოსწავლეთა რაოდენობას ჯგუფში რაც უფრო მეტ მოსწავლეს მისცემდა პრეზენტაციის გაკეთების საშუალებას.

 

ü  რას გაითვალისწინებ მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?

მსგავსი ტიპის გაკვეთილის დაგეგმვისას აუცილებლად მივცემ მოსწავლეებს საშუალებს გამოიყენონ თავიანთი წარმოსახვის უნარი და თავად გაუკეთონ რეკლამა მათთვის სასურველ ნივთს. ეს არა მხოლოდ სახალისო და საინტერესო იქნება მატტვის არამედ ხელს შეუწყობს მათში კრიტიკულთან ერთად შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას

გაკვეთილის გეგმა 3

 

მასწავლებელი : ლელა იმნაიშვილი

თარიღი: 19.11.2019

საგანი: ინგლისური

კლასი: 10

თემა: სკოლა, პირობითი წინადადებები

დრო: 45 წთ.

მოსწავლეთა პროფილი: 22

გაკვეთილის მიზანი:

ü  მოსწავლეები შეძლებენ პრობლემის დასმას, გადაჭრის გზების პოვნას და პრეზენტაციას.

ü  მოსწავლეები შეძლებენ გამოიყენონ პირობითი წინადედბები საკუთარი მოსაზრებების გადმოცემისას .

ü  მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარება.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

უცხ.ს.V.17. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.

უცხ.ს.V.18. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი მოხსენების წარდგენა (პრეზენტაცია) მისთვის საინტერესო თემაზე. უცხ.ს.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

გამჭოლი კომპეტენცია: პრობლემაზე ორიენტირებული

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

ü  მოსწავლეები ფლობენ თემატიკის შესაბამის ლექსიკურ ერთეულებს.

ü  მოსწავლეები გაცნობილი არიან პირობითი წინადადებების ტიპებს.

შეფასება და თვითშეფასება: გაკვეთილზე გამოვიყენებ როგორც განმავითარებელ ასევე განმსაზღვრელ

შეფასებას.

სასწავლო მასალა და რესურსები:მოსწავლის წიგნი: Activate A 2,მოსწავლის რვეული, საწერ

კალამი,თაბახის ფურცლები, ფორმატი, წითელი და მწვანე ბარათები, ფერადი ფანქრები.

აქტივობა # 1

საორგანიზაციო საკითხები:მოსწავლეთა რაოდენობის

აღრიცხვა,გაკვეთილის თემის, მიზნებისა და შეფასების კრიტერიუმების

გაცნობა.

 

5წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზნების და შეფასების კრიტერიუმებს.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს გადავცემ შესასვლელ ბარათებს რომელშიც აღწერილი იქნება გაკვეთილის თემა და მიზნები, ასევე შეფასების კრიტერიუმები.სანამ მოსწავლეები გაეცნობიან ბარათებს გავაკეთებ მოსწავლეთა რაოდენობის აღრიცხვას, ბარათების გაცნობის შემდეგ მოსწავლეები ცერების საშუალებით გამოხატავენ ეთანხმებიან თუ არა კრიტერიუმებს ან ხომ არა არის მათთვის რაიმე ბუნდოვანი და გაუგებარი, ასეთ შემთხვევაში მათ მიეცემათ საკუთარი აზრის გაზიარების საშუალება(რათა შეფასება იყოს სანდო,ვალიდური,გამჭვირვალე და ობიექტური.)

აქტივობა # 2

გონებრივი იერიში

7წთ.

ატივობის მიზანი:

გაკვეთილის თემიდან გამომდინარე პრობლემის დასმა და გამოკვეთა.

აქტივობის აღწერა:

სლაიდის ნახვის შემდეგ მოსწავლეები მოახდენენ პრობლემის გამოკვეთას,

ფლიპჩარტზე მოცემულ T დიაგრამის ერთ ნაწილში ჩამოწერენ მათ მიერ დანახულ

პრობლემებს

აქტივობა # 3

არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ფიქრი, მათი ჩამოყალიბება პირობითი წინადადებების სახით.(წყვილებში)

5წთ.

აქტივობის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს პირობითი წინადადებების გამოყენებით წარმოადგინოს


 

დასმული პრობლემების გადაჭრის გზები.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები წყვილებში შაესრულებენ მიცემულ დავალებას და პირობითი

წინადადებების გამოყენებით ჩაწერენ საკუთარ მოსაზრებას.

აქტივობა # 4

პრობლემის გადაჭრის გზების პრეზენტაცია

8წთ.

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეებმა შეძლონ დასმული პრობლემების გადაჭრის გზების პრეზენტაცია

აქტივობის აღწერა:

მოხალისე მოსწავლეები ფლიპჩარტზე T დიაგრამის მეორე ნაწილში გადაიტანენ

შესაბამისი პრობლემის გადაჭრის გზებს.

აქტივობა # 5

პირობითი წინადადებების გამოყენებით ესეს შედგენა და

პრეზენტაცია(ჯგუფური)

15წთ.

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეები შეძლებენ ესეს დაწერას აღნიშნულ თემაზე პირობითი წინადადებების

გამოყენებით

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები იმუშავებენ ესეს შედგენაზე და თითეული ჯგუფიდან ერთი

მოხალისე წარმოადგენს მას

აქტივობა #6

გასასვლელი ბარათები(ინდივიდუალური)

5წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლემ გააანალიზოს თუ რა ისწავლა კონკრეტულ გაკვეთილზე,როგორ

გამოიყენებს მიღებულ ცოდნას და რა დარჩა მისთვის ბუნდოვანი.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები შეავსებენ გასასვლელ ბარათებს რომელშიც მოცემული იქნება შემდეგი კითხვები:რა ვისწავლე დღეს? როგორ გამოვიყენებ ამ ცოდნას? რა დარჩა

ბუნდოვანი?

აქტივობა #7

საშინაო დავალება(ინდივიდუალური)

2წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს დასმულ პრობლემებზე მცირე ზომის ტექსტის შედგენა

პირობითი წინადადებების გამოყენებით.

შეფასება:

მოსწავლეები შეფასდებიან ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად

 

3წთ.

 

      პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

 

შემოქმედებითი უნარ-ჩვევები:იჩენს გაბედულებას ენობრივი თვალსაზრისით და შეუძლია

პრეზენტაციის გაკეთება

5-6

კომუნიკაციური უნარ-ჩვევები: მიმართავს აუდიტორიას და ახდენს მის დაინტერესებას

7-8

პირობასთან შესაბამისობა:იყენებს პირობით წინადადებებს საკუთარი მოსაზრების გადმოცემისას

9-10

ქულათა მაქსიმალური რაოდენობა

10

 სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია 3

ü  რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?

ჩემს მიერ ჩატარებული პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი მიმართული იყო მოსწავლეების მიერ პრობლემის დასმის, გადაჭრის გზების პოვნისა და მათი პრეზენტაციისაკენ. მე-10 კლასში მოსწავლეებს კარგად აქვთ განვითარებული როგორც შემოქმედებითი ასევე კრიტიკული უნარები, სწორედ ამიტომ საჭიროდ

ჩავთვალე ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარება.

ü  რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა?მოსწავლეებმა?

ჩემი აზრით,დამსწრე კოლეგებს დააინტერესებდათ აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარებიან პრობლემის დასმის,გადაჭრის გზების პოვნისა და მათი პრეზენტაციის მომზადებაში. ასევე საინტერესო იქნებოდა გამჭოლი კომპეტენციის უნარის განვითარების პროცესის ასახვა გაკვეთილზე.მოსწავლეებისათვის

გაკვეთილი სასარგებლო იყო იმთვალსაზრისით, რომ მათ გაიღრმავეს ცოდნა მოცემულ თემაზე და შესაძლებლობა მიეცათ განევითარებინათ მათი

შემოქმედებითი და კრიტიკული უნარები.

ü  იქნა თუ არა მიღწეული მიზანი?

ვთვლი, რომ დასახული მიზანი იქნა მიღწეული, რადგანაც მოსწავლეებმა სწორად მოახდინეს პრობლემის დასმა, გამოძებნეს გადაჭრის და გააკეთეს პრეზენტაციები.

 

ü  რა შეიცვლება თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?

ვთვლი, რომ უფრო მეტი სიხშირით გამოვიყენებ ჯგუფურ მუშაობას პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვისას რადგანაც ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეებს უვითარდებათ თანამშრომლობითი უნარები რაც თავის მხრივ ხელს უწყობს იდეების გენერირებას.

ü  სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას /პრობლემის დაძლევას შეუწყობს ხელს და როგორ ჩატარებული გაკვეთილი?

მოსწავლეებში პრობლემას წარმოადგენს გაკვეთილის ერთერთი მიზნის, პირობითი წინადადებების გამოყენება საკუთარი მოსაზრებების გადმოსაცემად, სწორედ ამ

კონკრეტული პრობლემის დაძლევას შეუწყო ხელი ჩატარებულმა გაკვეთილმა რაც იმაში გამოიხატა , რომ მოსწავლეების დიდმა ნაწილმა შეძლო საკუთარი აზრი გადმოეცა პირობითი წინადადებების გამოყენებით.

რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად?რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?


გეგმით განსაზღვრული ყველა აქტივობა ჩატარდა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ცოტა მოსწავლეს მიეცა საშუალება მე-3 აქტივობის განხორციელების შემდეგ დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი, თუმცა მე-5 აქტივობამ ეს ხარვეზი გამოასწორა იმით, რომ ესეს შედგენისას ჯგუფის ყველა წევრის ნააზრევი გათვალისწინებულ იქნა და ის გაჟღერდა პრეზენტაციების გაკეთებისას.

ü  რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?

გონებრივმა იერიშმა მოსწავლეები შეამზადა მომდევნო აქტივობებისთვის და მისცა მათ სწორი მიმართულება , რაც დაეხმარა მათ პრობლემის სწორად დასმაში, გადაჭრის გზების პოვნასა და პრეზენტაციების მომზადებაში. ეს აქტივობა პირდაპირ ემსახურებოდა გაკვეთილის მიზანს- პირობითი წინადადებების გამოყენებით საკუთარი მოსაზრებების გადმოცემა,პრობლემის დასმა და გადაჭრის გზების ძეიბა.

ü  რა საჭიროებს გაუმჯობებესებას და როგორ?

ვინაიდან მე-10 კლასში მოსწავლეები კარგად ფლობენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, საშუალებას მივცემდი მათ თავიანთი მოსაზრებები გადმოეცათ ფლიპჩარტების, საწერკალამისა და ფურცლების გარეშე, სხვადასხვა დიაგრამების სახით ვორდის დოკუმენტში , ან პაუერპოინტის თუ სხვადასხვა ელ.რესურსების გამოყენებით , რადგანაც ამგვარი მუშაობა მოსწავლეებისათვის საინტერესო და სახალისოა რაც ზრდის მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში და ასევე ხელს უწყობს მათში სხვადასხვა უნარების განვითარებას.

ü  რას გაითვალისწინებ მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?

მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას გავზრდი სხვა აქტივობების დროს 1-ი და 6-ე აქტივობების შემცირების ხარჯზე, რადგანაც მოსწავლეებს უფრო მეტი დრო მივცე იმ აქტივობების შესასრულებლად რომლებიც ემსახურებიან მთავარი მიზნის მიღწევას.

გაკვეთილის გეგმა 4

 

მასწავლებელი : ლელა იმნაიშვილი

თარიღი: 25.11.2019

საგანი: ინგლისური

კლასი: 10

თემა: უძველესი საგანძური

დრო: 45 წთ.

მოსწავლეთა პროფილი: 26

გაკვეთილის მიზანი:

ü  მოსწავლეები შეძლებენ პრობლემის დასმას, გადაჭრის გზების პოვნას და პრეზენტაციას.

ü  მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარება.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

უცხ.ს.V.17. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.

უცხ.ს.V.18. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი მოხსენების წარდგენა (პრეზენტაცია) მისთვის საინტერესო თემაზე. უცხ.ს.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

გამჭოლი კომპეტენცია: მედიაწიგნიერება

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

ü  მოსწავლეები ფლობენ თემატიკის შესაბამის ლექსიკურ ერთეულებს.

შეფასება და თვითშეფასება: გაკვეთილზე გამოვიყენებ როგორც განმავითარებელ ასევე განმსაზღვრელ

შეფასებას.

სასწავლო მასალა და რესურსები:მოსწავლის წიგნი: Activate A 2,მოსწავლის რვეული, საწერ კალამი,თაბახის ფურცლები, ფლიპჩარტი, წითელი და მწვანე ბარათები, ჩხირები მოსწავლეების

სახელითა და გვარით, ფერადი მარკერები.

აქტივობა # 1

საორგანიზაციო საკითხები:მოსწავლეთა რაოდენობის

აღრიცხვა,გაკვეთილის თემის, მიზნებისა და შეფასების კრიტერიუმების

გაცნობა.

 

5წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზნების და შეფასების კრიტერიუმებს.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს გადავცემ შესასვლელ ბარათებს რომელშიც აღწერილი იქნება გაკვეთილის თემა და მიზნები, ასევე შეფასების კრიტერიუმები.სანამ მოსწავლეები გაეცნობიან ბარათებს გავაკეთებ მოსწავლეთა რაოდენობის აღრიცხვას, ბარათების გაცნობის შემდეგ მოსწავლეები ცერების საშუალებით გამოხატავენ ეთანხმებიან თუ არა კრიტერიუმებს ან ხომ არა არის მათთვის რაიმე ბუნდოვანი და გაუგებარი, ასეთ შემთხვევაში მათ მიეცემათ საკუთარი აზრის გაზიარების საშუალება(რათა შეფასება იყოს სანდო,ვალიდური,გამჭვირვალე და ობიექტური.)

აქტივობა # 2

გონებრივი იერიში

7წთ.

ატივობის მიზანი:

გაკვეთილის თემიდან გამომდინარე საკვანძო სიტყვების გახსენება-გააქტიურება.

აქტივობის აღწერა:

მოხალისე მოსწავლეები გაკვეთილში მოცემულ საკვანძო სიტყვებს ასოციაციურად დაუკავშირებენ ფლიპჩარტზე დახატულ თავის ქალას და ახსნიან მათ მიერ

გაკეთებულ კავშირს

აქტივობა # 3

ტექსტის გაცნობა და გააზრება.(წყვილებში)

10წთ.

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეები გაეცნობიან და გაიაზრებენ ტექსტის შინაარს.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები წყვილებში შაესრულებენ აქტივობას,პასუხს გასცემენ კითხვებს

ტექსტის ირგვლივ. მოსწავლეებს გამოვიძახებ ჩხირების საშუალებით.

აქტივობა # 4

საკვანძო კითხვების ირგვლივ საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბება და

13წთ.


 

პრეზენტაციის გაკეთება .(ჯგუფური)

 

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი აზრის გამოთქმა და ჯგუფის მიერ შემუშავებული

საერთო გადაწყვეტილების პრეზენტაცია

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და თითეულ ჯგუფს გადავცემ საკვანძო კითხვებს, ჯგუფის ყველა წევრი დააფიქსირებს საკუთარ აზრს მოცემულ შეკითხვებზე , მივლენ საერთო დასკვნამდე და მოგვიანებით ჯგუფის ერთერთი წევრი გააკეთებს

პრეზენტაციას.

აქტივობა #5

გასასვლელი ბარათები(ინდივიდუალური)

5წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლემ გააანალიზოს თუ რა ისწავლა კონკრეტულ გაკვეთილზე,როგორ

გამოიყენებს მიღებულ ცოდნას და რა დარჩა მისთვის ბუნდოვანი.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები შეავსებენ გასასვლელ ბარათებს რომელშიც მოცემული იქნება შემდეგი კითხვები:რა ვისწავლე დღეს? როგორ გამოვიყენებ ამ ცოდნას? რა დარჩა

ბუნდოვანი?

აქტივობა #6

საშინაო დავალება(ინდივიდუალური)

მოსწავლეები დაასრულებენ მოცემულ ტექსტს საკუთარი წარმოსახვით

2წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს მოცემული ტექსტის დასრულება საკუთარი წარმოსახვის

დახმარებით

შეფასება:

მოსწავლეები შეფასდებიან ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად

 

3წთ.

 

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

 

შემოქმედებითი უნარ-ჩვევები: იჩენს გაბედულებას ენობრივი თვალსაზრისით და შეუძლია

პრეზენტაციის გაკეთება

5-6

კომუნიკაციური უნარ-ჩვევები: მიმართავს აუდიტორიას და ახდენს მის დაინტერესებას

7-8

პირობასთან შესაბამისობა: იყენებს საკვანძო სიტყვებს საკუთარი მოსაზრების გადმოცემისას

9-10

ქულათა მაქსიმალური რაოდენობა

10

 

 

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

 

პირობასთან გაცნობა და მისი გააზრება

0-4

დროის ლიმიტის დაცვა

5-6

ჯგუფის წევრების თანაბარი ჩართულობა და ერთმანეთის აზრის გათვალისწინება

7-8

დავალების შესრულება პირობის შესაბამისად და ზეპირად წარდგენა

9-10

ქულათა მაქსიმალური ჯამი

10

 სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია 4

ü  რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?

ჩემს მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი პრიორიტეტული გამჭოლი

კომპეტენციების , კერძოდ, მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით იყო დაგეგმილი. სწავლების ამ საფეხურზე , მე-10 კლასში, მოსწავლეებს უკვე კარგად აქვთ განვითარებული შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება ამიტომ მივიჩნიე ამ შინაარსის გაკვეთილი დროულად და აქტუალურად.

ü  რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა?მოსწავლეებმა?

ჩემი აზრით, დამსწრე კოლეგებისათვის საინტერესო იქნებოდა გამჭოლი

კომპეტენციის უნარის განვითარების შესაბამისი აქტივობების გამოყენების პროცესი გაკვეთილზე. მოსწავლეებისათვის გაკვეთილი სასარგებლო იქნებოდა იმ

თვალსაზრისით, რომ ისინი გაიღრმავებდნენ ცოდნას მოცემულ თემაზე და მოახდენდნენ საკუთარი კრიტიკული აზრის დაფიქსირებას, ასევე განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარი.

ü  იქნა თუ არა მიღწეული მიზანი?

 

ვთვლი, რომ დასახული მიზანი იქნა მიღწეული, რაც აისახა ჯგუფური მუშაობაში და წარდგენილ პრეზენტაციებში.

ü  რა შეიცვლება თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?

ვთვლი, რომ უფრო მეტი სიხშირით გამოვიყენებ ჯგუფურ მუშაობას პრობლემის გადასაჭრელად და მოთელვის აქტივობასაც უფრო ხშირად გამოვიყენებ, რადგანაც ბრეინსტორმინგი შესანიშნავ საშუალებას აძლევს ენის მასწავლებელს გააღრმავებონოს მოსწავლეებს შესწავლილი ლექსიკური  ერთეულები.

 

ü  სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას /პრობლემის დაძლევას შეუწყობს ხელს და როგორ ჩატარებული გაკვეთილი?

გაკვეთილის მიზანი: პრობლემის დასმა და გადაჭრის გზების პოვნა ჯგუფური მუშაობის გზით გაცილებით უფრო მარტივი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში კრიტიკული უნარის განვითარებას, ხოლო რაც შეეხება პრეზენტაციების მომზადებას ეს დაეხმარა მოსწავლეებს განევითარებინათ შემოქმედებითი უნარი.


ü  რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად?რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?

ყველა აქტივობა ჩატარდა გეგმის შესაბამისად .

ü  რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?

 

ბრეინსტორმინგმა მომცა საშუალება მოსწავლეებს გაეხსენათ საჭირო ლექსიკური მასალა, რომელსაც ისინი ფლობდნენ. მე მივეცი მათ საშუალება არა მხოლოდ აუდირებით წარმოეთქვათ ლექსიკური ერთეულები, არამედ დაფაზე დაეწერათ ისინი. ამ აქტივობამ მოსწავლეები შეამზადა წყვილური მუშაობისათვის. ამ აქტივობას წარმატებით გაართვეს თავი მოსწავლეების უმეტესობამ.

 

ü  რა საჭიროებს გაუმჯობებესებას და როგორ?

 

პრობლემის სწორად დასმა და მისი გადაჭრის გზების პოვნა მოითხოვს გარკვეულ დროს, თუმცა ყველა მოსწავლე ერთნაირ დროში ვერ ახერხებს საკუთარი

მოსაზრების ჩამოყალიბებას, ამიტომ მომავალში გავზრდი დროს ჯგუფური მუშაობისას.

 

 

ü  რას გაითვალისწინებ მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?

ü  ჯგუფური მუშაობა ოდნავ დაჩქარებული ტემპით წარიმართა, ხოლო

პრეზენტაციები უფრო წარმატებული აღმოჩნდა. პრეზენტატორებმა შეძლეს გამოეყენებინათ თვალსაჩინოება, თუმცა პრეზენტაციებში მაღალი შეფასება არ დაწერილა.ვთვლი, რომ ჩემს მოსწავლეებს სჭირდებათ ამ მიმართულებით კიდევ მუშაობა.


გაკვეთილის გეგმა 5

 

მასწავლებელი : ლელა იმნაიშვილი

თარიღი:25.11.19

საგანი: ინგლისური

კლასი: V

თემა: სკოლაში

დრო: 45 წთ.

მოსწავლეთა პროფილი: 29

გაკვეთილის მიზანი:

ü  მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის ნაწილების ნახატთან დაკავშირებას .

ü  მოსწავლეები შეძლებენ ნივთების კლასიფიცირებს სასკოლო და არასასკოლო საჭიროებების მიხედვით

ü  მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარება.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

Iუცხ.დაწყ.(II).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირი მეტყველების ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.

Iუცხ.დაწყ.(II).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.

Iუცხ.დაწყ.(II).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სტრატეგიებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების (ბეჭდვითი და მულტიმედიური რესურსების, ინფორმაციულ-

საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) გააზრებულად გამოყენება.

გამჭოლი კომპეტენცია: სემიოტიკური

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

ü  მოსწავლეები ფლობენ შესაბამის ლექსიკურ მარაგს.

შეფასება და თვითშეფასება: გაკვეთილზე გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას

სასწავლო მასალა და რესურსები:მოსწავლის წიგნი:New Building Bridges 5, რვეული, საწერ კალამი,

ჩხირები, თაბახის ფურცლები, ნახატები და მცირე ზომის უცხო ტექსტები, ფლიპჩარტი, წითელი და

მწვანე ბარათები

აქტივობა # 1

საორგანიზაციო საკითხები:მოსწავლეთა რაოდენობის

აღრიცხვა,გაკვეთილის თემის, მიზნებისა და შეფასების კრიტერიუმების

გაცნობა.

 

5წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზნების და შეფასების კრიტერიუმებს.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს გადავცემ შესასვლელ ბარათებს რომელშიც აღწერილი იქნება გაკვეთილის თემა და მიზნები, ასევე შეფასების კრიტერიუმები.სანამ მოსწავლეები გაეცნობიან ბარათებს გავაკეთებ მოსწავლეთა რაოდენობის აღრიცხვას, ბარათების გაცნობის შემდეგ მოსწავლეები ცერების საშუალებით გამოხატავენ ეთანხმებიან თუ არა კრიტერიუმებს ან ხომ არა არის მათთვის რაიმე ბუნდოვანი და გაუგებარი, ასეთ შემთხვევაში მათ მიეცემათ საკუთარი აზრის გაზიარების საშუალება(რათა შეფასება იყოს სანდო,ვალიდური,გამჭვირვალე და ობიექტური.)

აქტივობა # 2

გონებრივი იერიში(ინდივიდუალური)

5წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლეებში წინარე ცოდნის გააქტიურება.

აქტივობის აღწერა:

მოხალისე მოსწავლეები რომლებიც აწევენ მწვანე ბარათებს , გამოვლენ დაფასთან და ერთმანეთს დაუკავშირებენ დაფაზე მოცემულ სურათებსა და მათ აღმნიშვნელ

სიტყვებს.

აქტივობა # 3

ნივთების დაყოფა მათი სასკოლო და არასასკოლო საჭიროებების მიხედვით

7წთ.

ატივობის მიზანი:

ნივთების და მათ სახელწოდებების სასკოლო და არასასკოლო ნივთებად


 

დაჯგუფება

აქტივობის აღწერა:

ჩხირების საშუალებით გამოძახებული მოსწავლეები დააჯგუფებენ სასკოლო და

არასასკოლო ნივთებს ფლიპჩარტზე T დიაგრამის სახით

აქტივობა # 4

ტექსტის ნაწილების დაკავშირება სურათთან (ჯგუფური)

15წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს მოცემული ტექსტების შესაბამის ნახატებთან დაკავშირება

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები ჯგუფურად შაესრულებენ მიცემულ დავალებას, შემდეგ კი ჯგუფის

ერთერთი წარმოადგენს შესრულებულ დავალებას.

აქტივობა #6

გასასვლელი ბარათები(ინდივიდუალური)

5წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლემ გააანალიზოს თუ რა ისწავლა კონკრეტულ გაკვეთილზე,როგორ

გამოიყენებს მიღებულ ცოდნას და რა დარჩა მისთვის ბუნდოვანი.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები შეავსებენ გასასვლელ ბარათებს რომელშიც მოცემული იქნება შემდეგი კითხვები:რა ვისწავლე დღეს? როგორ გამოვიყენებ ამ ცოდნას? რა დარჩა

ბუნდოვანი?

აქტივობა #7

საშინაო დავალება(ინდივიდუალური)

5წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს რეალურ სიტუაციაზე მცირე ზომის ტექსტის შედგენა

განვლილი დროების გამოყენებით.

შეფასება:

მოსწავლეები მიიღებენ განმავითარებელ შეფასებას.

 

3წთ.

 

 

ჯგუფური მუშაობის განმავითარებელი შეფასების რუბრიკა

 

 

 

 

მაღალი

საშუალო

საჭიროებს

გაუმჯობესებას

ჯგუფური მუშაობა

აქტიურად არის ჩართული

პასიურად არის ჩართული

უჭირს ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა

 

გაკვეთილის გეგმა 6

 

მასწავლებელი : ლელა იმნაიშვილი

თარიღი: 26.11.2019

საგანი: ინგლისური

კლასი: VII

თემა: მუსიკა

დრო: 45 წთ.

მოსწავლეთა პროფილი: 20

გაკვეთილის მიზანი:

ü  მოსწავლეები შეძლებენ ისაუბრონ მათი საყვარელი მუსიკალური ჯგუფის, მომღერლისა და საყვარელი მუსიკალური მიმდინარეობის შესახებ.

ü  მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარება.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

Iუცხ.საბ.2. ნასწავლი ენობრივი საშუალებების გამოყენებით ტექსტის შინაარსის გააზრება და საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირება;

Iუცხ.საბ.6ზეპირი საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესაბამისი სამეტყველო მოქმედებების შესრულება სათანადო სტრატეგიების გამოყენებით;

Iუცხ.საბ.12ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარების გამოყენებით იდეების განხორციელება.

გამჭოლი კომპეტენცია: წიგნიერება

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

ü  მოსწავლეებს გააჩნიათ საჭირო ლექსიკური მარაგი

შეფასება და თვითშეფასება: გაკვეთილზე გამოვიყენებ როგორც განმავითარებელ ასევე განმსაზღვრელ

შეფასებას.

სასწავლო მასალა და რესურსები:მოსწავლის წიგნი:New Building Bridges 7, რვეული, საწერ კალამი, ჩხირები, თაბახის ფურცლები, ფლიპჩარტები, წითელი და მწვანე ბარათები, ფერადი მარკერები და

ლეპტოპი.

აქტივობა # 1

საორგანიზაციო საკითხები:მოსწავლეთა რაოდენობის აღრიცხვა,გაკვეთილის თემის, მიზნებისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.

 

5წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემას,მიზანსა და შეფასების კრიტერიუმებს.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს გადავცემ შესასვლელ ბარათებს რომელშიც აღწერილი იქნება გაკვეთილის თემა და მიზნები, ასევე შეფასების კრიტერიუმები.სანამ მოსწავლეები გაეცნობიან ბარათებს გავაკეთებ მოსწავლეთა რაოდენობის აღრიცხვას, ბარათების გაცნობის შემდეგ მოსწავლეები ცერების საშუალებით გამოხატავენ ეთანხმებიან თუ არა კრიტერიუმებს ან ხომ არა არის მათთვის რაიმე ბუნდოვანი და გაუგებარი, ასეთ შემთხვევაში მათ მიეცემათ საკუთარი აზრის გაზიარების საშუალება(რათა შეფასება იყოს სანდო,ვალიდური,გამჭვირვალე და ობიექტური.)

აქტივობა # 2

გონებრივი იერიში(ინდივიდუალური)

10წ თ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლეებში წინარე ცოდნის გააქტიურება.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს მოვასმენინებ ნაწყვეტებს თანამედროვე მუსიკალური ნაწარმოებებიდან და ისინი ფლიპჩარტზე დაწერენ მოსმენილი მუსიკალური

ნაწარმოების მიმდინარეობებს

აქტივობა # 3

ტექსტის გაცნობა

10წ თ.


ატივობის მიზანი:

მოსწავლეები გაეცნობიან სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები წყვილებში გაეცნობიან ტექსტს და უპასუხებენ მიცემულ შეკითხვებს. მოსწავლეებს გამოვიძახებ ჩხირებით საშუალებით და ისინი კითხვაზე პასუხს

წარმოადგენენ ზეპირსიტყვიერად .

აქტივობა #4

პრეზენტაცია(ინდივიდუალური)

10წ თ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლე წარმოადგენს ჯგუფის მიერ მომზადებულ პრეზენტაციას

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად იმის მიხედვით თუ რომელი მუსიკალური მიმდინარეობა მოსწონს მათ. ჯგუფები აირჩევენ მომღერალს ან ჯგუფს კონკრეტული მიმდინარეობიდან , ან დაახასიათებენ იმ კონკრეტულ

მიმდინარეობას რომელზეც მუშაობს მათი ჯგუფი. სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფიდან ერთი მოხალისე წარმოადგენს მათი ჯგუფის მიერ მომზადებულ

პრეზენტაციას

აქტივობა #5

გასასვლელი ბარათები(ინდივიდუალური)

5წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლემ გააანალიზოს თუ რა ისწავლა კონკრეტულ გაკვეთილზე,როგორ

გამოიყენებს მიღებულ ცოდნას და რა დარჩა მისთვის ბუნდოვანი.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები შეავსებენ გასასვლელ ბარათებს რომელშიც მოცემული იქნება შემდეგი კითხვები:რა ვისწავლე დღეს? როგორ გამოვიყენებ ამ ცოდნას? რა

დარჩა ბუნდოვანი?

 

აქტივობა #6

საშინაო დავალება(ინდივიდუალური)

2წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლემ მოამზადოს მცირე ზომის ესე მის საყვარელ მუსიკალურ მიმდინარეობაზე

შეფასება:

მოსწავლეები შეფასდებიან ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად

 

3წთ.


ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

 

პირობასთან გაცნობა და მისი გააზრება

0-4

დროის ლიმიტის დაცვა

5-6

ჯგუფის წევრების თანაბარი ჩართულობა და ერთმანეთის აზრის გათვალისწინება

7-8

დავალების შესრულება პირობის შესაბამისად და ზეპირად წარდგენა

9-10

ქულათა მაქსიმალური ჯამი

10

 

 

 

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

 

შემოქმედებითი უნარ-ჩვევები: იჩენს გაბედულებას ენობრივი თვალსაზრისით და

შეუძლია პრეზენტაციის გაკეთება

5-6

კომუნიკაციური უნარ-ჩვევები: მიმართავს აუდიტორიას და ახდენს მის დაინტერესებას

7-8

პირობასთან შესაბამისობა: იყენებს საკვანძო სიტყვებს საკუთარი მოსაზრების გადმოცემისას

9-10

ქულათა მაქსიმალური რაოდენობა

10

 

გაკვეთილის  გეგმა 7

მასწავლებელი : ლელა იმნაიშვილი

თარიღი: 16.05.2017

საგანი: ინგლისური

კლასი: VII

თემა: წარსული განუსაზღვრელი, წარსული განგრძობითი და აწმყო სრული დროები

დრო: 45 წთ.

მოსწავლეთა პროფილი: 26

გაკვეთილის მიზანი:

ü  მოსწავლეები შეძლებენ ერთ კონკრეტულ გრამატიკულ დროში მოცემული წინადადებების სხვა დროებში გადაყვანას.

ü  მოსწავლეები შეძლებენ უცხო ტექსტის ნაწილების  ნახატთან დაკავშირებას შესაბამისი დროებისათვის დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით და ტექსტების წაკითხვას.

ü  მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარება.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

უცხ.ს.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს ინსტრუქციების მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.II.7. მოსწავლე ფლობს ხმამაღალი კითხვის უნარს.

უცხ.ს.II.13. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს თხრობითი ტექსტი (ცხოვრებისეული ისტორია).

უცხ.ს.II.14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლებისა და ნასწავლი ენობრივი ფორმების ამოცნობა.

უცხ.ს.II.15. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კითხვის მიზანი და შესაბამისად გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა ტექნიკა (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი).

უცხ.ს.II.22. მოსწავლე ფლობს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს.

უცხ.ს.II.36. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

გამჭოლი კომპეტენცია: სემიოტიკური

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

ü  მოსწავლეებმა იციან მოცემული დროების წარმოება, როგორც დადებით ასევე კითხვითსა და უარყოფით ფორმებში.

 

შეფასება და თვითშეფასება: გაკვეთილზე  გამოვიყენებ როგორც განმავითარებელ ასევე განმსაზღვრელ შეფასებას და მოსწავლეთა თვითშეფასებას.

სასწავლო მასალა და რესურსები:მოსწავლის წიგნი:Top Score 1, რვეული, საწერ კალამი, ჩხირები, თაბახის ფურცლები, ფლიპჩარტები, წითელი და მწვანე ბარათები

აქტივობა # 1

 

 

საორგანიზაციო საკითხები:მოსწავლეთა რაოდენობის აღრიცხვა,გაკვეთილის თემის, მიზნებისა და   შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.

 

3წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზნების და   შეფასების კრიტერიუმებს.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს გადავცემ შესასვლელ ბარათებს რომელშიც აღწერილი იქნება გაკვეთილის თემა და მიზნები, ასევე შეფასების კრიტერიუმები.სანამ მოსწავლეები გაეცნობიან ბარათებს გავაკეთებ მოსწავლეთა რაოდენობის აღრიცხვას, ბარათების გაცნობის შემდეგ მოსწავლეები ცერების საშუალებით გამოხატავენ ეთანხმებიან თუ არა კრიტერიუმებს ან ხომ არა არის მათთვის რაიმე ბუნდოვანი და გაუგებარი, ასეთ შემთხვევაში მათ მიეცემათ საკუთარი აზრის გაზიარების საშუალება(რათა შეფასება იყოს სანდო,ვალიდური,გამჭვირვალე და ობიექტური.)

 

აქტივობა # 2

გონებრივი იერიში(ინდივიდუალური)

 

5წთ.

 

ატივობის მიზანი:

მოსწავლეებში წინარე ცოდნის გააქტიურება.

 

აქტივობის აღწერა:

მოხალისე მოსწავლეები რომლებიც აწევენ მწვანე ბარათებს , გამოვლენ დაფასთან და ინდივიდუალურად ამოიღებენ ყუთში მოთავსებული წინადადებებიდან ერთს, რომელსაც შეუსაბამებენ დაფაზე მიწებებულ გრამატიკული დროის ფორმას.

აქტივობა # 3

ნასწავლი დროების ფორმულირება

5წთ.

 

ატივობის მიზანი:

მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაიხსენებენ და განამტკიცებენ მოცემული გრამატიკული დროის ფორმებს.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს დაუსვამ შეკითხვებს იმის შესახებ თუ რომელი დრო როგორ მოქმედებას გამოხატავს და რითი იწარმოებიან ისინი.მოსწავლეები მზაობის გამოსახატად გამოიყენებენ მწვანე ბარათებს  და ფლიპჩარტზე მოახდენენ კონკრეტული გრამატიკული დროის ჩაწერას ,, ფორმულის ‘’სახით ინდივიდუალურად

აქტივობა # 4

წინადადებების გადაყვანა სხვა დროში (წყვილებში)

 

8წთ.

 

ატივობის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს წინადადების ერთი დროიდან სხვა დროში გადაყვანა.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები წყვილებში შაესრულებენ მიცემულ დავალებას, შემდეგ  კი ჩხირების საშუალებით გამოძახებული მოსწავლე ხმამაღლა წაიკითხავს შესრულებულ დავალებას..

აქტივობა # 5

მცირე ზომის ტექსტების დაკავშირება შესაბამის ნახატთან(ჯგუფური) და შედგენილ ტექსტებში გამოყენებული დროების პრეზენტაცია (ინდივიდუალური)

 

12წთ.

 

ატივობის მიზანი:

მოსწავლე შეძლებს მცირე ზომის ტექსტი დაუკავშიროს ნახატს მასში გამოყენებული დროების შესაბამისად და გააკეთოს პრეზენტაცია.

აქტივობის აღწერა:

წინარე ცოდნაზე დაყრდნობითა და გაკვეთილზე მიღებული საჭირო ინფორმაციის გამოყენებით მოსწავლეთა ჯგუფები მცირე ზომის ტექსტებს დაუკავშირებენ ნახატს მასში გამოყენებული დროების შესაბამისად და გააკეთებენ პრეზენტაციას

აქტივობა #6

გასასვლელი ბარათები(ინდივიდუალური)

 

5წთ.

 

ატივობის მიზანი:

§  მოსწავლემ გააანალიზოს თუ რა ისწავლა კონკრეტულ გაკვეთილზე,როგორ გამოიყენებს მიღებულ ცოდნას და რა დარჩა მისთვის ბუნდოვანი.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები შეავსებენ გასასვლელ ბარათებს რომელშიც მოცემული იქნება შემდეგი კითხვები:რა ვისწავლე დღეს? როგორ გამოვიყენებ ამ ცოდნას? რა დარჩა ბუნდოვანი?

აქტივობა #7

საშინაო დავალება(ინდივიდუალური)

 

 

3წთ.

 

ატივობის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს რეალურ სიტუაციაზე მცირე ზომის ტექსტის შედგენა განვლილი დროების გამოყენებით.

შეფასება:

მოსწავლეები შეფასდებიან ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად

 

 

4წთ.


 
წყვილებში მუშაობის შეფასების რუბრიკა

პირობასთან გაცნობა

0-4

პირობის გააზრება

5-6

მხარეების თანაბარი ჩართულობა

7-8

დავალების შესრულება პირობის შესაბამისად  და ზეპირად წარდგენა

9-10

ქულათა მაქსიმალური ჯამი

10

ჯგუფური მუშაობის განმავითარებელი შეფასების კითხვარი

(ქვემოთ მოცემული კითხვების მეშვეობით მოსწავლეები გააკეთებენ თვითშეფასებას ჯგუფური მუშაობასთან დაკავშირებით)

1.იყო თუ არა ფუნქციები თანაბრად გადანაწილებული?

2.თანაბარი პასუხისმგებლობით ეკიდებოდით თუ არა გადანაწილებული ფუნქციების შესრულებას?

3.ითვალისწინებდით თუ არა ერთმანეთის აზრს?

4.იყო თუ არა დაცული დროის ლიმიტი?

          რეფლექსია. გაკვეთილის შემდგომი ნააზრევი.

ü  რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?

    ჩემს მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი  პრიორიტეტული გამჭოლი  კომპეტენციების , კერძოდ, სემიოტიკური კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იყო დაგეგმილი. სწავლების ამ საფეხურზე , მე-7 კლასში,  მოსწავლეებს უკვე აქვთ დაგროვილი გარკვეული ლექსიკური მარაგი იმისათვის რომ შეძლონ უცხო ტექსტის წაკითხვა , მისი შინაარსის გაგება, და ტექსტის ნაწილების შესაბამის ნახატთან დაკავშირება.

ü  რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე  კოლეგებმა?მოსწავლეებმა?

ჩემი აზრით, დამსწრე კოლეგებსათვის საინტერესო იყო ის თუ როგორ ხდება სემიოტიკური კონპეტენციის განვითარება უცხო ენის გაკვეთილზე ასევე ის აქტივობები რომლებიც გამოყენებულ იქნა გაკვეთილზე ამ მიმართულების განვითარებისათვის. მოსწავლეებისათვის გაკვეთილი სასარგებლო იყო იმთვალსაზრისით, რომ მათ გაიღრმავეს ცოდნა მოცემულ თემაზე და მოახდინეს   ცოდნის ერთგვარი ტრასფერი  ცხოვრებისეულ სიტუაციებში. მათთვის ასევე ახალი და მნიშვნელოვანი იყო შესასვლელი და გასასვლელი ბარათების გაცნობა და შევსება, რადგანაც მათ მიეცათ საშუალება საკუთარი აზრი გამოეხატათ შესასვლელ ბარათებში მოცემული საკითხების ირგვლივ და გაკვეთილის ბოლოს გასასვლელი ბარათების საშუალებით მოეხდინათ იმის გააზრება თუ რა იყო მათთვის ახალი, რაში გამოიყენებდნენ მიღებულ ცოდნას და რა დარჩა მათთვის ბუნდოვანი.

ü  იქნა თუ არა მიღწეული  მიზანი?

 დასახული მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ერთ კონკრეტულ გრამატიკულ დროში       

       მოცემული წინადადებების სხვა დროებში გადაყვანას.მოსწავლეები შეძლებენ უცხო    

       ტექსტის ნაწილების  ნახატთან დაკავშირებას შესაბამისი დროებისათვის დამახასიათებელი  

       ნიშნების მიხედვით და ტექსტების წაკითხვას.მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების    

      განვითარება ,ვთვლი, რომ მიღწეულ იქნა.

ü  რა შეიცვლება თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?

შევეცდები ინტენსიურად გამოვიყენო შესასვლელი და გასასვლელი ბარათები და უფრო მეტად მოქნილი გავხადო ისინი, რადგან ვთვლი , რომ მათი გააზრება ხელს უწყობს მოსწავლეებს გამოხატონ საკუთარი აზრი , მასწავლებელს კი  ეხმარება გაითვალისწინოს მოსწავლეთა საჭიროებები და ინტერესები მომდევნო გაკვეთილის  დაგეგმვისას.

ü  სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას /პრობლემის დაძლევას შეუწყობს ხელს და როგორ ჩატარებული  გაკვეთილი?

გაკვეთილის მიზანი იყო სამი გრამატიკული დროის განმტკიცება ,მათი ამოცნობა და მათი გათვალისწინებით უცხო ტექსტის ნაწილების ნახატთან დაკავშირება.  შევეცადე გაკვეთილი წარმემართა  სამფაზიანი მოდელის მიხედვით- 1. გამოწვწვევა- ბრეინსტორმინგი 2. ცოდნის კონსტრუირება  - ჯგუფური მუშაობა; 3. სიღრმისეული  წვდომა- პრეზენტაციები.

ü  რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად?რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?

გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა  განხორციელდა, თუმცა გაკვეთილზე გამოვლენილი გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო შეიქმნა დროსთან დაკავშირებული მცირეოდენი პრობლემა. მოხდა ისე , რომ ორმა  მოსწავლემ წყვილებში მუშაობისას  არასწორად გაიგო პირობა, ეს გამოვლინდა მაშინ როდესაც ჩხირებით ხდებოდა მოსწავლეების გამოძახება, რადგანაც ამ ფაქტს ვერ დავტოვებდი ყორადღების გარეშე, აღნიშნულ 2 მოსწავლეს თავიდან მივეცი გამარტივებული განმარტება და საშუალება იმისა რომ შეესრულებინათ დავალება.

ü  რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე  წარმატებული და რატომ?

ვთვლი , რომ გონებრივმა იერიშმა და დროების ფორმულირებამ საშუალება მისცა მოსწავლეებს  გაეხსენებინათ საჭირო გრამატიკული მასალა, რაც მათ დაეხმარა მომდევნო აქტივობების შესრულებაში , რომლებმაც თავის მხრივ ხელი შეუწყვეს მიზანის მიღწევას.

ü  რა საჭიროებს გაუმჯობებესებას და როგორ?

     როგორც ზემოთ ავღნიშნე გაკვეთილზე  გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო პრობლემა შეიქმნა დროის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა ეს იყო ბუნებრივი მომენტი და არასოდეს არა ვართ დაზღვეული მსგავსი შემთხვევებისგან, ამიტომ შევეცდები ეს ყველაფერი გავითვალისწინო მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვისას და თანდათანობით აღმოვფხვრა დროის მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემა.

 

 

ü  რას   გაითვალისწინებ მომავალში  მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?

სამომავლოდ ვფიქრობ უფრო ნაკლები აქტივობებით შევძლო მიზანზე გასვლა და მოსწავლეებს მივცე მეტი დრო გამოხატონ საკუთარი აზრი , გაიაზრონ აქტივობის შინაარსი და მოახდინონ საკუთარი შესაზლებლობების მეტად რეალიზება.

                                   გაკვეთილის  გეგმა 8

მასწავლებელი : ლელა იმნაიშვილი

თარიღი: 30.05.2017

საგანი: ინგლისური

კლასი: VII

თემა: ჩვენი პლანეტა, ბრძანებითი კილოს უარყოფითი ფორმები.

დრო: 45 წთ.

მოსწავლეთა პროფილი: 26

გაკვეთილის მიზანი:

ü  მოსწავლეები შეძლებენ პრობლემის დასმას, გადაჭრის გზების პოვნას, პოსტერების დამზადებას და პრეზენტაციას.

ü  მოსწავლეები შეძლებენ გამოიყენონ ბრძანებითი კილოს უარყოფითი ფორმები.

ü  მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარება.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

უცხ.ს.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს ინსტრუქციების მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.II.7. მოსწავლე ფლობს ხმამაღალი კითხვის უნარს.

უცხ.ს.II.13. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს თხრობითი ტექსტი .

უცხ.ს.II.22. მოსწავლე ფლობს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს.

უცხ.ს.II.36. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

გამჭოლი კომპეტენცია: პრობლემაზე ორიენტირებული

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

ü  მოსწავლეები ფლობენ თემატიკის შესაბამის ლექსიკურ ერთეულებს.

ü  მოსწავლეები გაცნობილი არიან ბრძანებითი კილოს უარყოფით ფორმებს.

 

შეფასება და თვითშეფასება: გაკვეთილზე  გამოვიყენებ როგორც განმავითარებელ ასევე განმსაზღვრელ შეფასებას.

სასწავლო მასალა და რესურსები:მოსწავლის წიგნი:Top Score 1,მოსწავლის რვეული, საწერ კალამი, ჩხირები, თაბახის ფურცლები, ფორმატი, წითელი და მწვანე ბარათები, ფერადი ფანქრები.

აქტივობა # 1

 

 

საორგანიზაციო საკითხები:მოსწავლეთა რაოდენობის აღრიცხვა,გაკვეთილის თემის, მიზნებისა და   შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.

 

5წთ.

ატივობის მიზანი:

მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზნების და   შეფასების კრიტერიუმებს.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს გადავცემ შესასვლელ ბარათებს რომელშიც აღწერილი იქნება გაკვეთილის თემა და მიზნები, ასევე შეფასების კრიტერიუმები.სანამ მოსწავლეები გაეცნობიან ბარათებს გავაკეთებ მოსწავლეთა რაოდენობის აღრიცხვას, ბარათების გაცნობის შემდეგ მოსწავლეები ცერების საშუალებით გამოხატავენ ეთანხმებიან თუ არა კრიტერიუმებს ან ხომ არა არის მათთვის რაიმე ბუნდოვანი და გაუგებარი, ასეთ შემთხვევაში მათ მიეცემათ საკუთარი აზრის გაზიარების საშუალება(რათა შეფასება იყოს სანდო,ვალიდური,გამჭვირვალე და ობიექტური.)

 

აქტივობა # 2

გონებრივი იერიში

 

5წთ.

 

ატივობის მიზანი:

გაკვეთილის თემიდან გამომდინარე პრობლემის დასმა და გამოკვეთა.

 

აქტივობის აღწერა:

სლაიდის ნახვის შემდეგ მოსწავლეები მოახდენენ პრობლემის გამოკვეთას და მის დაყოფას კონკრეტულ ნაწილებად.

აქტივობა # 3

ტექსტის წაკითხვა, მასში მოცემული პრობლემების გააზრება და ფორმატზე ფორმულირება.

7წთ.

 

ატივობის მიზანი:

მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტში მოცემული კონკრეტული პრობლემების გამოკვეთა.

 

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები წაიკითხავენ სახელმძღვანელოშიმოცმულ ტექსტს და ყოველი აბზაცის შემდეგ გამოკვეთავენ კონკრეტულ აბზაცში მოცემულ პრობლემას , რომელსაც გადაიტანენ ფორმატზე.

აქტივობა # 4

არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ფიქრი, მათი ჩამოყალიბება ბრძანებითი კილოს უარყოფითი ფორმების გამოყენებით და მცირე ზომის პოსტერების მომზადება თაბახის ფურცლებზე.

 

8წთ.

 

აქტივობის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს ბრძანებითი კილოს უარყოფითი ფორმების გამოყენებით მოიფიქროს წინადადებები რომლებიც შინაარსობრივად გამოხატავენ დასმული პრობლემების გადაჭრის გზებს და დაამზადონ პოსტერები.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები ჯგუფურად შაესრულებენ მიცემულ დავალებას და დაამზადებენ პოსტერებს.

აქტივობა  # 5

პოსტერის პრეზენტაცია

5წთ.

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეებმა შეძლონ დასმული პრობლემების გადაჭრის გზების პრეზენტაცია

აქტივობის აღწერა:

თითეული ჯგუფიდან ერთი მოსწავლე გააკეთებს პრეზენტაციას.

აქტივობა #6

გასასვლელი ბარათები(ინდივიდუალური)

 

5წთ.

 

ატივობის მიზანი:

§  მოსწავლემ გააანალიზოს თუ რა ისწავლა კონკრეტულ გაკვეთილზე,როგორ გამოიყენებს მიღებულ ცოდნას და რა დარჩა მისთვის ბუნდოვანი.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები შეავსებენ გასასვლელ ბარათებს რომელშიც მოცემული იქნება შემდეგი კითხვები:რა ვისწავლე დღეს? როგორ გამოვიყენებ ამ ცოდნას? რა დარჩა ბუნდოვანი?

აქტივობა #7

საშინაო დავალება(ინდივიდუალური)

 

 

5წთ.

 

ატივობის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს დასმულ პრობლემებზე მცირე ზომის ტექსტის შედგენა ბრძანებითი კილოს გამოყენებით.

შეფასება:

მოსწავლეები შეფასდებიან ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად

 

 

5წთ.

 

 

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

შემოქმედებითი  უნარ-ჩვევები:იჩენს  გაბედულებას  ენობრივი თვალსაზრისით  და  შეუძლია  პრეზენტაციის   გაკეთება

5-6

კომუნიკაციური  უნარ-ჩვევები: მიმართავს აუდიტორიას და ახდენს მის დაინტერესებას

 

7-8

პირობასთან შესაბამისობა:იყენებს ბრძანებითი კილოს უარყოფით (ასევე დადებით) ფორმებს სლოგანებში პოსტერების დამზადებისას.

9-10

ქულათა  მაქსიმალური  რაოდენობა

 

10

 რეფლექსია - გაკვეთილის შემდგომი  ნააზრევი.

მასწავლებელი : ლელა იმნაიშვილი

თარიღი: 30.05.2017

საგანი: ინგლისური

კლასი: VII

თემა: ჩვენი პლანეტა, ბრძანებითი კილოს უარყოფითი ფორმები.

გამჭოლი კომპეტენცია:                                     პრობლემაზე ორიენტირებული

 

ü  რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?

    ჩემს მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი ეხებოდა  პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებას, თემა ეკოლოგია, კერძოდ გარემოს დაბინძურების  თავიდან აცილების გზების ძიება. სწავლების ამ საფეხურზე , მე-7 კლასში,  მოსწავლეებს უკვე აქვთ დაგროვილი გარკვეული ლექსიკური მარაგი იმისათვის რომ შეძლონ მოცემული თემის მიხედვით პრობლემის ჩამოყალიბება და მისი გააზრება, პრიორიტეტების გამოყოფა , პრობლემის ანალიზი და გადაჭრის გზების ძიება და ჩამოყალიბება.

ü  რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე  კოლეგებმა?მოსწავლეებმა?

ჩემი აზრით, დამსწრე კოლეგებსათვის საინტერესო იყო ის თუ როგორ ხდება პრობლემის გამოკვეთა, მისი ანალიზი , გადაჭრის გზების ძიება და ჩამოყალიბება უცხო ენის გაკვეთილზე , ასევე ის აქტივობები რომლებიც გამოყენებულ იქნა გაკვეთილზე ამ მიმართულების განვითარებისათვის. მოსწავლეებისათვის გაკვეთილი სასარგებლო იყო იმ თვალსაზრისით, რომ მათ გაიღრმავეს ცოდნა მოცემულ თემაზე. მათთვის ასევე საინტერესო სიახლე იყო მათ მიერ გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის გზების პოსტერების სახით პრეზენტაცია, რომლებშიც გამოიყენეს ბრძანებითი კილოს დადებითი და უარყოფითი ფორმები სლოგანების ფორმულირებისათვის.

ü  იქნა თუ არა მიღწეული  მიზანი?

 დასახული მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ პრობლემის დასმას, გადაჭრის გზების პოვნას, პოსტერების დამზადებას ბრძანებითი კილოს უარყოფითი ფორმების გამოყენებით და პრეზენტაციას,ვთვლი, რომ მიღწეულ იქნა.

ü  რა შეიცვლება თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?

შევეცდები მოსწავლეებს მეტი სიხშირით გავაკეთებინო თუნდაც მცირე ზომის პრეზენტაციები,რათა მათთვის პრეზენტაცია არ იყოს ზეპირი მონოლოგი, არამედ შეძლონ სათქმელის მიტანა აუდიტორიასთან და მისი დაინტერესება.

ü  სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას /პრობლემის დაძლევას შეუწყობს ხელს და როგორ ჩატარებული  გაკვეთილი?

პრობლემაზე ორიენტირებულმა, სამოდელო გაკვეთილმა ხელი შეუწყო გაკვეთილის მთავარი მიზანის მიღწევას : მოსწავლეებს შეძლებოდათ პრობლემის დასმა, გადაჭრის გზების პოვნა, პოსტერების დამზადება ბრძანებითი კილოს უარყოფითი, ასევე დადებითი ფორმების გამოყენებით და პრეზენტაციების გამოყენება.ასევე ჯგუფურმა მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.

ü  რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად?რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?

გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა  განხორციელდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზების გამო ორი წუთით შეფერხდა სლაიდის ჩვენება, თუმცა ამის გამო  არ შეიქნა არანაირი საჭიროება რაიმე ცვლილება შემეტანა გაკვეთილის მიმდინარეობაში, რადგანაც სლაიდი გადადიოდა მაუსის საშუალებით და სლაიდებს შორის დროის კონტროლი შევძელი ისე რომ ძემოთ აღნიშნული ორი წუთი დამებალანსებინა.

ü  რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე  წარმატებული და რატომ?

ვთვლი , რომ გამოწვევის ფაზა იყო ყველაზე წარმატებული , რადგანაც მოსწავლეებმა სლაიდის ნახვის შემდეგ სწორად მოახერხეს პრობლემის ფორმულირება რაც შემდეგ მათ დაეხმარა  პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში და ბრძანებითი კილოს გამოყენებით სლოგანებისა და პოსტერების შექმნაში, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო მიზანის მიღწევას.

ü  რა საჭიროებს გაუმჯობებესებას და როგორ?

     მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები კარგად იცნობენ იმ კრიტერიუმებს რითიც ფასდება პრეზენტაცია, თვით პრეზენტაციის დროს მათ ყურადღება გადააქვთ იმაზე , რომ სწორად გადმოსცენ აზრი, გრამატიკული თუ ლექსიკური ხარვეზების გარეშე და ავიწყდებათ , რომ პრეზენტაციის გაკეთებისას ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოახდინონ აუდიტორიის დაინტერესება. სწორედ ამიტომ ვთვლი რომ აუცილებელია მოსწავლეებს საშუალება მივცე მეტი სიხშირით გააკეთონ პრეზენტაციები.

ü  რას   გაითვალისწინებ მომავალში  მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?

სამომავლოდ ვფიქრობ გამოვიყენო მოდელირების მეთოდი , მაგალითად თუნდაც იმისათვის, რომ მოსწავლეებს შევახსენო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორ უნდა გააკეთონ პრეზენტაცია, რომ ის იყოს საინტერესო და მიმზიდველი აუდიტორიისათვის.მოსწავლეებს მივცე მეტი დრო გამოხატონ საკუთარი აზრი ინტერაქციებში ჩართულობით და მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა.

 

გაკვეთილის გეგმა 9

Deep-sea-animals


View more presentations or Upload your own.
გაკვეთილის  თემა:,,ღრმა ზღვის ცხოველები“   
                                                      ‘’Deep  Sea  Animals“ 
სწავლების  საფეხური:6კლასი
მოსწავლეთა  პროფილი:27
პედაგოგი:  ლელა  იმნაიშვილი
თარიღი: 17.05.2016
გაკვეთილის  აქტუალობა:გაკვეთილი  ეხება  ისეთ    თემას  როგორიცაა  :
,,ღრმა ზღვის ცხოველები“   
მისაღწევიშედეგიდა ინდიკატორები:   უცხ.დ. V 1-4,8,9,11,12.
გაკვეთილის  მიზანი:
Ø  თანამედროვე  ტექნოლოგიების  დახმარებით  ღრმა ზღვის ცხოველებისა და  მათი თავისებურებების
Ø  შესახებ  დამატებითიინფორმაციის  მიღება.ნაცნობი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით წაკითხული უცხო ტექსტის გაგება.
Ø  ნაცნობი ლექსიკური ერთეულების დახმარებით უცხო ტექსტის მოსმენა და გაგება.
წინასწარი  ცოდნა:ლექსიკური ერთეულები
სასწავლო  მასალა  და  რესურსები:ინგლისურის  სახელმძღვანელო და  მოსწავლის  რვეული
“English  World“დ.5,  ვიდეო  მასალა,CD  დისკი,
კომპიუტერი  და  პროექტორი, საწერ  კალამი,
მარკერები, ვატმანის  ქაღალდი .



გაკვეთილის  მიმდინარეობა: 

1. მისალმება  და  სიის  ამოკითხვა                                                                                   2წთ.
2.Warm up: სიტყვათა ღრუბლიდან ნაცნობი თემატური სიტყვების ამოცნობა               5წთ. 
3.საშინაო დავალების შემოწმება: Wb.p.83 #2,3                                                                               3წთ. 
4.სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის წაკითხვა და თარგმნა                                            10წთ.
5.აქტივობა  სახელმძღვანელოში: გვ96 #1 მოსწავლეები დამოუკიდებლად შეასრულებენ სავარჯიშოს და შემდეგ მონიშნავენ სწორ პასუხს პოსტერზე                                                      3წთ.
6.მოსმენა: მოსწავლეები  მოისმენენტექსტს  და  შეასრულებენ  2  აქტივობას                        10წთ.
                   1. აქტივობა: True  or  False
                   2. წაიკითხავენ პოსტერზე მოცემულ შეკითხვებს და ტექსტის მოსმენისას ყურადღებას გაამახვილებენ საჭირო ინფორმაციაზე.ტექსტის მოსმენის შემდეგ უპასუხებენ კითხვებს ზეპირად.
7. წარმოგვდგენენPP პრეზენტაციას  ღია ბარათებთან ერთად                                                   5წთ.
8.შეფასება                                                                                                                                               2წთ.
9.საშინაო  დავალება: ვიდეო რგოლების მიხედვით კითხვებზე პასუხის გაცემა                    5წთ.




































 სამოდელო   გაკვეთილი  ინგლისურ  ენაში 10




გაკვეთილის  თემა:              ,,ოკეანისა და ტბების ფრინველები“   
                                                      ‘’Birds of the oceans  and lakes“ 
სწავლების  საფეხური:         5ა  კლასი
მოსწავლეთა  პროფილი:      28
პედაგოგი:                                ლელა  იმნაიშვილი
თარიღი:                                    25.11.14
გაკვეთილის  აქტუალობა:    გაკვეთილი  ეხება  ისეთ    თემას  როგორიცაა  :
                                                    ოკეანისა და ტბების ფრინველები.
მისაღწევი შედეგი  და ინდიკატორები :    უცხ.დ. IV 1-4,8,9,11,12.
გაკვეთილის  მიზანი:     თანამედროვე  ტექნოლოგიების  დახმარებით  ოკეანისა და           
                                            ტბების ფრინველების, მათი თავისებურებებისა და  
                                            საცხოვრებელი გარემოს  შესახებ  დამატებითი 
                                            ინფორმაციის  მიღება.
წინასწარი  ცოდნა:         მოსწავლეები  გაიხსენებენ  რა  იციან  ამ  ფრინველების  შესახებ.
სასწავლო  მასალა  და  რესურსები: ინგლისურის  სახელმძღვანელო და  მოსწავლის  რვეული
                                                                “English  World“  დ.4,  ვიდეო  მასალა, CD  დისკი,
                                                                 კომპიუტერი  და  პროექტორი, საწერ  კალამი,  
                                                                 წებოვანი  ფურცლები, ვატმანის  ქაღალდი .



გაკვეთილის  მიმდინარეობა: 
    
1. მისალმება  და  სიის  ამოკითხვა                                                                                                     5წთ.
2.’’Mind  Map”  საშინაო  დავალებაში  მოცემული  ტექსტის  მიხედვით                                    5წთ.
                          მოხალისე  მოსწვლეები  ერთმანეთს  დაუკავშირებენ 
                          მოცემულ  ინფორმაციასა  და  სურათებს.                                                            
3.კითხვა  :  მოსწავლეები  წაიკითხავენ  და  გადათარგმნიან  ტექსტს  და                                            5წთ.
                      შეამოწმებენ  რამდენად  სწორად  არის  ინფორმაცია 
                     დაკავშირებული  სურათთან.
4.სლაიდ  შოუ:  მოსწავლეები  ნახავენ  სლაიდს  და  სლაიდში  მოცემული                              3წთ.
                             ინფორმაციის  შესაბამისად  შეასრულებენ  მომდევნო  აქტივობას.
5.აქტივობა  წყვილებში: მოსწავლეები   ერთმანეთთან  დააკავშირებენ  სურათებსა               5წთ.
                             და  წინადადებებს.
6.მოსმენა: მოსწავლეები  მოისმენენ  ტექსტს  და  შეასრულებენ  მომდევნო  აქტივობას        5წთ.
7.ინდივიდუალური  სამუშაო : მოსმენილი  ტექსტიდან  გამომდინარე  მოსწავლეები
                                                         დააწყობენ  ინფორმაციას  თანმიმდევრობით                          5წთ.
8. შემაჯამებელი აქტივობა(ჯგუფური მუშაობა): მოსწავლეები  შეასრულებენ                         5წთ.
                            # 2  დავალებას  29-ე  გვერდზე  მოსწავლის  რვეულში.
9. თითეული  ჯგუფიდან  ერთ-ერთ  მოსწავლე  წარმოადგენს  შესრულებულ                        5წთ.
                             დავალებას.                                                                                                              
10. საშინაო  დავალება: წიგნში  გვ.40  # 2 წერით: ჩამოაყალიბეთ  საკუთარი                            2წთ.
                                        მოსაზრება   მოცემულ  კითხვებზე.                                                                                                                      

                 
                                                                  რეფლექსია
           გაკვეთილის  მიზანი: თანამედროვე  ტექნოლოგიების  დახმარებით  ოკეანისა და  ტბების ფრინველების, მათი თავისებურებებისა და  საცხოვრებელი გარემოს  შესახებ  დამატებითი  ინფორმაციის  მიღება მიღწეულ  იქნა  სხვადასხვა  აქტივობების  მეშვეობით, რაც  გამოიხატა  იმაში  რომ  მოსწავლეებმა  შეძლეს  მიწოდებული  ინფორმაციების  მიხედვით სხვადასხვა  ტიპის  სავარჯიშოების  შესრულება. მაგალითისთვის:  სლაიდ  შოუს  ნახვის  შემდეგ  მოსწავლეებმა  შეასრულეს  სავარჯიშო  რომლის  პირობა  იყო  სლაიდში  მოცემული  ინფორმაციის  დაკავშირება  შესაბამის  სურათებთან  ან  აუდიო  დისკზე  მოსმინეს  ტექსტი  რის  შემდეგაც  შეასრულეს  დავალება  ამგვარი  პირობით:დააწყვეთ  წინადადებები  მოსმენილ  ტექსტში  მოცემული  თანმიმდევრობით  და  მომდევნო  გაკვეთილზე  წარმოადგინეს  სახელმძღვანელოში 40-ე  გვ.-ზე  მოცემული  #  2  სავარჯიშო  საშინაო  დავალების სახით .
მოსწავლეთა  უმრავლესობის  ჩართულობის  მიზნით გამოყენებული  იქნა  არა  მარტო  ინდივიდუალური  აქტივობები   არამედ  აქტივობა  წყვილებში  და  ჯგუფური  მუშაობაც.
მოსწავლეებში  მოტივაციის  ამაღლების  და  მათი  უნარებისა  და  შესაძლებლობების  გამოვლენის  მიზნით გამოვიყენე  როგორც  აუდიო  ასევე  ვიდეო  მასალები, ხოლო  თვალსაჩინოებების  დამზადებაში  მონაწილეობა  მიიღეს  თავად  მოსწავლეებმა, კათედრაზე  არსებული  კომპიუტერული  ტექნიკის  საშუალებით  მოიძიეს  და  ამობეჭდეს  შავ-თეთრი  სურათები  და  თავადვე  გააფერადეს .
    გაკვეთილს  ესწრებოდნენ : 
დირექტორის  მოადგილე :     ჯულიეტა  ჭუმბაძე( ინგლისური  ენის  სპეციალისტი),
კათედრის  წევრები:                 ელენე  ჩუმაშვილი                          აზა  გაზდელიანი
                                                      ნინო  კანდელაკი                             ლია  იმედაძე

5ა  კლასის  დამრიგებელი:      ელისო  ბაქრაძე




























 სამოდელო  გაკვეთილი  ინგლისურ  ენაში 11


გაკვეთილის  თემა:                   

წარსული  განუსაზღვრელი  დრო
სწავლების  საფეხური:            

4
პედაგოგი:

ლელა  იმნაიშვილი
თარიღი:

2.05.2014
მიზანი:





       სახალისო  აქტივობებში  ჩართულობით  მოსწავლეებმა  შეძლონ  წესიერი  და  არაწესიერი  ზმნების  ფორმების  წარმოება. აგრეთვე  აწმყო  და  წარსული  განუსაზღვრელი  დროების  ერთმანეთისგან  გამორჩევა და  ამ  დროებში  მოცემული  წინადადებების  გადაყვანა  კითხვითსა  და    უარყოფითში.
აქტივობები:





o   ვიდეო  რგოლის  ჩვენება  წესიერ  და  არაწესიერ  ზმნებზე
o   წესიერი  და  არაწესიერი  ზმნების  კლასიფიცირება  და მათი  ფორმების  წარმოება
o   ვიდეოს  საშუალებით  აწმყო  განუს.  დროის  გახსენება  და  წინადადებების  გადაყვანა  კითხვითსა  და  უარყოფითში
o   ვიდეო  რგოლის  საშ.  წესების  გაცნობა წარსული  განუსაზღვრელი  დროის  წარმოების   შესახებ .
o    ზმნების  ჩასმა  წარს.  განუს.  დროში  და  გადაყვანა  კით.  და  უარყ.
შედეგი  და  ინდიკატორები:




   მოსწავლეები  შეძლებენ  აწმყო  და  წარსული  განუსაზღვრელი  დროების  ერთმანეთისგან  გამორჩევას  და  ამ  დროებში  მოცემული  წინადადებების  გადაყვანას  კითხვითსა  და    უარყოფითში.

















 სამოდელო   გაკვეთილი  ინგლისურ  ენაში 12



გაკვეთილის  თემა:                   ,,პროფესიები“  -  Professions“ 
სწავლების  საფეხური:             4ბ კლასი
მოსწავლეთა  პროფილი:         28
პედაგოგი:                                   ლელა  იმნაიშვილი
თარიღი:                                       20.11.13
გაკვეთილის  აქტუალობა:       გაკვეთილი  ეხება  ისეთ  აქტუალურ  თემას  როგორიცაა  : 
                                                      სხვადასხვა  პროფესიები  და  მათი  მნიშვნელობა.
                                                     
გაკვეთილის  მიზანი:          თანამედროვე  ტექნოლოგიების  დახმარებით  სხვადასხვა 
                                                 პროფესიებისა  და  მათი  საქმიანობების  გაცნობა.
                                                 ცოდნის  გაღრმავება.
წინასწარი  ცოდნა:               მოსწავლეები  გაიხსენებენ  უკვე  ნაცნობ  პროფესიებს,
                                                 გამოიყენებენ  პროექტორს  და  ლეპტოპს  და  დაწერენ
                                                 სიტყვებს  მონიტორზე .
სასწავლო  მასალა  და  რესურსები: ინგლისურის  სახელმძღვანელო “English  World  დ.3
                                                                 კომპიუტერი  და  პროექტორი, წებო, საწერ  კალამი,
                                                                 ფოტო , აუდიო  და  ვიდეო  მასალები.






გაკვეთილის  მიმდინარეობა:      
1. მისალმება  და  სიის  ამოკითხვა                                                                                         5წთ.
2.’’warming  up” ე.წ.  სწრაფი  ტესტი:   მოსწვლეები  გაიხსენებენ                                    10წთ.
       და  მონიტორზე  აკრებენ  უკვე  ნაცნობ  პროფესიებს.
3.მოსმენა:  მოსწავლეები  მოისმენენ  დიალოგს  რომელშიც  მოცემული                        2წთ.
     იქნება  ახალი  პროფესიები.
4.სლაიდ  შოუს  ნახვა  და  ახალი  სიტყვების  გამეორება.                                                 3წთ.
5.მოსწავლეები   ისევ  მოისმენენ  დიალოგს  რომელსაც  მასწავლებელი                       3წთ.
     გადათარგმნის  ქართულად .
6.ინდ.  აქტივობა: ჩასვით  გამოტოვებული  ასოები.                                                           2წთ.
7.ინდ.  აქტივობა: ააწყვეთ  ასოები.                                                                                          3წთ.
8.აქტივობა  წყვილებში: დააწყვილეთ  პროფესიები  შესაბამის  საქმიანობასთან.        5წთ.
9.აქტივობა: შეურჩიე  მოცემული  პროფესიის  ადამიანებს  საჭირო  იარეღები.           5წთ.
10. მოსმენა: მოსწავლეები  უყურებენ  და  ისმენენ  კლიპს  სხვადასხვა                         2წთ.
პროფესიების  შესახებ.
11.შემაჯამებელი  აქტივობა: ჩასვით  წინადადებაში  შესაბამისი  პროფესია.               3წთ.
12.საშინაო  დავალება: წაიკითხეთ  და  თარგმნეთ  ქართულად  დიალოგი,                  2წთ.

                                          ამოწერეთ  და  ისწავლეთ  ახალი  სიტყვები.














.











1 comment: