ინტეგრირებული გაკვეთილები
ფლაერი რომელიც ერთობლივად დავამზადეთ ლუკა ნიგურიანმა და მე.
ინტეგრირებული პროექტ - გაკვეთილი ინგლისურ და ქართულ ენაში
ფლაერი რომელიც ერთობლივად დავამზადეთ ლუკა ნიგურიანმა და მე.
სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
|
ლელა იმნაიშვილი და ელისო ბაქრაძე
|
რაიონი
|
იმერეთი
|
ქალაქი
|
ქუთაისი
|
სკოლა
|
სსიპ ქ. ქუთაისის # 14 საჯარო სკოლა
|
თემის დასახელება
|
საოცარი მოგზაურობა
|
თემის შინაარსი
|
მოსწავლეები მოიძიებენ
ინფორმაციებს იმ ქვეყნების
შესახებ რომელშიც მათ
სურთ მოგზაურობა და
პაუერპოინტის სახით წარმოადგენენ პრეზენტაციებს.
|
საგანი
|
ინგლისური და ქართული ენები
|
დონე/კლასი
|
5
კლ.
|
განხორციელების დროის ჩარჩო
|
4 – 45 წუთიანი გაკვეთილი
|
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
უცხ.დ.IV.6. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა.
უცხ.დ.IV.9. მოსწავლეს
შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული
აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები
და შეუძლია მათი გამოყენება.
უცხ.დ.IV.10. მოსწავლეს
შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
უცხ.დ.IV.11. მოსწავლეს შეუძლია
მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
პასუხობს/სვამს
მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის
გარშემო დასმულ მარტივ კითხვებს
უცხ.დ.IV.12. მოსწავლეს შეუძლია
ილუსტრაციების აღწერა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
უცხ.დ.IV.13. მოსწავლეს შეუძლია
საკომპენსაციო საშუალებების გამოყენება.
ითხოვს დახმარებას
მასწავლებლის ან თანაკლასელისაგან
ენობრივი დეფიციტის
შემთხვევაში მიმართავს სხვადასხვა არავერბალურ საშუალებას
უცხ.დ.IV.14. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის
ამოცნობა კულტურის სფეროდან.
აკვირდება და ამოიცნობს
ილუსტრაციებში/ტექსტებში ასახულ კულტურის, სოციოკულტურის რეალიებს.
უცხ.დ.IV.16. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ
ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის (მაგ., თანაკლასელების ნახატების /ნაკეთობების გამოფენის
მოწყობა, სპექტაკლის დადგმა, უცხოური სამზარეულოს სხვებისთვის
გაცნობა და სხვა) განხორციელება.
·
გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის
განხორციელების ეტაპებს;
·
გუნდის წევრებისა და მასწავლებლის
დახმარებით განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
·
გუნდის თითოეულ წევრთან ერთად ასრულებს
მისთვის მიკუთვნებულ ფუნქციას;
·
მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის
დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;
·
გუნდის წევრებისა და მასწავლებლის
დახმარებით შეარჩევს და დაამუშავებს მოძიებულ მასალას;
·
მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს
და ასრულებს პროექტს.
უცხ.დ.IV.17. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო
საქმიანობის ორგანიზება.
·
მოაქვს საჭირო ნივთები;
უცხ.დ.IV.18. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული
სასწავლო პროცესში.
·
ხალისით მონაწილეობს აქტივობებში;
უცხ.დ.IV.19. მოსწავლეს შეუძლია რესურსების
გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
ეფექტურად იყენებს
სახელმძღვანელოს რესურსებს
მოიძიებს ინფორმაციას
როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში
·
მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო
მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
უცხ.დ.IV.20. მოსწავლეს აქვს კონსტრუქციული
დამოკიდებულება დაბრკოლებების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე
·
არ უფრთხის შეცდომების დაშვებას;
·
სვამს შეკითხვებს, როცა რაიმე არ ესმის;
·
ითხოვს დახმარებას, როდესაც სიძნელეს აწყდება;
უცხ.დ.IV.22. მოსწავლეს შეუძლია
თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
·
სხვებს აცდის პასუხს;
·
ახერხებს თანაგუნდელებთან შეთანხმებას ფუნქციების, სამუშაოს განაწილების თაობაზე;
·
შეძლებისდაგვარად ეხმარება ჯგუფის წევრებს.
|
პროექტის სასწვლო მიზნები და შედეგები
|
საინფორმაციო წიგნიერება
● ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება,
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
●
იდეებისა და აზრის
ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
|
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
თემატური კითხვები
შინაარსობრივი კითზვები
|
·
ვის უყვარს
მოგზაურობა?
·
სად (რომელ ქვეყანაში)
იმოგზაურებდი?
·
რატომ იმოგზაურებდი?
·
ვისთან ერთად
იმოგზაურებდი?
·
რას ნახავდი?
·
რას გააკეთებდი?
|
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების
შემდეგ
|
·
კლასის
კვლევა
·
დიაგრამის შედგენა
·
კვლევის
საფუძველზე პროექტის გეგმის
შედგენა
·
მოსწავლეთა
დაყოფა ჯგუფებად საერთო
ინტერესების გათვალისწინებით
·
მოსწავლეთა
ჯგუფების მიერ ინფორმაციების მოძიება
·
პაუერ პოინტის
მომზადება
·
ბროშურის
დამზადება
·
მოსწავლეთა
ჯგუფებზე
·
არაფორმალური დაკვირვება
·
პრეზენტაცია
·
ბროშურა
·
პაუერ პოინტი
·
დიაგრამა
·
პროექტის
დაწყებამდე კლასის კვლევის მსგავსი
კითხვარის ხელახალი შევსება
ნიშნად იმისა შეეცვალათ
თუ არა მოსწავლეებს
ინტერესები
|
შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი( პროექტის აღწერა)
|
პროექტზე მუშაობის
დაწყებამდე ვაწარმოე კლასის
კვლევა რაც დაგვეხმარა მოსწავლეთა მიზნობრივ
ჯგუფებად დაყოფაში მათი
ინტერესების მიხედვით.
კვლევის შედეგზე დაყრდნობით
შევადგინეთ დიაგრამა რომელზეც
პროცენტულად გამოვსახეთ მოსწავლეთა
ინტერესების გათვალისწინებით
თუ რომელი ქვეყანა
ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის რომელშიც
მათ სურთ მოგზაურობა . მოსწავლეებმა მოიძიეს
ინფორმაციები და პროცენტული
მაჩვენებლის
გათვალისწინებით ავაწყვეთ პაუერ
პოინტი . პროექტზე მუშაობის პერიოდში
ერთერთმა მოსწავლემ გამოთქვა
მოსაზრება იმასთან დაკავშირებით რომ
უკეთესი იქნებოდა ვიდრე
სხვა ქვეყნებში ვიმოგზაურებთ დაგვეთვალიერებინა საქართველოს
კუთხეები და ეს
ექსკურსია დაგვეწყო სვანეთით. ამასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ დაგვემზადებინა ორენოვანი
საინფორმაციო ბუკლეტი და
პაუერ პოინტი საქართველოს ამ
ულამაზესი კუთხის პოპულარიზაციისათვის.
პროექტზე მუშაობის
დროს ვახდენდი მოსწავლეებზე არაპორმალურ
დაკვირვებას და ვაძლევდი
მიმართულებებს საჭიროების შემთხვევაში.
პროექტის დასრულების
შემდეგ კვლავ ვაწარმოეთ
კლასის კვლევა პროექტის
დაწყებამდე გამოყენებული კითხვარის
მსგავსი კითხვარის გამოყენებით
და შედეგად მივიღეთ
შემდეგი პროდუქტი: დიაგრამა (რომელმაც გვიჩვენა
ოდნავ განსხვავებული სურათი იმისა , რომ გარკვეული
ინფორმაციის მიღების შემდეგ
სხვადასხვა ქვეყნების შესახებ
მოსწავლეებს შეეცვალათ ინტერესები
და გაუჩნდათ სხვა
ქვეყნებში მოგზაურობის სურვილიც ), ბროშურა, პაუერ პოინტი .
|
პროექტისათვის საჭირო სასწავლო რესურსები
·
ტექნიკა
·
პროგრამული უზრუნველყოფა
·
ბეჭდვითი მასალები
·
ინტერნეტ რესურსები
·
ინვენტარი
·
სხვა რესურსები(მოწვეული სტუმრები)
|
o
ფოტოკამერა
o
კომპიუტერი
o
ციფრული კამერა
o
DVD ფლეიერი
o
ინტერნეტკავშირი
o
ლაზერული დისკი
o
პრინტერი
o
სკანერი
o
ვორდის პროგრამა
o
მონაცემთა ბაზები/ცხრილები
o
ფოტოების დამუშავება
o
ინტერნეტძიება
o
ვებგვერდის შექმნა
o
სახელმძღვანელო English World
4
o
INTEL -ის ტრენინგის მასალები
o https://www.google.ge/webhp?sourceid=chrome-instant&ion=1&espv=2&ie=UTF-8
o
მოწვეული სტუმრები: სკოლის დირექტორი , სასწავლო ნაწილის გამგე ,პედაგოგები, მოსწავლეები სხვა
ჯგუფებიდან, მშობლები.
|
ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურ ენასა და ისტორიაში
თარიღი: 13.12.2011
მასწავლებლები: ლ.იმნაიშვილი და თ.კოსტანტინოვა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ტრანსფერის
განხორციელება ანუ ცოდნის გადატანა როგორც
ერთი საგნიდან მეორეში ასევე პრაქტიკაში
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვიდეო და ფოტო
მასალები სამეთუნეო მორგვზე და თიხის
ჭურჭელზე. აღწერეს სად და როგორ ხდება თხის
მოპოვება და მისგან საყოფაცხოვრებო ნივთების
დამზადება, აქტიურად გამოიყენეს თანამედროვე
ტექნოლოგიური საშუალებები
მონაწილე მოსწავლეები: საგაკვეთილო პროცესში ჩართული იყო 6ა
კლასის ყველა მოსწავლე
ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურ ენასა და ხელოვნებაში
თარიღი: 7.12.2012
მასწავლებლები: ლ.იმნაიშვილი და თ.გაბისონია
აქტივობის მიზანი: თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით
ინფორმაციების მოძიება საყვარელ მსახიო-
ბებზე და მომღერლებზე ,ცოდნის გაღრმავება,
ტრანსფერის განხორციელება.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვიდეო და ფოტო
მასალები როგორც თანამედროვე ასევე უძველეს
კინემატოგრაფიაზე . ისაუბრეს სად და როდის გა-
დაიღეს პირველი ქართული ფილმი.
აქტიურად გამოიყენეს თანამედროვე ტექნოლო-
გიური საშუალებები.
მონაწილე მოსწავლეები: საგაკვეთილო პროცესში ჩართული იყო 7ა
კლასის ყველა მოსწავლე, მოხალისე მასწავლებელი
No Mi Che .
შეფასება: განმავითარებელი.
დიდი მადლობა ჩემს უსაყვარლეს მოსწავლეებს ჩემი ყველა წამოწყების მხარდაჭერისა და განხორციელებისათვის და მათი ხალასი იდეებისათვის. თქვენ იცით რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ.
ReplyDeleteყოჩაღ! ბავშვებს და რათქმაუნდა თქვენ ქალბატონო ლელა თქვენ რომ არა ბავშვები მარტო ვერაფერს გახლდებოდნენ.
ReplyDelete