გრძელვადიანი პროექტები


                                   პროექტი         ‘’  Say No To Bullying ‘’

         პროექტის ატუალობა : მოზარდების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღვის ზოგადსაკაცობრიობო საკითხების შესწავლას და მათ სიღრმისეულ ანალიზს. სკოლის და მასწავლებლის ფუნქცია დღესდღეობით არ შემოიფარგლება მხოლოდ  ამა თუ იმ  სასწავლო დისციპლინაში  გარკვეული ცოდნის გადაცემით.  სასწავლო პროცესის მიზნები და ამოცანები თანხვედრაშია თანამედროვე  თემატიკის გამოწვევებთან და სკოლას  ეკისრება  მატად საპასუხისმგებლო მისია ამ გამოწვევების აქტუალობიდან გამომდინარე გახდეს მათი  ეფექტურად გადაჭრის თანამონაწილე.  ბულინგის თემა განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელ გარემოში სწორედ ამ ტემის აქტუალურობის გამო გადავწყვიტეთ განგვეხორციელებინა პროექტი სახელწოდებით:   ‘’ Say No To Bulling’’პროექტის დაგეგმვისას მივიჩნიეთ არსებული პრობლემის შესწავლა და  მისი ანალიზი 9-16 წლის მოზარდებთან, როგორც სამიზნე ჯგუფთან. გარდა ამისა, ვთვლით , რომ ინგლისურ ენაზე ბულინგის პრობლემის გარკვევას და მისი სიღრმისელი  შესწავლით უფრო მეტ ინტერესს გამოვიწვევდით მოსწავლეებში საგნისადმი და გარკვეულწილად მოვახდენდით ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას. საკითხით  მით   უფრო  დავინტერესდი, რომ  ეროვნული სასწავლო გეგმით  გათვალისწინებულ გრიფმინიჭებულ სახელმძვანელოში Activate 2 მე-5 გაკვეთილის თემაა ბულინგი კერძო ბულინგი ოჯახში.  ჩემთვის ,როგორც ინგლისური ენის მასწავლებლისათვის, მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის, რომ ჩემს მოსწავლეებს შეძლებოდათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის  გადმოცემა ინგლისურ ენაზე, მათ კი არ ჰქონდათ საკმარისი ლექსიკური მარაგი და  შესასწავლი მასალა  ამისათვის,  სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ღრმად  შეგვესწავლა ეს საკითხი და  განგვეხორციელებინა სასწავლო პროექტი სახელწოდებით: ’  Say No To Bullying ‘’            (უთხარი არა ბულინგს)
    პროექტის მიზანი:    მოსწავლეებისათვის ბულინგის აქტუალობის გაცნობა , მისი გაანალიზება  და პრევენციის გზების ძიება.
საგნობრივი სტანდარტი:
უცხ.ს.V.22. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.

    სამიზნე ჯგუფი:  მე-4 , მე-9, მე-11 კლ. მოსწავლეები, სულ 30.    
                                          მოსალოდნელი შედეგები:
1.      მოსწავლეებში  მოვახდინო  ბულიზმის თემის აქტუალობის  ინფორმირება -გათვითცნობიერება  , როგორც მოკლევადიანი შედეგი
2.       მოსწავლეებში  მოვახდინოთ ინგლისური ენისადმი  სიღრმისეული ინტერესის გაჩენა  , როგორც გრძელვადიანი შედეგი
3.      მოსწავლეებში  თანამშრომლობის და  ჯგუფურად მუშაობის უნარის გაუმჯობესების და  გაღრმავების  ხელშეწყობა , როგორც გრძელვადიანი და მდგრადი შედეგი.
                                                       
     ამოცანები, ანუ განხორციელებული აქტივობები
1.    ამოცანა:   მოხდეს მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და გამოვლენდნენ  პროექტში  ჩართვის მსურველები
2.    ამოცანა:  ვნახულობთ ბულინგის ამსახველ ფილმებს და ვიდეო რგოლებს
3.    ამოცანა:  დისკუსია . განვიხილავთ  ნანახ ფილმებსა და ვიდეოებს
4.    ამოცანა ვამზადებთ პოსტერებს და ვაწყობთ მათ პრეზენტაციას
5.     ამოცანა  : კითხვარების შედგენა და მათი გავრცელება
6.     ამოცანა :   კითხვარების შედეგების ანალიზი
7.    ამოცანა :   მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენება მე-4 კლასის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან და დისკუსია მის ირგვლივ
      მოსწავლეების წინარე ცოდნა:   ეროვნული სასწავლო გეგმით გრიფმინიჭებულ  სახელმძღვანელოში Activate 2, Pupil’s Book, pg.    მოსწავლეებმა შეისწავლეს   ტექსტები ბულინგის შესახებ, კერძოდ ბულინგი ოჯახში, სკოლაში და საზოგადოებაში განსხვავებული იდენტურობის გამო.
    პროექტის მონიტორინგი და შეფასება:  პროექტის მონიტორინგი განვახორციელე რამდენიმე მოსწავლესთან და მსობელთან ერთად , რადგან ჩავთვალე, რომ გაზიარებული პასუხისმგებლობა პროექტის მიმდინარეობაზე უფრო ეფექტური იქნებოდა. ყოველ კვირას  ვამოწმებდით, თუ რა პროგრესი იყო  პროექტის განსახორციელებელ აქტივობებში. მიუხედავად არსებული მასალის სიმრავლისა ,  ვამოწმებით, თუ რამდენად ობიექტურ და ვალიდურ წყაროებს ირჩევდნენ პროექტში ჩართული მოსწავლეები  დავალებების შესასრულებლად. მოსწავლეები პარალელურად აქვეყნებდნენ აქტივობების ამსახველ ფოტო მასალას შემდეგ ვებგვერდებზე:
                     https://sway.office.com/UGyArERlR4XyD89B?ref=Link



გამოყენებული ვიდეო რგოლებისა და ფილმების ვებმისამართები:




                             


პროექტის შესრულების განრიგი
ეტაპი
                         საქმიანობა
              განხორციელების                        ვადები
პასუხისმგებელი პირი
    1
მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და  პროექტში  ჩართვის მსურველების გამოვლინება

1-10 მარტი
10-30 მარტი
1-8 აპრილი
15-30 აპრილი
1-30  მაისი
ლ.იმნაიშვილი







2
 ვნახულობთ ბულინგის ამსახველ ფილმებს და ვიდეო რგოლებს








ლ.იმნაიშვილი

3
 დისკუსია . განვიხილავთ  ნანახ ფილმებსა და ვიდეოებს






ლ.იმნაიშვილი


4
 ვამზადებთ პოსტერებს და ვაწყობთ მათ პრეზენტაციას






ლ.იმნაიშვილი

  5
კითხვარების შედგენა და მათი გავრცელება






ლ.იმნაიშვილი
6
  კითხვარების შედეგების ანალიზი







7
მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენება მე-4 კლასის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან და დისკუსია მის ირგვლივ







                        რეფლექსია პროექტის განხორციელების შესახებ
 პროექტის  დაწყებისთანავე გამოიკვეთა  საინტერესო მომენტი, კერძოდ კი ის , რომ მოსწავლეებს დიდი ინტერესი ჰქონდათ წარმოჩენილი პრობლემისადმი. მათ შეეძლოთ მოეყვანათ გარკვეული მაგალითები მხატვრული ფილმებიდან და ინტერნეტსივრცედან . ბევრ მოზარდში ეს გარემოება პროტესტს იწვევს და  მათ დიდი მზაობა გამოაცხადეს რაიმე სახით დაედასტურებინათ საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება  ძალადობის გამოვლენის ფაქტებთან დაკავშირებით. პროექტის  დაგეგმვისას მიზნად ვისახავდით   მოსწავლეებისათვის ბულინგის  პრობლემის აქტუალობის გაცნობას , მის გაანალიზებას   და პრევენციის გზების ძიებას. ვთვლით, რომ განხორციელებული აქტივობების წყალობით შევძელით დასახული მიზნის მიღწევა ნაწილობრივ. ყველა დაგეგმილი აქტივობა  დროულად წარიმართა. პირველ შეხვედრისას დაიგეგმა საკონტაქტო შეხვედრების გრაფიკი. მოსწავლეებს გავაცანი ტერმინი ბულინგი. გამოწვევის ფაზაში ვაჩვენე  ვიდეო რგოლები აღნიშნულ თემატიკაზე , რათა მოსწავლეებში გამეღვივებინა ინტერესი  პროექტის აქტულობის მიმართ.  ვთვლი, რომ დაწყებისთანავე პროექტი საინტერესოდ წარიმართა. ასევე პროექტის  ძლიერ მხარედ მივიჩნევ მასში მშობელთა და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ჩართულობას. მთავარი სარგებელი, რომელიც პროექტის მონაწილეებმა მიიღეს არის  არსებული  აქტუალური პრობლემის შესახებ ინფორმირება და მისი გადაჭრის გზების ძიება. როგორც ზემოდ ვახსენე, ყველა დაგეგმილი აქტივობა გახორციელდა , თუმცა  მსვლელობისას მოგვივიდა იდეა მე-9 კლაისი მოსწავლეებს შეედგინათ რამდენიმე  სცენარი და მათ მიერ გაკეთებული ფარული კენჭისყრის შემდეგ გაგვეკეთებინა საუკეთესო სცენარი ინსცენირება.ეს  აღმოჩნდა  ერთი დამატებითი აქტივობა, რომლის შეანა პროექტის მსვლელობისას  გადავწყვიტეთ.მოსწავლეებმა თავიანთი  გულახდილი უკუკავშირი წარადგინეს , რომელშიც აღწერეს, თუ რა შეიძინეს,  რა გაიგეს ახალი და როგორ შეეცდებიან მათ მიერ დასახული პრევენციის გზების გამოყენებას რეალურ სიტუაციებში.






პროექტი ‘’  RED CARD TO RACISM ‘’




        თანასწორობის და    სამართლიანობის ღირებულების დანერგვა მოსწავლეებში.
         საგამნათლებლო პროექტი“ წითელი ბარათი რასიზმს „(‘’  RED CARD TO RACISM ‘’)

         პროექტის ატუალობა : მოზარდების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღვის ზოგადსაკაცობრიობო საკითხების შესწავლას და მათ სიღრმისეულ ანალიზს. სკოლის და მასწავლებლის ფუნქცია დღესდღეობით არ შემოიფარგლება მხოლოდ  ამა თუ იმ  სასწავლო დისციპლინაში  გარკვეული ცოდნის გადაცემით.  სასწავლო პროცესის მიზნები და ამოცანები თანხვედრაშია თანამედროვე  თემატიკის გამოწვევებთან და სკოლას  ეკისრება  მატად საპასუხისმგებლო მისია ამ გამოწვევების აქტუალობიდან გამომდინარე გახდეს მათი  ეფექტურად გადაჭრის თანამონაწილე.  რასიზმის თემის აქტუალობა არ შემცირებულა უკანასკნელ დეკადებში და მიუხედავად გარკვეული წინსვლისა ამ მიმართულებით  ეს უკანასკნელი მაინც დიდ გამოწვევად რჩება. პროექტის დაგეგმვისას მივიჩნიეთ არსებული პრობლემის შესწავლა და  მისი ანალიზი 14-16 წლის მოზარდებთან, როგორც სამიზნე ჯგუფთან, მეტად საჭიროდ და დროულად. გარდა ამისა, ვთვლით , რომ ინგლისურ ენაზე რასიზმის პრობლემის გარკვევას და მისი სიღრმისელი  შესწავლით უფრო მეტ ინტერესს გამოვიწვევდით მოსწავლეებში საგნისადმი და გარკვეულწილად მოვახდენდით ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას. საკითხით  მით   უფრო  დავინტერესდი, რომ  ეროვნული სასწავლო გეგმით  გათვალისწინებულ გრიფმინიჭებულ სახელმძვანელოში Top Score, 1. მე-2 კარში გაკვეთილის თემაა  სპორტში , კერძოდ კი, ფეხბურთში არსებული  რასიზმის  პრობლემა, რომელსაც ომი გამოუცხადა მსოფლიო რანგის სპოტსმენმა რონალდინიომ.   ჩვენთვის ,როგორც ინგლისური ენის მასწავლებლისათვის, მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის, რომ ჩვენს მოსწავლეებს შეძლებოდათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის  გადმოცემა ინგლისურ ენაზე, მათ კი არ ჰქონდათ საკმარისი ლექსიკური მარაგი და  შესასწავლი მასალა  ამისათვის,  სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ღრმად  შეგვესწავლა ეს საკითხი და  განგვეხორციელებინა სასწავლო პროექტი სახელწოდებით: ’  RED CARD TO RACISM ‘’    (წითელი ბარათი რასიზმს)   პროექტის მიზანი:    მოსწავლეებისათვის რასიზმის  პრობლემის აქტუალობის გაცნობა , მისი გაანალიზება  და ტოლერანტობის  არსის გაცნობიერება.
საგნობრივი სტანდარტი:
·            უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტიმასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს;
·           მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
·           ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
უცხ.ს.V.22. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·            უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს
·           უცხ.ს.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.აკეთებს უცხოენოვანი ტექსტის ჩანაწერებს და მასზე დაყრდნობით სწავლების ენაზე ზეპირაგადმოსცემს ტექსტის მოკლე შინაარსს, ან წერს რეზიუმეს დაინტერესებული პირებისთვის (მაგ., თანაგუნდელებისთვის);
·           შეისწავლის უცხოენოვან წყაროებს და სწავლების ენაზე წერს ანოტაციას თითოეულ მათგანზე (მიუთითებს ავტორს, სათაურს, გამოცემის წელს, თემას/მთავარ საკითხებს);
·           თარგმნის მცირე ზომის არამხატვრულ (ინფორმაციულ, შემეცნებით და სხვა) ტექსტებს.


    სამიზნე ჯგუფი:  მე-8 , მე-10, მე-11 კლ. მოსწავლეები, სულ 20.    
                                          მოსალოდნელი შედეგები:
1.      საბაზისო და საშუალო  საფეხურის მოსწავლეებში  მოვახდინოთ  რასიზმის თემის აქტუალობის  ინფორმირება -გათვითცნობიერება  , როგორც მოკლევადიანი შედეგი
2.      საბაზისო და საშუალო მოსწავლეებში  მოვახდინოთ ინგლისური ენისადმი  სიღრმისეული ინტერესის გაჩენა  , როგორც გრძელვადიანი შედეგი
3.      მოსწავლეებში  თანამშრომლობის და  ჯგუფურად მუშაობის უნარის გაუმჯობესების და  გაღრმავების  ხელშეწყობა , როგორც გრძელვადიანი და მდგრადი შედეგი.
                                                       
     ამოცანები, ანუ განხორციელებული აქტივობები
1.    ამოცანა:   მოხდეს მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და გამოვლენდნენ  პროექტში  ჩართვის მსურველები სამოტივაციო წერილებზე დაყრდნობით
აქტივობის მიზანი :  მოსწავლეებში თემისადმი ინტერესის აღძვრა
2.    ამოცანა:  ვკითხულობთ  მსოფლიო ლიტერატურის ნაწარმოებებს ანტირასისტულ თემატიკაზე : ჰარპერ ლი „ნუ მოკლავ ჯაფარასა“, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს  „ ბიძია თომას ქოხი“
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებისათვის შესაბამისი თემატიკის მხატვრული ნაწარმოების გაცნობა
                    
3.    ამოცანა:  დისკუსია . განვიხილავთ ჰარპერ ლის რომანის „ნუ მოკლავ ჯაფარასა „ და ჰარიეტ ბიჩერ სტოუს  „ ბიძია თომას ქოხი“

აქტივობის მიზანი: ანტირასისტული შინაარსის ნაწარმოების მთავარი იდეის    ამოცნობა-გააზრება               
4.    ამოცანა ფილმისნუ მოკლავ ჯაფარას „   ყურება მშობლიურ და სამიზნე, ინგლისურ ენაზე და მისი შემდგომი განხილვა.
 აქტივობის მიზანი: ანტირასისტული თემატიკის ფილმის და მხატვრული ნაწარმოების შორის პარალელის გავლება
5.     ამოცანა  :  მარტინ ლუთერ კინგის შესახებ ინფორმაციის გაცნობა  აქტივობის მიზანი:   მოსწავლეებისათვის ფერადკანიანთა უფლებადამცველის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
6.     ამოცანა  მარტინ ლუთერ კინგის სიტყვის „ მე მაქვს ოცნება“ გაცნობა და მისი როლური გათამეშება. 
აქტივობის მიზანი:მოსწავლეები მოირგებენ უფლებადამცველის როლს.
7.     ამოცანა :   კედლის პოსტერის  და ფლაერების დამზადება სახელწოდებით
 „ წითელი ბარათი რასიზმს“ .
აქტივობის მიზანი: თემის პოპულარიზაცია სასკოლო საზოგადოებაში პოსტერის და ფლაერების სახით
8.    ამოცანა :   ცნობილი ბრიტანელი პოპმომღერლის ჯონ ლენონის  ჰუმანიზმის და ტოლერანტობის თემატიკის   სიმღერის   Imagine ( წარმოიდგინე)  შესწავლა  მოსმენის აქტივობით.
 აქტივობის  მიზანი : მოსწავლეებისათვის ტოლერანტური შინაარსის სიმღერის გაცნობა მისი შემდგომი დასწავლა-შესრულებით
      მოსწავლეების წინარე ცოდნა:   ეროვნული სასწავლო გეგმით გრიფმინიჭებულ  სახელმძღვანელოში Top Score II, Pupil’s Book, Unit 2  მოსწავლეებმა შეისწავლეს  ილუსტრირებული  ტექსტი იმის შესახებ, თუ როგორ ებრძოდა  სპორტის სფეროში არსებულ  რასიზმს ცნობილი   ფეარდკანიანი ფეხბურთელი  რონალდინიო და თუ როგორ მიაღწია ამ მიმართულებით გარკვეულ წარმატებას. გარდა ამისა,  ამ ასაკის მოსწავლეები  იცნობენ და წაკითხული აქვთ  მოთხრობები და რომანები მოცემულ თემატიკაზე.
    პროექტის მონიტორინგი და შეფასება:  პროექტს სათავეში ჩავუდექით ორი ინგლისური ენის მასწავლებელი, რადგან ჩავთვალეთ, რომ გაზიარებული პასუხისმგებლობა პროექტის მიმდინარეობაზე უფრო ეფექტური იქნებოდა. ყოველ კვირას  ვამოწმებდით, თუ რა პროგრესი იყო  პროექტის განსახორციელებელ აქტივობებში. ლიტერატურის წაკითხვა მოწმდებოდა საკონტაქტო შეხვედრებზე განხორციელებული ტექსტის  განხილვებით.  საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობაისას ვახდენდით დაკვირვებას, თუ  როგორ მზადდებოდა მარტინ ლუთერ კინგის სიტყვის აღდგენა გარკვეული ფონეტიკური  კორექციის და მითითებების მიცემით. აგრეთვე საჩვენებელი ფილმის დემონსტრაციისას  ვაკვირდებოდით, თუ რომელ  ეპიზოდებს ადარებდნენ მოსწავლეები ლიტერატურულ ორიგინალთან. მიუხედავად არსებული მასალის სიმრავლისა ,  ვამოწმებით, თუ რამდენად ობიექტურ და ვალიდურ წყაროებს ირჩევდნენ პროექტში ჩართული მოსწავლეები  დავალებების შესასრულებლად. მოსწავლეები  მონდომებით ასრულებდნენ  დავალებებს, რაზეც მოწმობს ქვემოდ მოცემული ფოტომასალის ბმული.
პროექტის მასალები ასევე ატვირთულია ბლოგზე და   საპრეზენტაციო პორტალზე



                              პროექტის შესრულების განრიგი
ეტაპი
                         საქმიანობა
              განხორციელების                        ვადები
პასუხისმგებელი პირი
    1
მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და  პროექტში  ჩართვის მსურველების სამოტივაციო წერილებზე დაყრდნობით გამოვლინება

1-15 მარტი
15-30 მარტი
1-8 აპრილი
15-30 აპრილი
1-30  მაისი
ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი







2
 ანტირასისტული თემატიკის ნაწარმოების წაკითხვა  ჰარპერ ლი „ნუ მოკლავ ჯაფარასა“,ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ ბიძია თომას ქოხი“.






ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი

3
დისკუსია ჰარპერ ლის რომანის „ნუ მოკლავ ჯაფარას „





ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი


4
ფილმის ჩვენება და მისი შემდგომი განხილვა





ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი

  5
მარტინ ლუთერ კინგის შესახებ ინფორმაციის გაცნობა





ლ.იმნაიშვილი
6
მარტინ ლუთერ კინგის შესახებ ინფორმაციის გაცნობა





ნ.კანდელაკი
7
კედლის პოსტერის დამზადება სახელწოდებით „ წითელი ბარათი რასიზმს“






8
ჯონ ლენონის სიმღერის შესწავლა მოსმენის აქტივობით












                                   რეფლექსია პროექტის განხორციელების შესახებ
 პროექტის  დაწყებისთანავე გამოიკვეთა  საინტერესო მომენტი, კერძოდ კი ის , რომ მოსწავლეებს დიდი ინტერესი ჰქონდათ წარმოჩენილი პრობლემისადმი. მათ გარკვეული ლიტერატურა წაეკითხათ რასიზმის თემატიკაზე. ასევე მხატვრული ფილმებიდან და ინტერნეტსივრცედან უამრავი მაგალითი შეეძლოთ მოეყვანათ, თუ როგორ ხდება  დღესაც  ფერადკანიანთა შევიწროვება და დისკრიმინაცია რასის მიხედვით. ბევრ მოზარდში ეს გარემოება პროტესტს იწვევს და  მათ დიდი მზაობა გამოაცხადეს რაიმე სახით დაედასტურებინათ საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება  რასიზმის გამოვლენის ფაქტებთან დაკავშირებით. პროექტის  დაგეგმვისას მიზნად ვისახავდით   მოსწავლეებისათვის რასიზმის  პრობლემის აქტუალობის გაცნობას , მის გაანალიზებას   და ტოლერანტობის  არსის გაცნობიერებას. ვთვლით, რომ განხორციელებული აქტივობების წყალობით შევძელით დასახული მიზნის მიღწევა. ყველა დაგეგმილი აქტივობა  დროულად წარიმართა. პირველ შეხვედრისას დაიგეგმა საკონტაქტო შეხვედრების გრაფიკი. მოსწავლეებს გავაცანით ტერმინი რასიზმი. ვაჩვენე ფილმ „ ნუ მოკლავ ჯაფარას“ დან  ეპიზოდი, რომელიც ასახავს  სასამართლო პროცესს, რომელზეც  ატიკუს ფინჩი, ადვოკატი, იცავს შავკანიანის უფლებებს და  ამტკიცებს მის უდანაშაულობას. გამოწვევის ფაზაში ვაჩვენეთ ეს ვიდეო , რათა მოსწავლეებში გამეღვივებინა ინტერესი  პროექტის აქტულობის მიმართ. გავნმარტეთ ტერმინის მნიშვნელობა და დავავალეთ წიგნის ჯერ ქართულად წაკითხვა. დაიგეგმა შემდგომში წიგნის ადაპტირებული ვარიანტის წაკითხვაც. მის წასაკითხად მოსწავლეებს მიეცათ 2 კვირიანი პერიოდი. დაიგეგმა დისკუსიის ჩატარება , წიგნის განხილვა რასისტული დისკრიმინაციის კუთხით. ასევე დაიგეგმა როლური თამაში, რომელზეც მოსწავლეები მოაწყობდნენ ე.წ. სასამართლო პროცესს. შეირჩა ადვოკატი, ბრალმდებელი, ნაფიცმსაჯულთა სასმართლოს წევრები. დაფაზე დაიწერა სიტყვა SEGREGATION  და ვთხოვეთ მოსწავლეებს გაეხსენებინათ  მსოფლიოს  ისტორიის კურსიდან ეპიზოდი, რომელიც ასახავდა ფერადკანიანი ხალხის პროტესტს მათი დისკრიმინაციის წინააღმდეგ. მოსწავლეებმა  გაიხსენეს როზა  პარქსის ისტორია. ვთვლით, რომ დაწყებისთანავე პროექტი საინტერესოდ წარიმართა. ასევე პროექტის  ძლიერ მომენტად მივიჩნევთ მართინ ლუთერ კინგსის სიტყვის როლურად წარმოთქმა. მე-11 კლასელმა მოსწავლეებმა  ნიკა შვანგირაძემ, ანა ყიფიანმა, ქეთი ავალიანმა, მარიამ ფოფხაძემ  დიდი ემოციით და ენთუზიაზმით შეძლეს  გადმოეცათ  ცნობილი ანტირასისტული სიტყვის მთავარი გზავნილი. მთავარი სარგებელი, რომელიც პროექტის მონაწილეებმა მიიღეს არის  21 საუკუნეში არსებული  აქტუალური პრობლემის შესახებ ინფორმირება და მისი გადაჭრის გზების ძიება. როგორც ზემოდ ვახსენეთ, ყველა დაგეგმილი აქტივობა გახორციელდა , თუმცა  მსვლელობისას მოგვივიდა იდეა ჩაგვეტარებინა  მოსმენის აქტივობა   ჯონ ლენონის ცნობილი სიმღერის მიხედვით. მოსწავლეებმა მოისმინეს სიმღერა და შეავსეს გამოტოვებული კომპონენტები, ხოლო ბოლოს ყველა მონაწილემ შეასრულა ეს უკვდავი სიმღერა და ყველას დაევალა  სიმღერის ტექსტის   შესწავლა.ეს  აღმოჩნდა  ერთი დამატებითი აქტივობა, რომლის შეანა პროექტის მსვლელობისას  გადავწყვიტეთ.
  პროექტის ფარგლებში ჩატარდა დისკუსია წაკითხული ნაწარმოების მიხედვით. მოსწავლეებს დაევალათ ორკვირიანი პერიოდის მონაკვეთში  წაეკითხათ ცნობილი  ამერიკელი მწერლის ჰარპერ ლის რომანი“ნუ მოკლავ ჯაფარას“ ინგლისურ ენაზე ადაპტირებულ ვერსიაში.  დისკუსია წარიმართა ჯგუფური სამუშაოს სახით.  მოსწავლეებმა თავიანთ ჯგუფებში განიხილეს ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემები. ამ აქტივობის ჩატარების მთავარი მიზანი იყო შეგვემოწმებინა , თუ როგორ იცნობენ მოსწავლეები რომანის ტექსტს  და  როგორ გაიგეს მისი მთავარი იდეა-  საიდან გამომდინარეობს სათაური და რაზე  მიგვინიშნებს ავტორი  მისი სახელწოდებით. 5 ჯგუფში მოვახდინეთ ტექსტის მიხედვით კითხვებზე პასუხის გაცემა. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრება რომანის პერსონაჟების შესახებ. შემდეგ თითოეულმა ისაუბრა მათთვის ყველაზე ახლო პერსონაჟის შესახებ. დაიგეგმა შემდგომი სამუშაო შეხვედრის თემა და მიზანი. მოსწავლეებს დაევალათ გაცნობოდნენ  ანტირასიზმის მთავარი მგოსნის, მარტინ ლუთერ კინგსის, შესახებ ინფორმაციის მოძიება . პროექტის  ბოლო, მოსმენის ,აქტივობა , რომელიც მიზნად ისახავდა ჯონ ლენონის სიმღერის გაცნობას და სწავლებას, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ეს იყო შემაჯამებელი აქტივობა და მივიჩნიეთ , რომ უპრიანი იქნებოდა მასში სახალისო ნოტის შეტანა. მოსწავლეებმა და ჩვენ, მასწავლებლებმა, შევასრულეთ სიმღერა და ამ ოპტიმისტურ განწყობით დავასრულეთ პროექტი. მოსწავლეებმა თავიანთი  გულახდილი უკუკავშირი წარადგინეს , რომელშიც აღწერეს, თუ რა შეიძინეს და რა გაიგეს ახალი.







English  Club

          ქუთაისის  # 14  საჯარო  სკოლაში  2014-2015  სასწავლო  წელს    ჩამოყალიბდა  ინგლისური  ენის  კლუბი , ხელმძღვანელები  ნინო  კანდელაკი  და  ლელა  იმნაიშვილი.
         კლუბში  გაწევრიანებული  არიან  დაწყებითი  საფეხურის (3,4,5 კლ.) მოსწავლეები.
         კლუბი  მუშაობს  2  მიმართულებით :  ვსწავლობთ  პროექტებზე  მუშაობას  და  დრამატული  წრე.
         კლუბში  უკვე  განხორციელდა  და  სამომავლოდაც  დაიგეგმა  მთელი  რიგი  აქტივობებისა , რომლებსაც   თანდათანობით  მოგაწოდებთ. 
         უნდა  აღინიშნოს , რომ  კლუბში  განხორციელებულმა  აქტივობებმა  ხელი  შეუწყო  არა  მარტო  კლუბის  წევრებში  მოტივაციის  ამაღლებას , არამედ  დაინტერესება  გამოიწვია  სკოლის  დანარჩენ  მოსწავლეებშიც , რაც  იმაში  გამოიხატა , რომ  გაიზარდა  კლუბში  გაწევრიანების  მსურველთა  რიცხვი.  
          კლუბში  განხორციელებული  აქტივობები:
          აქტივობა  #  1
   თავდაპირველად მოსწავლეებს გაეცნო ინფორმაცია აღნიშნული კლუბის მიზნებისა და ფუნქციების შესახებმოსწავლეებმა დაწერეს სამოტივაციო წერილებითუ რატომ უნდოდათ ამ კლუბის წევრობა. ბავშვებს საინტერესო მოლოდინები აღმოაჩნდათ.
             


 აქტივობა  #  2

ინგლისური კლუბის   წევრ მოსწავლეებს დაუმზადდა  საწევრო  ბარათები. ბარათების მოქმედების ვადაა ერთი სასწავლო წელია. მოსწავლეები დიდი სიხარულით შეხვდნენ ამ სიახლეს .











აქტივობა  #  3
კლუბის  წევრებმა  შემოგვთავაზეს  პოსტერები , რომლებიც  განხორციელდა  პროექტის
" Pear  Tree  Farm " ფარგლებში .  






 აქტივობა  #  4 

        კლუბის  წევრებმა  სამომავლოდ  დაგეგმილი   აქტივობისათვის ფერადი  ქაღალდებისაგან  გამოჭრეს  ინგლისური  ასოები  და მხატვრულად  გააფორმეს  ისინი,  ასევე  გააფერადეს  ასოების  შესაბამისი  ნახატები  რომლებიც  სკოლის  პრინტერის  საშუალებით  ამოვბეჭდეთ  გუგლის  საძიებო  სისტემიდან.  








აქტივობა  # 5
 მომზადდა  საახალწლო  ღონისძიება   რომლის  ფარგლებში  კლუბის  მონაწილე  ბავშვებმა  წარმოგვიდგინეს  სკეჩი  ინგლისურ  ენაზე  ანბანის  შესახებ , გაიმართა  ინტერაქცია : ინგლისური  ანბანის  პირვეკლასელებისთვის   განმეორება- განმტკიცების  მიზნით , კლუბის  მოსწავლეები  პირველკლასელებთან  ერთად  შეეგებნენ  დამდეგ  ახალ  წელს  ინგლისურენოვანი  ლექსებითა  და  სიმღერებით.














აქტივობა  # 6 


      ინგლისური  ენის  კლუბი  გილოცავთ  ვალენტინობას! გისურვებთ  ულევ  სიყვარულს  და  ბედნიერებას!

   კიდევ  ერთი  ლამაზი  აქცია  ჩვენს  სკოლაში: ინგლისური  ენის  კლუბის  წევრებმა    მოგვილოცეს  ვალენტინობა  და  სკოლის  მოსწავლეებსა და პედაგოგებს  გადასცეს  სამახსოვრო  ბარათები  ამ  დღესთან  დაკავშირებით.  






















აქტივობა  #  7


კლუბის  წევრებმა  მარტის  სადღესასწაულო  დღეებთან :  დედათა  და  ქალთა  დღესთან  დაკავშირებით   გამართეს  ღონისძიება  რომელიც  მიუძღვნეს  თავიანთ   დედებს, ბებოებს ,  დებს ,  პედაგოგებს  და  ყველა  ქალბატონს! მათ ინგლისურ ენაზე გვიამბეს ქალთა დღის ისტორია და წარმოადგინეს ლექსები, რომლებითაც გამოხატეს თავიანთი სითბო და სიყვარული დედების და ბებიების მიმართ. კლუბის წევრებმა აგრეთვე შეასრულეს ხალხური ცეკვები. ბავშვებმა შეასრულეს აჭარული, აფხაზური , მთიულური  და რაჭული ცეკვები. ღონისძიებაზე წარდგენილი იყო მუსიკალური ბარათი POWER POINT ის მეშვეობით. ვიდეო ასახავდა მოსწავლეებს თავიანთ დედებთან ერთად. აქტივობას დაესწრნენ კლუბის წევრების მშობლები.ისინი დიდი ინტერესით უსმენდნენ საკუთარი შვილების ინგლისურენოვან მოლოცვებს და მადლიერებით მოიხსენიეს კლუბის საქმიანობაში მათი შვილების აქტიური ჩართულობა. 





2014-15 სასწავლო  წელს  მე-14 საჯარო სკოლაში ფუნქციონირება  დაიწყო ინგლისური ენის კლუბმა, რომელიც ორი მიმართულებით  მუშაობდა : 1. პროექტებზე მუშაობა და 2. დრამატული წრე. ერთი წლის განმავლობაში კლუბში მრავალი აქტივობა განხორციელდა და მუშაობამ საკმაოდ ხალისიანად და ნაყოფიერად ჩაიარა. წლის ბოლოს კი , როგორც ეს თავიდანვე იყო განსაზღვრული კლუბის აქტიურ მონაწილეებს გადაეცათ  სამახსოვრო სერთიფიკატები



























პროექტი  “  SAVE   THE   WORLD “




ბავშვის სრულფასოვანი განვითარება დიდად არის დამიკიდებული იმაზე, თუ რამდენად აქვს მას საკუთარი შესაძლებლობების, ინტერესებისა თუ ნიჭის გამოვლენისა და განვითარების საშუალება. სწორედ მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესების,მათ პიროვნულ და სოციალურ განვითარებასა და თვითაქტუალიზაციას, ასევე თავისუფალი დროის რაციონალურად დაგეგმვას  უწყობს ხელს სხვადასხვა ტიპის კლასგარეშე აქტივობები.უნდა აღინიშნოს ისიც ,რომ სკოლებში, სადაც არსებობს არაფორმალური განათლების კომპონენტები, მოსწავლეები უკეთესი აკადემიური მოსწრებითა და  თანამშრომლობის უნარით გამოირჩევიან, იშვიათად აქვთ დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები, გამოირჩევიან ასევე საკუთარი თავისადმი დადებითი დამოკიდებულებითა და თვითეფექტიანობის განცდით.
            სწორედ ამის გათვალისწინებით გადავწყვიტე, განმეხორციელებინა კიდევ ერთი პროექტი, ამჯერად სახელწოდებით: ,, დავიცვათ მსოფლიო“  “ Save The World“ ამ  საკითხით  მით   უფრო  დავინტერესდი, რომ  ეროვნული სასწავლო გეგმით  გათვალისწინებულ გრიფმინიჭებულ სახელმძვანელოში Top Score 1 მე-8 გაკვეთილის თემა : “ Our Planet” სწორედ გარემოს დაცვას ეხებოდა. ჩემთვის როგორც ინგლისური ენის მასწავლებლისათვის, მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის, რომ ჩემს მოსწავლეებს შეძლებოდათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის  გადმოცემა ინგლისურ ენაზე, მათ კი არ ჰქონდათ საკმარისი ლექსიკური მარაგი ამისათვის,  სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ღრმად  შეგვესწავლა ეს საკითხი და  განგვეხორციელებინა პროექტი სახელწოდებით: “ Save The World “ .
           პროექტის  აქტუალობა: გარემოს დაცვის პრობლემა არ კარგავს თავის აქტუალობას უკანასკნელი ათწლედებია. ჩვენთვის,  მასწავლებლებისთვის, მეტად მნიშვნელოვანია   დავანახოთ  ჩვენს აღსაზრდელებს, თუ როგორ გავლენას ახდენს ადამიანის  საქმიანობა ბუნებაზე, რა  ცვლელებებს იწვეწვს ის  გარემოში  და  როგორ  შეიძლება   გავხადოთ  ადამიანის ზეგავლენა სასარგებლო და  სიკეთის მომტანი ბუნებისათვის. მიმაჩნია, რომ  სწორედ ადრეულ ასაკში უნდა მოხდეს  ამ სასიცოცხლო  აუცილებლობის უნარ-ჩვევების  ჩამოყალიბება, რათა  მომავალში მათი გამოყენება თითეულ მათგანს მოთხოვნილებად ექცეს.
პროექტის მიზანი :  
1.მოზარდებს   ჩამოუყალიბდეს  გარემოს  დაცვისა  და  მასზე  დადებითიდ  ზემოქმედების   უნარები.
2. მოსწავლეებში  მოხდეს  ლექსიკური მარაგის გამდიდრება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით  რათა მათ შეძლონ ინგლისურ ენაზე საკუთარი აზრის გამოხატვა და მსჯელობა.
3.მოსწავლეებში  ეფექტური კომუნიკაციის  და თანამშრომლობის უნარების ჩამოყალიბება.
4.თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შექმნან სხვადასხვა რესურსები  აღნიშნული თემის პოპულარიზაციისათვის.
საგნობრივი სტანდარტი:
უცხ..IV.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ..IV.24. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი
უცხ..IV.27. მოსწავლეს შუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.
უცხ..IV.29. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.
პროექტის  ამოცანები:
1.მოზარდებში  გარემოს  დაცვისა  და  მასზე  დადებითი  ზემოქმედების   უნარების ჩამოყალიბება და განვითარება.
2. მოსწავლეებში   ლექსიკური მარაგის გამდიდრება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით  რათა მათ შეძლონ ინგლისურ ენაზე საკუთარი აზრის გამოხატვა და მსჯელობა.
3.მოსწავლეებში  ეფექტური კომუნიკაციის  და თანამშრომლობის უნარების ჩამოყალიბება.
4.თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით  სხვადასხვა რესურსების  შექმნა აღნიშნული თემის პოპულარიზაციისათვის.
პროექტის განხორციელების წინაპირობები: 
მოსწავლეები ფლობენ გარკვეულ საბაზისო უნარ-ჩვევებს (წერით, კითხვით და  ზეპირმეტყველებითს) ასევე შეუძლიათ ხატვა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება (კომპიუტერის საშუალებით საჭირო ინფორმაციების მოძიება , ასევე ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით მათ მიერ შექმნილი რესურსების ატვირთვა და გაზიარება.)
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:
1.ორენოვანი საინფორმაციო  ბარათების :” Let’s  Recycle“  დამზადება და გავრცელება როგორც სკოლის ასევე მის ფარგლებს გარეთ.
2.“Minute Art” (აქტივობის შინაარსი: თითოეულ მოსწავლეს მიეცა 3 წუთი იმისათვის, რომ  პროგრამა: Paint- ის გამოყენებით  გადმოეცათ საკუთარი ემოციები დედამიწის დღესთან დაკავშირებით. დროის ლიმიტი 3 წუთი შეირჩა ცნობილი სამაშველო სიგნალის “SOS”-ის გათვალისწინებით.)
3.აქტივობა “Minute Art”-ში შესრულებული ნახატებით, საპრეზენტაციო პროგრამა Power Point-ის საშუალებით შეიქმნა  სლაიდ შოუ რომელიც მოსწავლეების მიერ ატვირთულ იქნა ინტერნეტ სივრცეში.
4. დედამიწის დღის აღსანიშნავად მოწყობილი გამოფენა “Earth Day is Every Day” (ყოველი დღე დედამიწის დღეა).
5.მაკულატურის შეგროვება როგორც სკოლის  ასევე მის ფარგლებს გარეთ.
6.პოსტერების დამზადება და სკოლაში თვალსაჩინო ადგილებში განთავსება.
7.მაკულატურის ჩაბარება.
8.ნერგების დარგვა.
9.მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე:“  Save The World “.
10.პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი ორენოვანი ფლაერების დამზადება და გავრცელება.
პროექტში მონაწილეების ასაკი, კლასი:     
8-16 წელი,  III- IX კლასის მოსწავლეები.
პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია:    
მთელი პროექტის განმავლობაში ვაწარმოებდი მონიტორინგს რაც დამეხმარა გამომევლინა  გარკვეული  ცვლილებები და შესაძლო ხარვეზები .
ორენოვან ფლაერებზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა გარკვეული სახის ტექნიკური  პრობლემა,  მოსწავლეებს გაუჭირდათ მათ მიერ შედგენილი ტექსტების ფლაერზე დატანისას არეების დაცვა. ამ წინააღმდეგობის დაძლევაში დაგვეხმარა ისტის მასწავლებელი.
რაც შეეხება დროის მენეჯმენტს, ჩვენ მოვახერხეთ და ზუსტად ჩავეტიეთ წინასწარ გათვლილ დროში გარდა ერთი აქტივობისა, ეს იყო ნერგების დარგვა,  რადგან პროექტი მარტის თვეში დაიწყო და მაკულატურის შეგროვება და რეალიზება დროში გადაიწია ჩვენ  დაგვიგვიანდა ნერგების დარგვა და ეს აქტივობა გადაიდო მომავალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის(შემოდგომაზე).
თემის აქტუალობიდან და მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე , აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომდევნო სასწავლო წელს ნერგების დარგვის გარდა განხორციელდა კიდევ რამოდენიმე აქტივობა.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი , რომ მიუხედავად შესაძლო რისკებისა ჩვენ შევძელით და ერთიანი ძალისხმევით  თავიდან ავიცილეთ ისინი და ჩვენი პროექტი წარმატებით განხორციელდა. ჩვენ გავედით მთავარ მიზანზე: მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი  აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით . მათ შეძლეს ინგლისურ ენაზე  საკუთარი აზრის გამოხატვა და მსჯელობა ზემოთ აღნიშნულ საკითხზე.მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ  ეფექტური კომუნიკაციის  და თანამშრომლობის უნარები .თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, აღნიშნული თემის პოპულარიზაციისათვის შექმნეს სხვადასხვა რესურსები: ფლაერები, სლაიდ შოუ, პოსტერები. განხორციელეს  გარემოზე ზრუნვის გამომხატველი აქტივობები.
პროექტმა არა მხოლოდ მონაწილე მოსწავლეებში , არამედ სასკოლო საზოგადოებასა და თემშიც დიდ ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია.
პროექტის განხორციელების შესაძლო ხარვეზები და რისკები და მათი თავიდან აცილების გზები:  
ერთ-ერთი აქტივობა იყო ფლაერების დამზადება რომელიც გარკვეულ რესურსს მოითხოვდა , სკოლის დირექციის დახმარებით ეს პრობლემაც წარმატებით იქნა დაძლეული. 
ასევე დაგვიანდა და მომავალი წლისთვის გადაიდო ნერგების დარგვა, რადგან პროექტი მარტის თვეში დაიწყო და მაკულატურის შეგროვება და რეალიზება დროში გადაიწია.
მოსალოდნელი შედეგები:
1.მოზარდებს   ჩამოუყალიბდებათ  გარემოს  დაცვისა  და  მასზე  დადებითი  ზემოქმედების   უნარები.
2. მოსწავლეებში  მოხდება  ლექსიკური მარაგის გამდიდრება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით  და  ისინი შეძლებენ  ინგლისურ ენაზე საკუთარი აზრის გამოხატვასა  და მსჯელობას.
3.მოსწავლეებს  ჩამოუყალიბდება კომუნიკაციის  და თანამშრომლობის უნარები.
4.თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შექმნიან სხვადასხვა რესურსებს აღნიშნული თემის პოპულარიზაციისათვის.
          პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დრო:   
2013-14 სასწავლო წლის მარტი-ივნისი (4 თვე) (2014 წლის სექტემბერი)
ეტაპი
აქტივობები

განხორციელების ვადები



მარტი


აპრილი
მაისი   
ივნისი
1
ორენოვანი საინფორმაციო  ბარათების :” Let’s  Recycle“  დამზადება და გავრცელება როგორც სკოლის ასევე მის ფარგლებს გარეთ.




2
“Minute Art” ნახატების შესრულება.




3

სლაიდ შოუს შექმნა და ინტერნეტ სივრცეში ატვირთვა.




4
დედამიწის დღის აღსანიშნავად მოწყობილი გამოფენა “Earth Day is Every Day”




5
მაკულატურის შეგროვება როგორც სკოლის  ასევე მის ფარგლებს გარეთ.




6
პოსტერების დამზადება და სკოლაში თვალსაჩინო ადგილებში განთავსება.




7
მაკულატურის ჩაბარება.




8
ნერგების დარგვა.
პროექტის დასრულების შემდეგ
9
მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე:“  Save The World “.




10
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი ორენოვანი ფლაერების დამზადება და გავრცელება.




                                         
            საგანმანათლებლო პროექტის  რეფლექსია :
პროექტის “Save The World “ განხორციელების იდეას საფუძვლად უდევს რამოდენიმე მიზეზი. პირველ და უმთავრეს მიზეზად მიმაჩნია ის, რომ ზოგადად  სხვადასხვა ტიპის კლასგარეშე აქტივობები და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასწავლო პროექტი, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გამოავლინონ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები, რაც თავისთავად  უწყობს  ხელს ბავშვის სრულფასოვან განვითარებასა და თვითაქტუალიზაციას. მოსწავლეები გამოირჩევიან უკეთესი აკადემიური მოსწრებითა და  თანამშრომლობის უნარით, ასევე საკუთარი თავისადმი დადებითი დამოკიდებულებითა და თვითეფექტიანობის განცდით. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვან მიზეზს, ჩემთვის როგორც ინგლისური ენის მასწავლებლისათვის, წარმოადგენდა ის, რომ ჩემს მოსწავლეებს (განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე)არ ჰქონდათ საკმარისი ლექსიკური მარაგი იმისათვის, რომ არსებულ თემასთან დაკავშირებით გამოეხატათ საკუთარი აზრი, მიუხედავად ამისა პროექტში ჩართულმა ყველა მოსწავლემ საწყის ეტაპზე სხვადასხვა სახის აქტივობების გამოყენებით მოახერხა და გამოხატა საკუთარი აზრი თუ ემოცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და გარკვეული წვლილი შეიტანა გარემოს დაცვაში, პროექტის ბოლოს კი მათ დაუგროვდათ გარკვეული ლექსიკური მარაგი და არა მარტო, საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა მოასწვლეთა კონფერენცია აღნიშნულ თემაზე, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მოსწავლეებში ასევე პედაგოგებში და დასახელდა გამარჯვებული თემა,რომლის ავტორებს გადაეცათ გამარჯვებულის სერთიფიკატი.გამარჯვებული თემის გამოვლენა მოხდა თავად მონაწილე მოსწავლეებისაგან ჩემს მიერ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით. კონფერენციაში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცა მონაწილის სერთიფიკატი რაც მათთვის კიდევ ერთი დამატებითი სტიმული იყო და ხელი შეუწყო მათში მოტივაციისა და საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენის გაზრდას.
პროექტის  განხორციელების შედეგად  მიღწეული იქნა მთავარი მიზანი: მოსწავლეებში გაიზარდა ლექსიკური მარაგი და მათ შეძლეს ინგლისურ ენაზე საკუთარი აზრის გამოხატვა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.ჩამოუყალიბდათ  გარემოს  დაცვისა  და  მასზე  დადებითი ზემოქმედების უნარები.ასევე  ეფექტური კომუნიკაციის  და თანამშრომლობის უნარები და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შექმნეს სხვადასხვა რესურსები  აღნიშნული თემის პოპულარიზაციისათვის.
მოსწავლეებმა  სიღრმისეულად შეისწავლეს ეს აქტუალური საკითხი და დიდი  პასუხისმგებლობით მოეკიდნენ  ყველა აქტივობების შესრულებას.
ამაღლდა   მოსწავლეთა მოტივაცია  და, შესაბამისად,გაიზარდა  პასუხისმბეგლობა. მოსწავლეებმა  ერთი იდეის  ქვეშ  შექმნეს  საერთო პროდუქტები:  პოსტერები, ორენოვანი ფლაერები  და  ვიდეორესურსი .
განსახორციელებელი ვადებიდან  გამომდინარე   მომეცა   საშუალება  დაგვენახა   დინამიკაში   გარემოზე ზრუნვის   პროცესი. მაკულატურის შეგროვების   პროცესში ჩაერთო მთელი სასკოლო საზოგადოება, როგორც  მოსწავლეები, ასევე მასწავლებლებიც. არცერთი  გამოყენებული  ფურცელი თუ ქაღალდი არ   გადაგდებულა  სანაგვე  ყუთში 2013-14 სასწავლო წლის მარტი-ივნისის ჩათვლით. დანიშნულ ადგილზე მოდიოდა    გამოყენებული რვეული და მეორადი წიგნები, ჯამში შეგროვდა 400 კილოგრამი  ქაღალდი და მოხდა მისი  რეალიზაცია   სპეციალურ  მისაღებ  პუნქტში. რეალიზებული  მაკულატურის  თანხა მოხმარდა  ნერგების შეძენას, როელიც  დაირგა   სკოლის ეზოში.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები პერიოდულად იტვირთებოდა სკოლის ფაესბუქ გვერდზე.
სასწავლო პროექტის დაგეგმვისას  გავითვალისწინე მასწავლებლის სტანდარტი:

თავი IV
პრაქტიკოსი მასწავლებელი
მუხლი 7. სასწავლო პროცესის დაგეგმვა
4.აცნობიერებს კლასგარეშე საქმიანობის როლსა და მნიშვნელობას მოსწავლეთა მოტივაციის, სწავლისა და მრავალმხრივი განვითარებისათვის. კლასგარეშე საქმიანობას გეგმავს სასკოლო გეგმის შესაბამისად.

                                                       „თავი IV1
                                                            წარჩინებული მასწავლებელი
მუხლი 13. სასწავლო პროცესის დაგეგმვა

4.მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, გეგმავს კლასგარეშე აქტივობებს.



გამოყენებული ლიტერატურა:   
1.      ეროვნული სასწავლო გეგმა
2.      ინგლისური ენის სახელმძღვანელო  Top Score 1

3.      Intel-ის ტრენინგის მასალები






ორგანიზაცია   PH  international - ის  პროგრამა   ELCE  (English  Language  Through
                  Civic  Education ) ფარგლებში  განხორციელდა   პროექტი :
   ,,გავულამაზოთ   ცხოვრება   ჩვენს  თანატოლებს

პროექტის  იდეა:       სკოლის  ფარგლებში  სხვადასხვა   სახის  დახმარების
                                (ტანსაცმელები,წიგნები,სათამაშოები,სასკოლო   ნივთების)
                                     შეგროვება  და  გადაცემა  და მოსწავლეთა  მიერ  ორგანიზებული
                                     კონცერტის გამართვა  ბავშვთა  სოფლის  მცხოვრებლებისათვის.პროექტის  მიზანი:   მოსწავლეები  ჩაწვდნენ  სიტყვის:"Volunteerism – მოხალისეობა"    
                                      
   არსს  და  მოახდინონ  გაკვეთილის თემის  რეალიზება
                                     ცხოვრებაში.

მონაწილეთა ასაკი:                8-13  წელი/ III - VII  კლასი
პროექტის  ხანგრძლივობა:      23.04 __ 28.05.2013
მოსალოდნელი პროდუქტი : დამეგობრება  ბავშვთა სოფლის  მცხოვრებლებთან  და
                                                       მსგავსი  აქციის გაგრძელება.

საჭირო  რესურსები:           მოსწავლეების  მიერ  შეგროვილი სხვადასხვა  სახის
                                                ნივთებიმუსიკალური  ცენტრიდისკები  და  მეხსიერების
                                                ბარათი, პროექტორი  და კომპიუტერი, ცეკვის  ფორმები,        
                                                სატრანსპორტო  საშუალება  და  სხვ.

კავშირი  ეროვნულ   სასწავლო გეგმასთან:   პროექტი  გაიმართა  PH international - ის
                                               პროგრამა  "ELCE" _ის     ფარგლებში   № 7 მოდულის  
                                               შინაარსიდან    “Volunteerism”   გამომდინარე.  



პროექტის  მსვლელობა: 1. VII   კლასის  მოსწავლეებთან  ერთად  საქველმოქმედო 
                                                ბარათების  “Charity  Cards”   დამზადება.
    

2. გაკვეთილი  თემაზე : “Volunteerism”  ამერიკელი  ექსპერტის  Kirsten  Mashinter
დაკვირვებით  და  აქტიური  მონაწილეობით.
                                            


                    
3. საქველმოქმედო  ბარათების  დარიგება  სკოლაში 7ა  და  3 კლასის  მოსწავლეების  მიერ
                                            
 4. სკოლის  ფარგლებში  სხვადასხვა   სახის  დახმარების  
    (ტანსაცმელები,წიგნები,სათამაშოები,სასკოლო   ივთების)  შეგროვება.
 .
                                         

 5. ბავშვთა  სოფელში  საჩვენებელი  ღონისძიებისათვის
    საჭირო  რესურსების  მოძიება  და  რეპეტიციები.
           
6.მშობლების  დახმარებით  დავიქირავეთ  მინი  ავტობუსი  ბავშვთა  სოფელში
გასამგზავრებლად

7.სტუმრად  ბავშვთა  სოფელში: საჩუქრების  გადაცემა  და  ღონისძიების  გამართვა.




8.ბავშვები  მხიარულ  ნოტაზე  დაშორდნენ  ერთმანეთს და  მხიარულება  გზაზეც  განაგრძე

9.მოსწავლეებს  გადაეცათ  სიგელები  მომავალში  მოტივაციის  ამაღლების  მიზნით




 პროექტის ხელმძღვანელი:    ლელა  იმნაიშვილი

                                                 

ელ:ფოსტა:                       lela.imnaishvili@gmail.com

                             




 
    
    
    















პროექტი  ’’  ახალი  წელი  მოდის”      NEW  YEAR  IS  COMING 


     2012   წლის  20  დეკემბერს  № 14  საჯარო  სკოლაში  გაიმართა  საახალწლო  ღონისძიება 
რომელშიც  მონაწილეობა  მიიღეს  როგორც  ამავე სკოლის  მოსწავლეებმა  ,რუსული  და
ინგლისური  ენის  პედაგოგებმა  ასევე  მოხალისე  მასწავლებელმა  ავსტრალიიდან  No  Mi 
Che.
პროექტის  იდეა:    საახალწლო  ღონისძიებით  მივულოცოთ  ახალი  წლის  დადგომა 
                                   №  14  საჯარო  სკოლის  მოსწავლეებს ,  პედაგოგებს  და  მშობლებს
მიზანი:                  1. შემოქმედებითი   აზროვნების   ჩამოყალიბების  ხელშეწყობა
1.      ევროპაში და საქრთველოში ახალი წლის აღნიშვნის
 ტრადიციების    გაცნობა -შედარება-დაკავშირება.
                                3. მოზარდებში  თანამშრომლობის და თანადგომის     თვისებების 
                                 განვითარების  ხელშეწყობა

განხორციელების  გზები: 1. მოსწავლეებისა   და  პედაგოგების  მიერ  შეირჩა 
                                                მისალმების  ტექსტი  ,ინგლისური და რუსული სიმღერები         
                                                და  ლექსები ,საცეკვაო  ნომრები  და  სკეჩები .
                                                2.მოსწავლეები  დაიყო  ცალკეულ  ჯგუფებად
                                                ღონისძიების  გახსნისათვის  მისასალმებელი  ტექსტისა
                                                და   ინგლისურენოვანი  სკეჩის  დადგმაში
                                                მოსწავლეებს  ხელმძღვანელობდა  ნინო  კანდელაკი
                                                რუსული  ნაწილის  მომზადებას   ხელმძღვანელობდა   
                                                ქეთევან  ამბროლაძე
                                                საქართველოს  სხვადასხვა  კუთხეების  საახალწლო 
                                                ტრადიციების  ინგლისურ  ენაზე წარმოდგენასა  და  მათ
                                                ვოკალურ  და  ფოლკლორულ  გაფორმებაზე  იზრუნა  
                                                ლელა  იმნაიშვილმა
                                             ინგლისურენოვანი  სკეჩის  დადგმაში  დამამთავრებელი 
                                             კლასისი  მოსწავლეებს  დაეხმარა  ნონა  ჯიმშელეიშვილი
                                            3.ღონისძიებისათვის  საჭირო  ტექნიკურ  მხარეზე: (სიდი
                                             პლეერი, კომპაქტ დისკები ,ხმის  გამაძლიერებლები ,
                                             მიკროფონები ,   ლეპტოპი)  იზრუნა  დირექციამ
                                             4. ფოლკლორული კოსტიუმების  და სხვა თეატრალური
                                             კოსტიუმების  ასევე  ვიდეო გადამღების და  ციფრული
                                             ფოტოაპარატის   დაქირავებაში(50  + 80 ლარი)   წვლილი 
                                             შეიტანეს  მშობლებმა.
                                              5. აქტივობების ერთ კომპოზიციურ  სივრცეში შეკვრას 
                                             ორგანიზება  გაუკეთეს  ინგლისური  ენის  პედაგოგებმა:
                                            ლელა  იმნაიშვილმა  და  ნინო  კანდელაკმა
განხორციელების ვადა:   1  თვიან ვადაში მომზადდა  თეატრალური საახალწლო 
                                              კონცერტი საშობაო თემატიკაზე.
რესურსები:       1. ფოლკლორული  და სხვა თეატრალური კოსტიუმები  
                            2. ფორმატებზე შესრულებული  საახალწლო თემატიკის  ნახატები
                            3. სიდი  პლეერი, კომპაქტ დისკები საჭირო მუსიკის  თანხლებით
                           4. ვიდეო გადამღები , ციფრული ფოტოაპარატი
                           5. ხმის  გამაძლიერებლები , მიკროფონები ,  ლეპტოპი
შედეგი:   დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების  მოსწავლეებმა  შეძლეს  ურთიერთ მხარდაჭერის და თანამშრომლობის წყალობით მოემზადებინათ და შეექმნათ ერთობლივი  პროდუქტი კონცერტის სახით. მათ გააღრმავეს ურთიერთ მეგობრული დამოკიდებულება და ისწავლეს  საერთო საქმის მიმართ პირადი პასუხისმგებლობა.შედაგად  მივიღეთ არა მხოლოდ შესანიშნავიად დადგმული და კომპოზიციურად შეკრული ღონისძიება, არამედ  მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედებითი და პიროვნული თვისებების  ბრწყინვალე დემოსტრირება გაგაკეთეს.

   20.12.12  ჩატარებული საახალწლო ღონისძიების  პროგრამა
1. მისალმება .მარიამ რობაქიძე (7ა) და ქეთევან სვანიძე (7ა)
2. ინგლისური სიმღერა     “ CHRISTMAS TIME” მ.რობაქიძე, ქ. სვანიძე (7ა)
3.  სქეტჩი ინგლისურ ენაზე: ’’ WHEN WILL NEW YEAR COME?”მ.კერელეიშვილი,ბ. ოქროპილაშვილი,ქ.ავალიანი, ქ.ანდრიაძე, ა. ყიფიანი, ე.მაშანეიშვილი (6ბ). ინგლისური ლექსები.
4. ინგლისური სიმღერა  SILENT NIGHT           მ.კეკრელეიშვილი (6ბ)
                                             
5.   საბალეტო ნომერი   სიმღერის თანხლებით 

6.ინგლისური სიმღერა  EUPHORIA                          მ.გიორგობიანი, ქ. სულაბერიძე(9ბ)
7. სქეტჩი რუსულ ენაზე      ДЕД МОРОЗ                     7გ, 8ბ კლასის მოსწავლეები
8. რუსული სიმღერა   ХЛОПУШКИ
    გუჯეჯიანი(8ბ),ნ.კვანტიძე(8ბ),მ.გიორგობიანი(9ბ).ა.ხურციძე(7გ)

9. ინგლისური სეტჩი  საქართველოს ტრადიციებზე. ინგლისური ლექსები.(7ბ)
10. ქართული ფოლკლორული ცეკვები   (7ბ), (3ა)  კლასის მოსწავლეები: ცეკვა მთიულური, ცეკვა აჭარული, ცეკვა რაჭული, ცეკვა ქართული
11. ინგლისური სიმღერა  DRIP DROP                                მ.გიორგობიანი,ა. გუჯეჯიანი
12. ინგლისური სიმღერა   PRICE TAG                ქ. სულაბერიძე, მ.გიორგობიანი(9ბ)
13. სქეტჩი ინგლისურ ენაზე .  (12 ა)
14. ინგლისური სიმღერა ALL I WANT FOR CHRIStMAS IS YOU    ა.გუჯეჯიანი(8ბ) 
                          
15.ღონისძიების  სიურპრიზი:  საცირკო  ნომრები  და  სიმღერა  შემსრულებლები:
მოხალისე მასწავლებლები  ავსტრალიიდან  No  Mi  Che  &  Dawa
16. ჯგუფური ცეკვა   (12ა)    FLASH  MOB. MODERN DANCES
17. თოვლის  პაპა , ბაბუ  და  სანტა  მოგვილოცავენ  ახალ  წელს      18. სიმღერა ინგლისურ ენაზე   HAPPY NEW YEAR        ასრულებს ყველა მონაწილე   
განხორციელების  ვადები: 1.12.2012-20.12.2012
პროექტის ხელმძღვანელი:    ლელა  იმნაიშვილი
                                                    ნინო  კანდელაკი  
ელ:ფოსტა:                                  lela.imnaishvili@gmail.com
                                                       Kandelaki.niniko@gmail.com





















         პროექტი  :   ’’  ახალი  წელი   __    NEW  YEAR  ”

       2012 წლის 21  დეკემბერს  ბავშვთა  გასართობ  ცენტრში  :,, სიმბა ‘’ გაიმართა 
საახალწლო  ღონისძიება  რომელშიც  მონაწილეობა  მიიღეს  მე-14 საჯარო  სკოლის
3  კლასის  მოსწავლეებმა  და  მოხალისე  მასწავლებელმა  ავსტრალიიდან  ნო  მაი  ჩიმ.

პროექტის  იდეა:    საახალწლო  ღონისძიებით  მივულოცოთ  ახალი  წლის  დადგომა 
                                   №  14  საჯარო  სკოლის  მოსწავლეებს ,  პედაგოგებს  და  მშობლებს

მიზანი:                  1. შემოქმედებითი   აზროვნების   ჩამოყალიბების  ხელშეწყობა
  2.      მოზარდებში  თანამშრომლობის  განვითარების  ხელშეწყობა

მონაწილეთა ასაკი:      7-8  წელი / 3  კლასი

მოსალოდნელი პროდუქტი : საახალწლო  ღონისძიება 

განხორციელების  გზები: 1. ინგლისური  ენის  პედაგოგის  მიერ  შეირჩა  საახალწლო 
                                                     სიმღერები , ცეკვები  და  ლექსები  რომლებიც 
                                                     გაუნაწილა  მოსწავლეებს.
                                                  2.მოსწავლეებმა  განასახიერეს  ინგლისურის 
                                                     სახელმძღვანელოში  “English  World “
                                                     მოცემული  პერსონაჟები: King  Tub , Princess  Bella ,
                                                     Pirate  Jack , Biffo  &  Mr  Jolly 
                                                  3.სხვადასხვა  აქტივობების ერთ კომპოზიციურ  სივრცეში
               შეკვრა
            4.მშობელთა  ინიციატივითა  და  მხარდაჭერით
               ღონისძიება  გაიმართა  ბავშვთა  გასართობ ცენტრში 
               „სიმბა“
            5.ტრანსპორტირების  ხარჯებიც  მშობლებმა  გაიღეს

რესურსები:    1. ფოლკლორული კოსტიუმების  და სხვა თეატრალური
                           კოსტიუმების  დაქირავება
                          2.სიდი  პლეერი  და  კომპაქტ დისკები საჭირო მუსიკის  თანხლებით
                          3. გასართობი  ცენტრი  „სიმბა’’
                          4. ვიდეო გადამღები,  ციფრული ფოტოაპარატი.  

 პროექტის  მსვლელობა:  1.მისალმება 
                                                2.სკეჩი  წიგნის  გმირების  მონაწილეობით
                                                3.საახალწლო  ლექსები  და  სიმღერები
                                                4.ხალხური  ცეკვები:აჭარული, რაჭული,მთიულური
                                                5.“პრინცესა  ბელამ“  შეასრულა საახალწლო  სიმღერა
                                                6. შესრულდა  ასევე  კლასიკური  მუსიკა  ვიოლინოზე
                                                  ამავე  კლასის  მოსწავლის  მიერ
                                                7.ღონისძიების  სიურპრიზი: ნო მაიმ  მოსწავლეებთან
                                                   ერთად  შეასრულა  საახალწლო  სიმღერა „Feliz  Navi                                                                    Dad” რომელიც  მან  თავად  ასწავლა  მოსწავლეებს
                                                   და  გადასცა  მათ  სამახსოვრო  საჩუქრები  ნიშნად 
                                                   დიდი  სიყვარულისა  და  მადლიერებისა
                                                8.მოსწავლეებმა  გადაიღეს  სამახსოვრო  სურათები 
                                                   თოვლის  ბაბუსთა , მშობლებთან  და  პედაგოგებთან                                                                   ერთად     და  ძალიან  ბევრი  იმხიარულეს

შედეგი:   მოსწავლეებმა  შეძლეს  ურთიერთ მხარდაჭერის და თანამშრომლობის წყალობით მოემზადებინათ და შეექმნათ ერთობლივი  პროდუქტი კონცერტის სახით. მათ გააღრმავეს ურთიერთ მეგობრული დამოკიდებულება და ისწავლეს  საერთო საქმის მიმართ პირადი პასუხისმგებლობა.შედაგად  მივიღეთ არა მხოლოდ შესანიშნავიად დადგმული და კომპოზიციურად შეკრული ღონისძიება, არამედ  მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედებითი და პიროვნული თვისებების  ბრწყინვალე დემოსტრირება გაგაკეთეს.
















განხორციელების  ვადები: 10.12.2012-21.12.2012


პროექტის ხელმძღვანელი:    ლელა  იმნაიშვილი
ელ:ფოსტა:                       lela.imnaishvili@gmail.com

                                           






სასწავლო  პროექტი  :   “Australian  Animals  and  Birds”
            2012  სასწავლო  წლის  I  სემესტრში  ინგლისურის  მასწავლებლის  ლელა 
იმნაიშვილის  და  მოხალისე  მასწავლებლის  No  Mi  Che  ინიციატივით,  ეროვნულ 
სასწავლო  გეგმასთან  შესაბამისობაში, განხორციელდა  პროექტი  სახელწოდებით:   “ Australian  animals  &  birds “
პროექტის  მიზანი : ავსტრალიის  კონტინენტის  ფაუნის  პოპულარიზაცია  და
                                     მოსწავლეებში  სხვადასხვა  უნარების  განვითარება:  
                                     არაქართულენოვანი  მოსაუბრის  მოსმენა,
                                     მოსმენილის  გააზრება   გაანალიზება (კითხვა - პასუხი/
                                    პარალელების  გავლება და ა.შ.)
მონაწილეთა  ასაკი:      8-12  წელი /  II    III    VII  კლასები

პროექტის  ხანგრძლივობა:  კვირაში  ერთხელ  გაკვეთილის  ბოლო  5-7 წუთის 
განმავლობაში  მოსწავლეები  ისმენდნენ  უცხოელის  მიერ  გადაცემულ
ინფორმაციას  და  ამის  შემდეგ  პასუხობდნენ  მის  მიერ  დასმულ  შეკითხვებზე 
რაც  ხელს  უწყობდა  ზემოთ  მოცემული  უნარების  განვითარებას. პროექტის 
ხანგრძლივობა  მთლიანობაში მოიცავდა  2  თვეს.

საჭირო  რესურსები : კომპიუტერი  და  ინტერნეტი,  ფოოსურათები, ფერადი     მარკერები  და  თაბახის  ფურცლები.

პროექტის  პროდუქტი: წლის  ბოლოსათვის  მოსწავლეებმა  თავად  შეძლეს  ინტერნეტის  გამოყენებით  საჭირო  ინფორმაციების  მოძიება  და  პოსტერების  დამზადება  ჯგუფური  მუშაობით

პროექტის  ხელმძღვანელი: ლელა  იმნაიშვილი  და  No  Mi  Che












 
კვლევა - პროექტი      Who   Wants  To Live  Forever 


კვლევის მიზანი:
 გაირკვეს ,რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს  ჯანსაღი ცხოვრების  წესის  მთავარი   ასპექტებში   გარკვევა  და რას მიიჩნევენ  პრიორიტედად  ხანგრძლივი  სიცოცხლისათვის  .

ორგანიზება:  
       დაიგეგმოს ისეთი შეკითხვები, რომლებზეც  პასუხის გაცემა  მოგცვემს  თვანათლივ სუართს, თუ რას   აკეთებენ ჩვენი მოზარდები ხანგრძლივი და ჯანსაღის ცხოვრებისათვის
კვლევაში მონაწილეები:   
კვლევაში მონაწილეები:     მე-8 კლასის მოსწავლეები - სულ  60 მოსწავლე.
კვლევის მიზნის მიღწევის მიზნით შეირჩა ისეთი კითხვები, რომლებიც მოგვცემდა საშუალებას  გაგვეგო  თუ პრაქტიკულად რას აკეთებენ მოსწავლეები ამ მიმართულებით.


ასე გამოიყურება კითხვარი
1.        რა არის საშუალო  სიცოცხლის ხანგრძლივობა  თქვენი უფროსი თაობის წარმომადგენლებში( ბებიები, ბაბუები,დიდი ბებიები და ბაბუები)?
                     ა. 60-70 წელი          ბ.  70-80   წელი                  გ.  90 წლამდე                                               

2.      თქვენი აზრით, ხანგრძლივი  სიცოცხლე და ჯანსაღი ცხოვრება არის ერთმანეთთან კავშირში?
ა. კი                                                                ბ. არა
3.      აკეთებთ თუ არა დილის ვარჯიშებს?
ა. კი                                                                 ბ. არა
4.      როგორია თქვენი კვების რეჟიმი?რა პეიოდულობით მიიღებთ საკვებს?
ა.საუზმე,სადილი, ვახშამი ბ.ვჭამ, როდესაც მშია გ.არ ვვახშმობ მომატების შიშით

5. რა სახის პროდუქტები ჭარბობს თქვენს  კვების რაციონში? -
ა.ხილი, ბოსტნეული, ბ.ცომეულობა ,ტკბილეული გ. რძის პროდუქტები, ხორცის პროდუქტები,

6.      უყურებთ თუ არა ტელეგადაცემებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ?

ა. კი                                                            ბ.არა
7.       მისდევთ თუ არა რომელიმე სპორტს?
ა. კი                                                            ბ. არა
8.      სკოლაში ფეხით დადიხართ თუ ტრანსპორტით?
ა. ფეხით                                             ბ. ტრანსპორტით

9.      რამდენ დროს ატარებთ დღეში კომპიუტერთან და ტელევიზორთან?
ა. 2-3 საათს                                       ბ. 5-6 საათს
1.  რამდენი საათი გძინავთ დღე-ღამეში?
                 ა. 7 საათი                          ბ. 6 საათი                     გ. 8 -9 საათი            


   კვლევის ანალიზი.
კვლევის ანალიზი საჭიროა, რათა  კარგად წარმოჩინდეს , თუ რა მოსაზრება აქვს მოსწავლეებს ჯანსაღ  და ხანგრძლივ ცხოვრების შესახებ  და რა კავშირს ნახულობენ ამ ორი კატეგორიის შორის.ამ მიზნით შემოწმდა გამოკითხვის შედეგები,დავთვალე თითოეული პასუხი და გავარკვიე, თუ რამდენი მოსწავლე გამოკითხულთა შორის მიიჩნევს კავშირს ჯანსაღი და ხანგრძლივი  სიცოცხლის შორის.აგრეთვე დავითვალე, თუ რამდენი მოსწავლე მისდევს სპორტს, რამდენი მოსწავლე  ეცნობა ტელეგადეცემებს ჯანმრთელობის შესახებ, დავითვალე, რამდენ მოსწავლეს  სძინავს საშუალოდ 8-9 საათი( მოცემულ ასაკობრივ ჯგუფს  საშუალოდ უნდა სძინავდეს 9 საათი).
დათვლისა და ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი შედეგი:
1.      შეკითხვაზე-რა არის საშუალო  სიცოცხლის ხანგრძლივობა  თქვენი უფროსი თაობის წარმომადგენლებში? 27 მოსწავლემ   (45%) გასცა პასუხი- 60-70 წელი,27 მა მოსწავლემ (45%)- 70-80 წელია,6 (10%) მოსწავლემ-90 წლამდე.
2.      შეკითხვაზე-თქვენი აზრით, ხანგრძლივი  სიცოცხლე და ჯანსაღი ცხოვრება არის ერთმანეთთან კავშირში? 24 მოსწავლემ(40%) მიპასუხა - არის მჭიდრო კავშირში,36 მოსაწავლემ (60%)  ვერანაირ კავშირს ვერ ხედავს.
3.      შეკითხვაზე -აკეთებთ თუ არა დილის ვარჯიშებს? მხოლოდ 15(25%) მოსწავლემ მიპასუხა დადებიდად.
4.      შეკითხვაზე -როგორია თქვენი კვების რეჟიმი?რა პეიოდულობით მიიღებთ საკვებს? 27 მოსწავლემ(45%)  მიპასუხა, რომ საჭმელს ჭამენ, როდესაც შიათ და არანაირ საათობრივ განრიგს არ იცავენ, 27 მოსწავლე(45%) მიიჩნევს, რომ  მთავარია კარგად ისადილონ,და საერთოდ არ საუზმობენ, ხოლო ვახშამს ირიდებენ წონაში მომატების შიშით,6 მოსწავლე (10%) ჭამს ხშირად, 5-6 ჯერ, საათებს არ აქცევენ ყურადღებას.
5.      შეკითხვაზე- რა სახის პროდუქტები ჭარბობს თქვენს  კვების რაციონში -ხილი, ბოსტნეული, ცომეულობა,რძის პროდუქტები, ხორცის პროდუქტები, ტკბილეული? 27 მოსწავლემ(45%) უპასუხა- ცომეულობას და ტკბილეულობას ვანიჭებ უპირეტესობას.27(45%) მოსწავლემ მიპასუხა, რომ  ჭარბად მიოხმარს ხორცს, ხოლო 6 (10 %) მოსწავლემ უპირატესობა ხილს, ბოსტნეულს მიანიჭა.
6.      შეკითხვაზე-  უყურებთ თუ არა ტელეგადაცემებს ჯანმნრთელობაზე- მხოლოდ 15 (25%)მოსწავლემ მიპასუხა დადებიდათ.
7.      შეკითხვაზე- მისდევთ თუ არა რომელიმე სპორტს? 15 მოსწავლემ(25%) გასცა დადებითი პასუხი
8.      შეკითხვაზე-სკოლაში ფეხით დადიხართ თუ ტრანსპორტით- 54(90%) მოსწავლემ( გასცა პასუხი-ფეხით, ხოლო 6(10%) მოსწავლემ- ტრანსპორტით ან მშობლების მანქანით.
9.      შეკითხვაზე- რამდენ დროს ატარებთ დღეში კომპიუტერთან ან ტელევიზორთან-30 მოსწავლემ (50%)გასცა პასუხი-5-6 საათს, 30(50%) მოსწავლემ- 2-3 საათს.
.  შეკითხვაზე- რამდენი საათი გძინავთ დღე-ღამეში- 30 მოსწავლემ(50%) გასცა პასუხი- 7 საათი, 15 მოსწავლემ(25%)-6 საათი, 15 მოსწავლემ(25%)- 8 საათი.

კვლევის შედეგების დიაგრამები ასე გამოიყურება:

 როგორც გამოკითხვის დიაგრამიდან სჩანს , გამოკითხული მოსწავლეების მხოლოდ 66% აკავშირებს  ჯანსაღ ცხოვრების წესს სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. გამოკითხული მოსწავლეების 25% აკეთებს დილის ვარჯიშებს და მხოლოდ 15 % მისდევს სპორტს.შეკითხვაზე კვების რეჟიმზე -გამოკითხული მოსწავლეების  90 % არ იკვებება საათობრივად, 45% არ საუზმობს,ხოლო 45 % გამოკითხულებისა არ ვახშმობს საერთოდ.აქ დაიხატა საგანგაშო სურათი , სახეზეა მოზარდებში   კვების რეჟიმის  უხეში დარღვევები. არც ისე  სახარბიელო სურათია  კვების რაციონის მხრივაც. გამოკითხულის  45 % იკვებება ცომეულით და ტკბილეულით, 45% ძირითადად იკვებება ხორცის პროდუქტით, ხოლო 10% იკვებება ხილით, ბოსტნეულით და რძის პროდუქტით. გამოკითხული მოსწავლეების 50 % კომპიუტერთან და ტელევიზორთან ატარებს 5-6 საათს( ნორმად მიჩნეულია ამ ასაკობრივ ჯგუფში 2-3 საათი), რაც ორჯერ მეტია დაშვებული ნორმიდან., ხოლო 50 % ატარებს ნორმით განსზღვრულ დროს.რაც შეეხება ძილის საკითხს,მხოლოდ 25%  სძინავთ  ასაკობრივი ნორმიდან გამომდინარე , ხოლო 50 % მოსწავლეს სძინავს  დაშვებულ ნორმაზე გაცილებით ნაკლები  ხანგრძლივობა.ჩვენი აზრით  პროექტის დაგეგმვა, რომელიც დაეხმარებათ მოზარდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში მოაგვარებს  ზემოდჩამოთვლილ პრობლემებს.

                       პროექტი      Who   Wants  To Live  Forever .  აღწერა.

   პრობლემა  :  13-15   წელი ეს ის ასაკობრივი  ჯგუფია, როდესაც  ხდება  მნიშვნელოვანი  ცხოვრებისეული  თუ  ყოფითი  უნარ -ჩვევების ჩამოყალიბება-დამკვიდრება. მოზადრებში შრომის, სწავლის და  აქტიური დასვენების   საკითხის   შესწავლა არასრულყოფილია. პრობლემას წარმოადგენს ,თუ რამდენად არიან ჩვენი მოზარდები  გათვითცნობიერებულები  ჯანსაღი ცხოვრების  წესის  მთავარ   ასპექტებში და  ანხორციელებენ თუ  არა  რაიმე  აქტივობებს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამასთან  დაკავშირებით    მე-8 კლასებში  ჩავატარეთ  გამოკითხვა  იმის თაობაზე, თუ   საშუალოდ რა ასაკს  აღწევენ  მათი უფროსი თაობის  წარმომადგენლები-  დიდი ბებიები  და ბაბუები.  გამოიკვეთა  , რომ საშუალო   სიცოცოხლის ხანგრძლივობა  მათ   უფროს თაობაში   70-80 წელია, რაც  უფრო ხანმოკლეა , ვიდრე  წინაპრების  საშუალო ასაკი.  ჩვენ, ინგლისური  ენის  მასწავლებლებმა, გადავწყვიტედ   ღრმად  შეგვესწავლა ეს პრობლემა და  ჩაგვეტარებინა კვლევა-პროექტი სახელწოდებით” Who Wants To Live Forever”   ( გინდათ   ხანგრძლივად იციცხლოთ?). ამ  საკითხით  მით   უფრო  დავინტერესდით, რომ  ეროვნული სასწავლო გეგმით  გათვალისწინებული გრიფმინიჭებული სახელმძვანელოთი Top Score, 2   ისწავლება  ტექსტი  Live long Stay Strong ( ხანგრძლივად იცოცხლე და  შეინარჩუნე  სიძლიერე), რომელშიც  მოყოლილია  100 წლის  ასაკის ადამიანებზე სხავადასხვა ქვეყნებში.
მიზანი :    მე-8 კლასის  მოსწავლეებში   განხორციელდეს   ჯანსაღი  ცხოვრების  წესის  განმავითარებელი   და დამამკვიდრებელი  უნარები   და  მოხდეს   ამ მეტად აქტუალური  პრობლემის    როგორც  სასკოლო, ასევე  თემურ საზოგადოებაში პოპულარიზაცია.
სამიზნე ჯგუფი:  სკოლის მე-8, 82  , 8კლასების  60  მოსწავლე.
 ამოცანები:
1.    ამოცანა:  მე-8 კლასებში  დაიგეგმოს და  განხორციელდეს რიგი აქტივობებისა, რომლებიც  იქნება მიმართული   მოზარდ  თაობაში    ჯანსაღი  ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე და მათი გაცნობა საზოგადოების სხვადასხვა ფენებში:სკოლის მოსწავლეები,მათი მშობლები, სკოლის მასწავლებლები, თემი.
2.    ამოცანა : გამოკითხული იქნას  სპეციალისტები : ექიმი, ბიოლოგის და ქიმიის  მასწავლებლები, როგორც  კომპეტენტური  პირები   მოცემულ საკითხში. აგრეთვე გამოკითხული იქნან  სკოლის სზოგადოების წევრები იმის   თაობაზე ,თუ როგორ ესმით  ჯანსაღი ცხოვრება და რას აკეთებენ ამ მიმართულებით.
3.    ამოცანა : საინფორმაციო ფლაერის შექმნა  და მათი გავრცელება თემში. შემუშავდეს და შეიქმნას ფლაერი , რომელშიც ასახული იქნება  პროექტის შინაარსი, განხორცილებული ღონისძიებები  და  დაიგეგმოს  დამზადებული ფლაერების გავრცელება  მიმდებარე თემში.
4.    ამოცანა: .კედლის  გაზეთის  გამოცემა.ინგლისურ ენაზე შეიქმნას  კედლის გაზეთი, რომელშიც იქნება ასახული ამ აქტუალური თემის  მთავარი ასპექტები.

5.    ამოცანა :  ჩატარდეს  ფიზიკური კულტურის კვირეული. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში  დიდ როლს ასრულებს  ფიზიკური  ვარჯიში. პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში   ჩატარდეს დილის გამამხნევებელი  ვარჯიშები.
6.      ამოცანა: შესწავლილი იქნას გამოკითხული საზოგადოების თუ კომპეტენტური პირების მოსაზრება და მათზე დაყრდნობით შეიქმნას პროცენტული და წილადი მაჩვენებლები მოცემულ საკითხზე და   დადგინდეს ,თუ  რას მიიჩნევს ჩვენი საზოგადოება პრიორიტეტად ამ მიმართულებით და რას მიმართვას   ამ უნარ-ჩვევების დასამკვიდრებლად ყოველდღიურ ცხოვრებაში.
        7.ამოცანა: შედეგების პრეზენტაცია:  პროექტის  შედეგების პრეზენტაც


განხორციელების გზები:

1.ამოცანა:  მე-8 კლასებში  დაიგეგმოს და  განხორციელდეს რიგი აქტივობებისა, რომლებიც  იქნება მიმართული   მოზარდ  თაობაში    ჯანსაღი  ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე და მათი გაცნობა საზოგადოების სხვადასხვა ფენებში:სკოლის მოსწავლეები,მათი მშობლები, სკოლის მასწავლებლები, თემი.
პასუხისმგებელი პირები:   
1.      ლ.იმნაიშვილი
2.      ნ.კანდელაკი
3.      ა. მარუაშვილი
2.ამოცანა : გამოკიტხული იქნას  სპეციალისტები : ექიმი, ბიოლოგის და ქიმიის  მასწავლებლები, როგორც  კომპეტენტური  პირები   მოცემულ საკითხში. აგრეთვე გამოკითხული იქნან  სკოლის სზოგადოების წევრები იმის   თაობაზე ,თუ როგორ ესმით  ჯანსაღი ცხოვრება და რას აკეთებენ ამ მიმართულებით.
პასუხისმგებელი პირები: .ინტერვიუების  ჩაწერა  სკოლის  მოსწავლეებთან  და  კომპეტენტურ  პირებთან
  ქართულ  და ინგლისურ  ენებზე:   ქეთი  და  ანი  სვანიძეები,  მარიამ  რობაქიძე  და
  მარიამ  კალანდაძე, რატი  მეგრელიშვილი  და  შოთიკო  ხურციკიძე,  მარიამ
  გოგელიძე  და  გიორგი  ბაბუაძე.საკითხის  ორგანიზებაში  მოსწავლეებს  დაეხმარებას
გაუწევს  ინგლისურის  მასწავლებელი:  ლელა  იმნაიშვილი
3.ამოცანა : საინფორმაციო ფლაერის შექმნა  და მათი გავრცელება თემში. შემუშავდეს და შეიქმნას ფლაერი , რომელშიც ასახული იქნება  პროექტის შინაარსი, განხორცილებული ღონისძიებები  და  დაიგეგმოს  დამზადებული ფლაერების გავრცელება  მიმდებარე თემში.
პასუხისმგებელი პირები: :გ.გავაშელაშვილი, ვ.ჭელიშვილი, ლ.ჩანქსელიანი, ხ.ხარაზიშვილი
   ა.გუჯეჯიანი,  ნ.ხარაიშვილი.  საკითხის  ორგანიზებაში  მოსწავლეებს  დახმარებას 
   გაუწევს  ინგლისურის  მასწავლებელი:  ნინო  კანდელაკი
4.ამოცანა: .კედლის  გაზეთის  გამოცემა.ინგლისურ ენაზე შეიქმნას  კედლის გაზეთი, რომელშიც იქნება ასახული ამ აქტუალური თემის  მთავარი ასპექტები.

პასუხისმგებელი პირები: გამოცემა:ნ.კაკაჩია, რ.ბრეგაძე, გ.მაღლაკელიძე, გ.ეფრემიძე,
    ა. გაგოშიძე, თ.მელქაძე, ლიკა. საკითხის  ორგანიზებაში  მოსწავლეებს  დახმარებას
   გაუწევს ინგლისურის  მასწავლებლები:  ნინო  კანდელაკი  და   ლელა  იმნაიშვილი.
5.ამოცანა :  ჩატარდეს  ფიზიკური კულტურის კვირეული. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში  დიდ როლს ასრულებს  ფიზიკური  ვარჯიში. პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში   ჩატარდეს დილის გამამხნევებელი  ვარჯიშები.


პასუხისმგებელი პირები:   პროექტში ჩართული მე-8 კლასელები,საკითხის  ორგანიზებაში  მოსწავლეებს  დახმარებას
   გაუწევს ინგლისურის  მასწავლებლები:  ნინო  კანდელაკი  და   ლელა  იმნაიშვილი.

6.ამოცანა: შესწავლილი იქნას გამოკითხული საზოგადოების თუ კომპეტენტური პირების მოსაზრება და მათზე დაყრდნობით შეიქმნას პროცენტული და წილადი მაჩვენებლები მოცემულ საკითხზე და   დადგინდეს ,თუ  რას მიიჩნევს ჩვენი საზოგადოება პრიორიტეტად ამ მიმართულებით და რას მიმართვას   ამ უნარ-ჩვევების დასამკვიდრებლად ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პასუხისმგებელი პირები:   .დიაგრამების  შედგენა:  გ.ბაბუაძე, შ.ხურციკიძე, გ.ჩიკვაიძე, თ.წივწივაძე,
რ.მეგრელიშვილი, ქ.სვანიძე, ა.  სვანიძე, მ.გოგელიძე, მ.კალანდაძე, მ.რობაქიძე
 ა.ბრეგაძე.  საკითხის  ორგანიზებაში  მოსწავლეებს  დაეხმარებას  გაუწევს
 მათემატიკის  მასწავლებელი:  აზა  მარუაშვილი
7. ამოცანა:შედეგების პრეზენტაცია:  პროექტის  შედეგების პრეზენტაცია პასუხისმგებელი პირები:   
1. ლ.იმნაიშვილი
2. ნ.კანდელაკი

პროექტის შესრულების განრიგი:

ეტაპი
                         საქმიანობა
                                თვე
     I
 მე-8 კლასებში  დაიგეგმოს და  განხორციელდეს რიგი აქტივობებისა, რომლებიც  იქნება მიმართული   მოზარდ  თაობაში    ჯანსაღი  ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე და მათი გაცნობა საზოგადოების სხვადასხვა ფენებში:სკოლის მოსწავლეები,მათი მშობლები, სკოლის მასწავლებლები, თემი.
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი





    II
 გამოკითხული იქნას  სპეციალისტები : ექიმი, ბიოლოგის და ქიმიის  მასწავლებლები, როგორც  კომპეტენტური  პირები  მოცემულ საკითხში. აგრეთვე გამოკითხული იქნან  სკოლის საზოგადოების წევრები იმის   თაობაზე ,თუ როგორ ესმით  ჯანსაღი ცხოვრება და რას აკეთებენ ამ მიმართულებით.






    III
საინფორმაციო ფლაერის შექმნა  და მათი გავრცელება თემში. შემუშავდეს და შეიქმნას ფლაერი , რომელშიც ასახული იქნება  პროექტის შინაარსი, განხორცილებული ღონისძიებები  და  დაიგეგმოს  დამზადებული ფლაერების გავრცელება მიმდებარე თემში.






    IV
.კედლის  გაზეთის  გამოცემა.ინგლისურ ენაზე შეიქმნას  კედლის გაზეთი, რომელშიც იქნება ასახული ამ აქტუალური თემის  მთავარი ასპექტები.





    V
ჩატარდეს  ფიზიკური კულტურის კვირეული. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში  დიდ როლს ასრულებს  ფიზიკური ვარჯიში. პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში   ჩატარდეს დილის გამამხნევებელი  ვარჯიშები.





    VI
შესწავლილი იქნას გამოკითხული საზოგადოების თუ კომპეტენტური პირების მოსაზრება და მათზე დაყრდნობით შეიქმნას პროცენტული და წილადი მაჩვენებლები მოცემულ საკითხზე და   დადგინდეს ,თუ  რას მიიჩნევს ჩვენი საზოგადოება პრიორიტეტად ამ მიმართულებით და რას მიმართვას   ამ უნარ-ჩვევების   დასამკვიდრებლად ყოველდღიურ ცხოვრებაში.





  VII
შედეგების პრეზენტაცია:  პროექტის  შედეგების პრეზენტაცია










          პროექტის   რესურსები/ბიუჯეტი
სამუშაოს/მომსახურების დასახელება
საცალო ღირებულება
რაოდენობა
მოთხოვნილი თანხა
დაფინანსების სხვა წყარო
სულ
1.     
აღჭურვილობა






კომპიუტერი






პრინტერი






მომსახურება






საკანცელარიო ნივთები






საბანკო მომსახურება






ვიდეო აღჭურვილობა







მოსალოდნელი შედეგები:
1.      მოზარდებში მოხდეს  მნიშვნელოვანი  ცხოვრებისეული  თუ  ყოფითი  უნარ -ჩვევების ჩამოყალიბება-დამკვიდრება.
2.      ჯანსაღი ცხოვრების  წესის  მთავარი   ასპექტების  გათვითცნობიებება
3.      ჯანსაღი  ცხოვრების წესის ხელშეწყობა და მათი გაცნობა საზოგადოების სხვადასხვა ფენებს, თემის  აქტიურად ჩართვა 
4.      მოზარდებში თვითშეფასების ხელშეწყობა

მონიტორინგი და შეფასება.
პროექტის მსვლელობას  დააკვირდება და მონიტორინგს აწარმოებს სკოლის დირექტორი ნ. ჩუბინიძე.

პროექტის ანგარიში.

დღე  1  .პედაგოგებმა :ლელა  იმნაიშვილმა,  ნინო  კანდელაკმა  აზა  მარუაშვილმა და  სკოლის მე-8 კლასელებმა შეიკრიბეს და დაგეგმეს განეხორციელებინათ პროექტი . მოსწავლეები   დაიყო მიზნობრივ  ჯგუფებად.
დღე 2. .დილის  გამამხნევებელი  ვარჯიშები:  მოხალისე  მოსწავლეებმა  და  სპორტის 
    მასწავლებელმა  გაკვეთილების  დაწყებამდე  20წთ.   ადრე  სკოლის  ეზოში
     გამართეს  დილის  გამამხნევებელი  ვარჯიშები.
დღე 3.
.მე-8  კლასის  მოსწავლეებმა   3  გაკვეთილის  შემდეგ   15 წთ.იან  შესვენებაზე
     და  6  გაკვეთილის  შემდეგ  ჩაწერეს  ინტერვიუ   სკოლის  მოსწავლეებთან:  
 ჟურნალისტი:    შოთიკო  ხურციკიძე                                       I   სართული
     ვიდეო  გადაღება:  რატი  მეგრელიშვილი 
ჟურნალისტი:    ქეთი  სვანიძე                                                    II    სართული
     ვიდეო  გადაღება:    ანი  სვანიძე                                             
 ჟურნალისტი:    მარიამ  გოგელიძე                                         III  სართული
    ვიდეო  გადაღება:    გიორგი  ბაბუაძე            
 ჟურნალისტი:    მარიამ  რობაქიძე                                          IV   სართული
    ვიდეო  გადაღება:    მარიამ  კალანდაძე                    
დღე  4. დილის  გამამხნევებელი  ვარჯიშები:  მოხალისე  მოსწავლეებმა  და  სპორტის 
     მასწავლებელმა  გაკვეთილების  დაწყებამდე  20წთ.   ადრე  სკოლის  ეზოში 
     გამართეს  დილის  გამამხნევებელი  ვარჯიშები.
2.      მე-8  კლასის  მოსწავლეებმა   ჩაწერეს  ინტერვიუ  
სკოლის   დირექტორთან:                                      ნონა  ჩუბინიძე
ჟურნალისტი:                                                           მარიამ  რობაქიძე 
ვიდეო  გადაღება:                                                    მარიამ  კალანდაძე  
                 
ბიოლოგიის  მასწავლებელთან:                           ქეთევან   ენდელაძე
ჟურნალისტი:                                                           ქეთი  სვანიძე 
 ვიდეო  გადაღება:                                                   ანი  სვანიძე                                             

ქიმიის  მასწავლებელთან:                                     ნატალია  გურეშიძე
ჟურნალისტი:                                                          ქეთი  სვანიძე
 ვიდეო  გადაღება:                                                  ანი  სვანიძე                                              

ფიზიკის  მასწავლებელთან:                                 ნანა  სვანიძე
 ჟურნალისტი:                                                         ანი  სვანიძე 
ვიდეო  გადაღება:                                                   ქეთი  სვანიძე                                              

დღე 5 . 1.დილის  გამამხნევებელი  ვარჯიშები: მოხალისე  მოსწავლეებმა  და  სპორტის 
     მასწავლებელმა  გაკვეთილების  დაწყებამდე  20წთ.   ადრე  სკოლის  ეზოში 
     გამართეს  დილის  გამამხნევებელი  ვარჯიშები.
3.      მოსწავლეებმა: ქეთი  სვანიძემ  და  მარიამ  კალანდაძემ  ინტერვიუ  აიღეს
ბავშვთა  პოლიკლინიკის  პედიატრისგან : ნანა  ომიაძისაგან  და  მიიღეს  საინტერესო
პასუხი  იმის  შესახებ , თუ  რა  არის  კარგი  იმისათვის  ,რომ  დიდხანს  ვიცოცხლოთ.
გამომდინარე  თავისი   სპეციალობიდან  ქალბატონმა  ნანამ  აქცენტი  გააკეთა  იმაზე,
 თუ  რამდენად  დიდი  მნიშვნელობა  აქვს  ბავშვობის ასაკში  სწორად  კვებას.

დღე 6. 1..დილის  გამამხნევებელი  ვარჯიშები: მოხალისე  მოსწავლეებმა  და  სპორტის 
     მასწავლებელმა  გაკვეთილების  დაწყებამდე  20წთ.   ადრე  სკოლის  ეზოში 
     გამართეს  დილის  გამამხნევებელი  ვარჯიშები.
2..ფლაერებზე  მუშაობა: მოსწავლეებმა:  გ.გავაშელაშვილი, ვ.ჭელიშვილი, 
     ლ.ჩანქსელიანი, ხ.ხარატიშვილი , ა.გუჯეჯიანი,  ნ.ხარაიშვილი  წარმოადგინეს
      ესკიზები,  არჩევანი  შეაჩერეს  რამოდენიმე  მათგანზე  და  გადაწყდა  მათი 
      დამზადება.
დღე 6.  სკოლის დირექტორის დახმარებით მოხდა ფლაერების ფერადი ვარიანტის დაბეჭდვა .

დღე 7. ფლაერების გავრცელდა თემში. ამ აქტივობაში აქტიურად ჩაერთო პროექტი ყველა მონაწილე მოსწავლე. მათ გაინაწილეს   ქუჩები  და გაავრცელეს დამზადებული ფლაერები  შემდეგ ქუჩებში: ავტომშენებელი, მესხი, ტოლსტოი, ვოლგოგრადი, ბელინსკი, ზ ჭავაჭავაძე, ბუკია, ლეჟავა, გ.ორბელიანი. მაცხოვრებლები დიდი ინტერესით შეხვდნენ ამ წამოწყებას , ჩავწერეთ შესაბამისი  რამოდენიმე ვიდეო .



დღე 8.  მე 8  კლასის მოსწავლეები შეიკრიბა და დაგეგმა კედლის გაზეთის გამოშვება. მათ  მოითათბირეს,თუ რა სახის იქნებოდა კედლის გაზეთი, როგორი დიზაინი ექნებოდა მას, რა სახის  პროკლამაციას თუ ინფორმაციას ჩაიტანდნენ მასში.
დღე 9. კედლის გაზეთის შეასაქმნელად  მოსწავლეებმა გააკეთეს შესაბამისი ფორმატის გაფორმება, ჩახატეს სურათები, მოიძიეს საჭირო ინფორმაცია.
დღე 10. კედლის გაზეთის პრეზენტაცია მოხდა  ინგლისური ენის მასწავლებლის ნ. კანდელაკის  და სკოლის დირაქტიროს ნ. ჩუბინიძეს  წინაშე .
დღე 11. მოსწავლეები  და მატემატიკის მასწავლებელი ა. მარუაშვილი შეიკრიბნენ და შეისწავლეს გამოკითხული  საზოგადოების  მიერ  გამოთქმული მოსაზრებები.
დღე 12.  დაიწყო მუშაობა პროცენტული და გრაფიკული  მაჩვენებლებზე. შედგინდა დიაგრამები, რომლებშიც თვანათლივ  აისახა  თუ რას მიიჩნევენ პრიორიტად გამოკითხული საზოგადოების წევრები  ხანგრძლი ცხოვრების წესისასთვის.

  განხორციელების მიმოხილვა
პროექტის  დაგეგმვისას  გაწერილი ყველა აქტივობა წარმატებით და  დროულად განხორციელდა დადგენილ ვადებში. მოზარდები დიდი  ინტერესით გამოეხმაურნენ ფიზიკური კულტურის კვირეულის ჩატარებას. ისინი იკრიბებოდნენ  3 კვირის განმავლობაში   გაკვეთილების დაწყებამდე 15 წუთით ადრე  და ასრულებდნენ დილის გამამხნეველ ვარჯიშებს.ერთი-ორჯერ ეს იყო რიტმული ვარჯიში მუსიკის თანხლებით.
ინტერვიუების ჩაწერისას  მოზარდებმა გამოავლენეს და განავითარეს ისეთი თვისებები, როგორიცაა თანამშრომლობა, გუნდური მუშაობის უნარი, დამოუკიდებლობა.
დიდი ენთუზიზმით და ინტერესით განახორციელეს მოსწავლეებმა საინფორმაციო ფლაერზე მუშაობა. ამ მუშაობაში მათ გამოავლინეს და ხელი შეუწყვეს ხელი  საკუთარი კრეატიულობის  განვითარების უნარს. ხოლო ფლაერების გავრცელების პროცესი საკმაოდ ორგანიზებულად მოხდა. გარდა მოსწავლეებისა  ამ აქტივობაში  აქტიურად ჩავერთეთ  მასწავლებლებიც. ლელა იმნაიშვილმა და ნინო კანდელაკმა  მიიტანეს ფლაერები  ახლომდებარე სკოლების დირექციებში და   გაუზიარეს მათ  საკუთარი  გამოცდილება.
წილადი და და გრაფიკული გამოსახულების შედგენისას  მოსწავლეებს  აქტიური დახმარება აღმოუჩინა მათემატიკის სპეციალისტმა  აზა მარუაშვილმა
მიღწეული შედეგები,  გადაჭრილი პრობლემა  და  შესრულებული ამოცანა.

პროექტის  განხორციელების შედეგად  მიღწეული იქნა მთავარი მიზანი: მე-8 კლასელებმა , როგორც სამიზნე ჯგუფმა,განავითარეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამამკვიდრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.მოსწავლეებმა მეტი სიღრმისეულად შეისწავლეს ეს აქტუალური საკითხი და დიდი  პასუხისმგებლობით მოეკიდნენ  ყველა აქტივობების შესრულებას.გარდა ამისა, ამ პროექტმა დიდი გამოხმაურება პოვა თემში.საინფორმაციო ფლაერების გავრცელების აქტივობამ  მოგვცა საშუალება  მოსახლეობისათვის გაგვეზიარებინა ჩვენი საქმინაობის შესახებ.პროექტის განხორციელებისას მოხდა   მათემატიკის, სპორტის და ისტ-ის გამოყენება. უნდა აღინიშნოს  ის ფაქტიც, რომ პროექტის განხორციელებაში დიდი დახმარება გაგვიწია სკოლის დირექციამ, კერძოდ, სკოლის დირექორმა, ქ-ნმა ნონა ჩუბინიძემ. მან მოაგვარა ფერადი ფლაერების დაბეჭდვის საკითხი და დააფინანსა   500 ცალი ფლაერის  დამზადება. გარდა ამისა, მან თავის თავზე აიღო ამ პროექტის მონიტორინგის  და შეფასების საკითხიც.


                                        პროექტის ვიდეო და ფოტომასალები
1.    ინტერვიუების ჩაწერის ვიდეორგოლები  -12 ვიდეო
2.    კედლის გაზეთზე მუშაობის ასახვა - 1 ვიდეო,
3.    კედლის გაზეთის ამსახველი ფოტოები- 2 სურათი
4.    ფლაერებზე მუშაობის პროცესი -  1 ვიდეო
5.    ფლაერების გავრცელების ამსახველი ვიდეო- 5 ვიდეო
6.    Power Point Presentation  დამზადებული  პრეზენტაციისათვის
        









განხორციელებული  აქტივობების  მისამართები   youtube -ზე :
http://youtu.be/_lOkiqNT5rs   დიაგრამებზე მუშაობა
http://youtu.be/oQEygxPTBjc  აერობიკა
http://youtu.be/AyOchV-IqMk  ინტერვიუები
http://youtu.be/lIAbJb3lVNM    ფლაერების  გავრცელება
http://youtu.be/NVsNGGAaCEs   ფლაერებზე  მუშაობა
http://youtu.be/Od2LUeNV4r4  პოსტერზე  მუშაობა
http://youtu.be/s0XJPEdJ5yM http://youtu.be/F8O99iy_SNs  საინფ. შეხვედრა




2 comments:

  1. მე მეამაყება, რომ ასეთ პროდუქტიულ და კრეატიულ კოლეგასთან მიწევს თანამშრომლობა. მისაბაძია ლელას შემართება და ენერგიულობა. დაურალავი შრომის და კეთილსინდისიერების დამსახურებაა მისი მდიდარი პროფესიული ბიოგრაფია. გისურვებ კიდევ მრავალ წარმატებულ წამოწყებას.

    ReplyDelete
    Replies
    1. ნინო მასწვლებელო მხოლოდ თქვენისთანა შრომისმოყვარე და პროფესიონალ ადამიანს თუ შეუძლია სხვისი თუნდაც მცირე წარმატების დანახვა და აღიარება, ამისათვის დიდი მადლობა თქვენ...

      Delete