Intel-ის ტრენინგი

https://drive.google.com/folderview?id=0B773fAyNRVfjfnFLRm9td0V1a2dEMXVXNjVmOHo2VS11WWk0WTQ2TEZRNU1sNUpFUjlFZU0&usp=sharing

Intel -ის  ტრენინგის  პირველი  დღე - 25.04.15

პირველ  დღეს  ჩვენ  გავეცანით  ტრენინგის  ზოგად  კურსს  
აქტივობა 1: დასაწყისი
აქტივობა 2: სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა
აქტივობა 3: პროექტის მოთხოვნების გაცნობა
შევქმენით პორტფოლიოს  საქაღალდე.
ჩემთვის  სიახლე  იყო ინტერნეტის  რომელიმე  გვერდის  შენახვა .


  დღე 2 - 26.04.15

      დღეს ჩვენ გავიარეთ პირველი მოდულის აქტივობა # 4: პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და აქტივობა 5: გამოცემის მომზადება .
      გავეცანით ბუკლეტებისა და გაზეთის შაბლონებს და  შევადგინე  ფლაერი  რომელიც  სამწუხაროდ  ვერ  დავასრულე  ფოტომასალის  არ  ქონის  გამო ,  მაგრამ  ვდეაბ  პირობას,  რომ  აუცილებლად  დავასრულებ  ჩემს  ფლაერს



                                                ბროშურა




                                                გაზეთი



დღე  3 - 2.05.15

  გავეცანით  მეორე  მოდულის  1  და  2  აქტივობებს  და  ვიმუშავეთ  სასწავლო  პროექტის  გეგმაზე  სტანდარტისა  და  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევების    გათვალისწინებით , წინასწარ  შერჩეული  პროექტის  შესაბამისად  მოვახდინე  მიმართულების  მიმცემი  კითხვების  ფორმულირება .


დღე  4-5   3.05-9.05.15

ტრენინგის  მე-4  და  მე-5 დღეს  გავიარეთ  მეორე  მოდულიდან  აქტივობები 3,4,5 და  შესაბამისად  განვიხილეთ    შეფასების სხვადასხვა მეთოდები მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად  და  მოვამზადეთ  პრეზენტაცია  სასწავლო  პროექტზე
შევეხეთ  მე-3  მოდულის  აქტივობებს  და  ვისწავლე  დრაივის  საშუალებით  ონლაინში  მუშაობა  და  ინტერნეტ  კვლევის  ჩატარება  ასევე  დავიწყეთ  ბლოგში  მუშაობა  .
მადლობა  ბატონ  ავთანდილს !

                                                 კლასის  კვლევა





დღე  6   10.05.15

ტრენინგის  მე-6  დღეს  ვიმუშავეთ  სასწავლო  ნიმუშების  შექმნაზე  და  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშზე, ასევე  როგორ  უნდა  გამოვიყენოთ  ტექნოლოგიები  ყველაზე  ეფექტურად  სწავლების  პროცესის  ხელშეწყობისა  და  მოსწავლეთა  სწავლის  შეფასების  მიზნით.
გავეცანით  საავტორო  უფლებებს  და   რამოდენიმე  სძიებო  სისტემას. ასევე  იმასაც  თუ  როგორ  უნდა  მოვიძიოთ  კონკრეტული  ინფორმაცია.





ბროშურა






დღე  7   30.05.15

სასწავლო  პროექტის  გეგმა


 სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ლელა  იმნაიშვილი
რაიონი
იმერეთი
სკოლა
სსიპ ქ. ქუთაისის # 14 საჯარო სკოლა
ქალაქი
ქუთაისი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
გასაოცარი  მოგზაურობა
თემის შინაარსი
მოსწავლეები  მოიძიებენ  ინფორმაციებს  იმ  ქვეყნების  შესახებ  რომელშიც  მათ  სურთ  მოგზაურობა  და  როლური  თამაშის  სახით  წარმოადგენენ  მას.
საგანი
ინგლისური ენა
დონე/კლასი  
5კლ.
განხორციელების დროის ჩარჩო
3 – 45 წუთიანი  გაკვეთილი
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
უცხ.დ.IV.6. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა.
  • თავისუფლად კითხულობს მცირე ზომის ნაცნობ ტექსტს;
·         ცდილობს, დაიცვას შესაბამისი ინტონაცია სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს;
ცხ.დ.IV.9. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.
    1. შეარჩევს ზმნის სათანადო ფორმებს;
  •   იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის
  • იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს
  • იცავს სიტყვათა რიგს მტკიცებითი, უარყოფითი და კითხვითი შინაარსის შემცველ წინადადებებში;
უცხ.დ.IV.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
  • ტექსტების შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას
  • სწორად და გარკვევით წარმოთქვამს ნაცნობ სიტყვებს, ფრაზებს
  • ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სცენებს;
უცხ.დ.IV.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
პასუხობს/სვამს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე
პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებს
  • ენობრივი დეფიციტის შემთხვევაში მიმართავს სხვადასხვა არავერბალურ საშუალებას (მაგ., მიმიკას, ჟესტიკულაციას, მითითებას);
·         ითხოვს დახმარებას მასწავლებლის ან თანაკლასელისაგან (მშობლიურ ენაზე).
უცხ.დ.IV.12. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრაციების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  •  ასახელებს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს;
·          აღწერს მათ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით
უცხ.დ.IV.13. მოსწავლეს შეუძლია საკომპენსაციო საშუალებების გამოყენება.
ითხოვს დახმარებას მასწავლებლის ან თანაკლასელისაგან
ენობრივი დეფიციტის შემთხვევაში მიმართავს სხვადასხვა არავერბალურ საშუალებას
უცხ.დ.IV.14. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან.
აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებში/ტექსტებში ასახულ კულტურის, სოციოკულტურის რეალიებს.
უცხ.დ.IV.16. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის (მაგ., თანაკლასელების ნახატების /ნაკეთობების გამოფენის მოწყობა, სპექტაკლის დადგმა, უცხოური სამზარეულოს სხვებისთვის გაცნობა და სხვა) განხორციელება.
·            გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს;
·            გუნდის წევრებისა და მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
·            გუნდის თითოეულ წევრთან ერთად ასრულებს მისთვის მიკუთვნებულ ფუნქციას;
·            მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;
·            გუნდის წევრებისა და მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და დაამუშავებს მოძიებულ მასალას;
·            მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.

უცხ.დ.IV.17. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
·           მოაქვს საჭირო ნივთები;
უცხ.დ.IV.18. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
·           ხალისით მონაწილეობს აქტივობებში;
უცხ.დ.IV.19. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს
მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში
·            მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
უცხ.დ.IV.20. მოსწავლეს აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება დაბრკოლებების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე
·           არ უფრთხის შეცდომების დაშვებას;
·           სვამს შეკითხვებს, როცა რაიმე არ ესმის;
·           ითხოვს დახმარებას, როდესაც სიძნელეს აწყდება;
უცხ.დ.IV.22. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
·           სხვებს აცდის პასუხს;
·           ახერხებს თანაგუნდელებთან შეთანხმებას ფუნქციების, სამუშაოს განაწილების თაობაზე;
·           შეძლებისდაგვარად ეხმარება ჯგუფის წევრებს.


პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

საინფორმაციო წიგნიერება
      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება,
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
ვის  უყვარს  მოგზაურობა?
თემატური კითხვები
სად (რომელ ქვეყანაში) იმოგზაურებდი? რატომ იმოგზაურებდი?
შინაარსობრივი კითხვები
ვისთან ერთად? რას ნახავდი? რას  გააკეთებდი?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის
დასრულების შემდეგ











კლასის  კვლევა


დიაგრამის შედგენა
კვლევის  საფუძველზე  პროექტის  გეგმის  შედგენა

მოსწავლეთა  დაყოფა  ჯგუფებად  საერთო  ინტერესების  გათვალისწინებით

მოსწავლეთა  ჯგუფების  მიერ  ინფორმაციების  მოძიება

პაუერ პოინტის  მომზადება 

ბროშურის  დამზადება


მოსწავლეთა  ჯგუფებზე 
არაფორმალური დაკვირვება







პრეზენტაცია

ბროშურა

პაუერ პოინტი

დიაგრამა
პროექტის  დაწყებამდე  კლასის კვლევის  მსგავსი  კითხვარის  ხელახალი  შევსება  ნიშნად  იმისა  შეეცვალათ  თუ  არა  მოსწავლეებს  ინტერესები

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტზე  მუშაობის  დაწყებამდე  ვაწარმოე  კლასის  კვლევა  რაც  დაგვეხმარა მოსწავლეთა მიზნობრივ ჯგუფებად  დაყოფაში  მათი  ინტერესების  მიხედვით. კვლევის  შედეგზე  დაყრდნობით  შევადგინეთ  დიაგრამა  რომელზეც  პროცენტულად  გამოვსახეთ  მოსწავლეთა  ინტერესების გათვალისწინებით  თუ  რომელი  ქვეყანა  ლიდერობს  იმ ქვეყნებს შორის  რომელშიც  მათ  სურთ  მოგზაურობა .  მოსწავლეებმა  მოიძიეს  ინფორმაციები  და  პროცენტული  მაჩვენებლის  გათვალისწინებით  ავაწყვეთ  პაუერ  პოინტი . პროექტზე  მუშაობის  პერიოდში  ერთერთმა  მოსწავლემ  გამოთქვა  მოსაზრება  იმასთან  დაკავშირებით  რომ  უკეთესი  იქნებოდა  ვიდრე  სხვა  ქვეყნებში  ვიმოგზაურებთ  დაგვეთვალიერებინა  საქართველოს  კუთხეები  და  ეს  ექსკურსია  დაგვეწყო  სვანეთით. ამასთან  დაკავშირებით  გადავწყვიტეთ  დაგვემზადებინა  ორენოვანი  საინფორმაციო  ბუკლეტი  და  პაუერ პოინტი  საქართველოს  ამ  ულამაზესი  კუთხის  პოპულარიზაციისათვის.
პროექტზე  მუშაობის  დროს  ვახდენდი  მოსწავლეებზე  არაპორმალურ  დაკვირვებას  და  ვაძლევდი  მიმართულებებს  საჭიროების  შემთხვევაში.
პროექტის  დასრულების  შემდეგ  კვლავ  ვაწარმოეთ  კლასის  კვლევა  პროექტის  დაწყებამდე  გამოყენებული  კითხვარის  მსგავსი  კითხვარის  გამოყენებით  და  შედეგად  მივიღეთ  შემდეგი  პროდუქტი:  დიაგრამა (რომელმაც  გვიჩვენა  ოდნავ  განსხვავებული  სურათი იმისა , რომ  გარკვეული  ინფორმაციის  მიღების  შემდეგ  სხვადასხვა  ქვეყნების  შესახებ  მოსწავლეებს  შეეცვალათ  ინტერესები  და  გაუჩნდათ  სხვა  ქვეყნებში  მოგზაურობის  სურვილიც ), ბროშურა, პაუერ პოინტი .

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა 

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      

ბეჭდვითი მასალები
სახელმძღვანელო English  World  4
INTEL-ის ტრენინგის მასალები

ინვენტარი/მასალები
მოსწავლეების  მიერ  დამზადებული  საპრეზენტაციო  მასალები  და  ბროშურები
ინტერნეტრესურსები
https://www.google.ge/webhp?sourceid=chrome-instant&ion=1&espv=2&ie=UTF-8
სხვა რესურსები
მოწვეული სტუმრები: სკოლის  დირექტორი , სასწავლო ნაწილის  გამგე ,პედაგოგები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან,  მშობლები.


No comments:

Post a Comment