2016-17 სასწავლო წელი
2016 – 2017 სასწ. წლის პირველი სემესტრის ანგარიში
ინგლისური
ენის მასწავლებელი: ლელა იმნაიშვილი
განხორციელებული აქტივობები:
1.ჩავატარე ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შემაჯამებელი სამუშაოები მე-7 და მე-9 კლასებში.
2. მეორე კლასებში
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით გადავწყვიტე სიტყვიერი შეფასების გარდა მოსწავლეები წამეხალისებინა
ე.წ. ღიმილებით: ვატმანის ქაღალდზე მოსწავლეების სახელისა და გვარის გასწვრივ მივაწებე
მათივე სურათები და გაკვეთილში აქტიური ჩართულობისათვის ისინი იღებდნენ ღიმილებს,
5 ღიმილის დაგროვების შემდეგ მოსწავლეებს გადავცემდი გასაფერადებლებს, რომლებიც გაფერადების
შემდეგ იკვრებოდა შეფასების კუთხის ირგვლივ.
ამ ინიციატივამ ნამდვილად გამოიღო სასურველი შედეგი, რადგანაც მოსწავლეები ცდილობდნენ
ყველა გაკვეთილზე მოსულიყვნენ მომზადებულები რათა რაც შეიძლება მეტი ღიმილი და გასაფერადებელი
მიეღოთ.
3. მე-2 კლასებში
განვახორციელე საკლასო პროექტი:
“Happy New Year” ვისწავლეთ საახალწლო ლექსი და სიმღერა,
დავამზადეთ საახალწლო მისალოცი ბარათები.
4. მე-2 კლასებისათვის
დავამზადე თვალსაჩინო მასალები ყოფნა და ქონა/ყოლა ზმნების უღლებაზე აწმყო დროში.
5.მოსწავლეებმა
მონაწილეობა მიიღეს Kings, Smart ტურებში:
წარმატებით გადალახეს კინგსის I, II , III
ტურები და აიღეს დიპლომები და სერთიფიკატები.
6. მონაწილეობა
მივიღე და გავიმარჯვე მასწავლებელთა მეოთხე
ეროვნულ კონფერენციაში თემით : ინგლისური კლუბის როლი მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების
განვითარებაში.
7. ვიმუშავე როგორც
სქემაში ჩართულმა მასწავლებელმა ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობების გეგმაზე და
შევავსე თვითშეფასების კითხვარი.
8. 22-23 ოქტომბერს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
პროექტის ფარგლებში გავიარე
პირველი მოდული „მოსწავლეზე
ორიენტირებული სასწავლო გარემოს
მახასიათებლები“, ტრენერი ირინე
აბდალაძე. ტრენინგი მოიცავდა ორ (6 საათიან) სამუშაო
დღეს.
https://docs.google.com/forms/d/1WzWatR_z_yZaMNxXC-R68fZ7wFZg0KWcyLaXzwBFgqQ/edit?usp=sharing
2016 – 2017 სასწ. წლის მეორე სემესტრის ანგარიში
ინგლისური ენის მასწავლებელი: ლელა იმნაიშვილი
განხორციელებული აქტივობები:
1.ჩავატარე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შემაჯამებელი სამუშაოები მე-7 და მე-9 კლასებში.
2. 25-26 თებერვალს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში გავიარე მეორე მოდული სახელწოდებით:,, სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები"ტრენერი ქალბატონი ქეთევან ედიბერიძე . ტრენინგი მოიცავდა ორ (6 საათიან) სამუშაო დღეს.
29-30 აპრილს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში გავიარე მესამე მოდული სახელწოდებით:,, სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისათვის"ტრენერი ქალბატონი მარინა კუჭუხიძე.ტრენინგი მოიცავდა ორ (6 საათიან) სამუშაო დღეს.
3. მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების და სწავლა სწავლების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით მე-2 კლასელაბთან ერთად მე-7 კლასის რამოდენიმე მოსწავლის დახმარებით შევქმენით თვალსაჩინოებები ფერადი წებოვანი ქაღალდების, ფერადი ვატმანებისა და მარკერების გამოყენებით.
6.მე-7ბ. კლასში განვახორციელე 2 პროექტი:წარსულის გმირები და ბუნების ძალა. მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები და წარმოადგინეს პრეზენტაციები.
9. მე-2ა კლასში განვახორციელეთ პროექტი ,,ზოოპარკში" მოსწავლებმა გააფერადეს, გამოჭრეს და ფერად ვატმანზე დააწებეს გარეული ცხოველების სურათები და დაახასიათეს ისინი.
1.ჩავატარე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შემაჯამებელი სამუშაოები მე-7 და მე-9 კლასებში.
2. 25-26 თებერვალს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში გავიარე მეორე მოდული სახელწოდებით:,, სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები"ტრენერი ქალბატონი ქეთევან ედიბერიძე . ტრენინგი მოიცავდა ორ (6 საათიან) სამუშაო დღეს.
4.ინგლისური ენის დამწერლობა მისი სპეციფიურობიდან გამომდინარე გარკვეულ სირთულეებს ქმნის ინგლისური სიტყვების წერილობითი ფორმით დამახსოვრებისას , ეს პრობლემა კი განსაკუთრებით აქტუალურია დაწყებით კლასებში. სწორედ იმისათვის რომ ჩემმა მოსწავლეებმა შეძლონ უფრო მარტივად , უფრო მეტი სიტყვა დაიმახსოვრონ წერილობით და ეს პროცესი ამავდროულად არ იყოს მათთვის დამღლელი , მოსაბეზრებელი და მოსაწყენი , გადავწყვიტე შემექმნა რესურსი რომელსაც დავარქვი :''magic wall of words'' -სიტყვათა ჯადოსნური კედელი. მოლოდინმა გაამართლა მოსწავლეებისათვის სიტყვების წერილობით დამახსოვრების პროცესი უფრო სახალიო შეიქნა და რაც მთავარია მოსწავლეთა უმრავლესობამ შეძლო იმაზე მეტი სიტყვების დამახსოვრება ვიდრე ამას ახერხებდნენ სხვა აქტივობების განხორციელებისას.
5. ასევე მე-2 კლასებში განვახორციელე პროექტი-წელიწადის დროებზე. მოსწავლეებთან ერთად დავამზადეთ პოსტერი და მათ წარმოადგინეს თავიანთი პრეზენტაციები
6.მე-7ბ. კლასში განვახორციელე 2 პროექტი:წარსულის გმირები და ბუნების ძალა. მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები და წარმოადგინეს პრეზენტაციები.
7. სმარტის ოლიმპიადის მიერ გადმომეცა სერტიფიკატი მასზედ, რომ ვზრუნავ მოსწავლეთა ცოდნის მაღლებაზე, მათ პიროვნულ და ინტელექტუალურ განვითარებაზე.
8. მე-9 კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს თვალსაჩინო პოსტერები გრამატიკლ დროებზე ,ვნებით გვარზე და გლობალურ დათბობაზე
9. მე-2ა კლასში განვახორციელეთ პროექტი ,,ზოოპარკში" მოსწავლებმა გააფერადეს, გამოჭრეს და ფერად ვატმანზე დააწებეს გარეული ცხოველების სურათები და დაახასიათეს ისინი.
კვლევა
ჩემი ჭკვიანი და შრომისმოყვარე კოლეგა, წარმატებები, ლელა, ძალიან კარგი მასწავლებელი ხარ. შენს მოსწავლეებს ნამდვილად გაუმართლათ შენით.
ReplyDeleteმინდა შენც წარმატებები გისურვო ნინო როგორც პირად ცხოვრებაში ასევე პროფესიულ ასპარეზზე.მიხარია რომ გვერდით შენისთანა ერთგული მეგობარი და კოლეგა მყავს.
ReplyDelete