~ 1 ~
2017/2018 სასწავლო წელი
მართლწერის
გაუმჯობესების სტრატეგიები
სსიპ ქ.
ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლების მიერ განხორციელებული პედაგოგიური
კვლევა
სარჩევი
შესავალი......................................................................................................... 3
თავი I . საკვლევი საკითხის მიმოხილვა............................................. 4
ინფორმაცია სკოლის შესახებ................................................................... 4
კვლევის წარმართვის მიზეზები........................................................... 5-6
კვლევის მიზანი და ამოცანები................................................................. 6
თავი II.
პრაქტიკული კვლევის პრინციპები და არსი................ 7
თავი III. საკვლევი ლიტერატურის მიმოხილვა................................ 8-12
თავი IV. საჭირო ინფორმაციის შეგროვება....................................... 13
მონაცემების შეგროვება.............................................................................. 14
კვლევის პირველადი შედეგები................................................................ 15
გამოკითხვის შედეგების ანალიზი........................................................ 17
კვლევის შედეგები....................................................................................... 17
ინტერვენციის შეფასება............................................................................... 21-23
ინტერვენციის შედეგების ანალიზი..................................................... 24
თავი VI. მიგნებები და რეკომენდაციები........................................... 25
დასკვნა............................................................................................................. 25
თავი VI. ბიბლიოგრაფია............................................................................ 26
შესავალი
მოცემული ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქ. ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლების მიერ განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს ინგლისური
მართლწერის პრობლემების გადაჭრის
გზების შესახებ .ნაშრომის სტრუქტურა
შედგენილია ჩატარებული კვლევის ეტაპებთან
შესაბამისობაში .
კვლევის პირველ თავში აღწერილია საკვლევი
საკითხის აქტუალობა, მისი მნიშვნელობა და პრაქტიკული სარგებელი მოქმედი
ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის.ამავე თავში მოცემულია
მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ და განხილულია კვლევის წარმართვის მიზეზები .
დასახელებულია კვლევის მიზანი და დასახულია
პრაქტიკული კვლევით განსახორციელებელი ამოცანები. მეორე თავში მოკლედ არის აღწერილი პედაგოგიური კვლევის შინაარსი და ძირითადი პრინციპები.მესამე თავში არის მიმოხილული ამ საჭირბოროტო საკითხთან
მიმართებაში არსებული ლიტერატურა . მეოთხე თავში მოთხრობილია კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვების შესახებ,
კერძოდ,
ფოკუსჯგუფის გამოკითხვა ,
ამ ანკეტირების შედეგების
ანალიზი და ინფორმაცია სავარაუდო ინტერვენციების შესახებ.მეხუთე თავი მთლიანად არის მიძღვნილი განხორცილებულ ინტერვენციებისათვის და აღწერილია განხორცილებეული ჩარევების შედეგები, მათი ანალიზი და აღმოჩენილი მიგნებები.ბოლო,
მეექვსე თავში მოცემულია გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი.
თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
ინფორმაცია სკოლის
შესახებ
ქ.ქუთაისის მე-14
საჯარო სკოლას წარმოადგენს საშუალოზე დიდ სკოლას
,სადაც სწავლობს 700
-მდე მოსწავლე .
სკოლაში ინგლისური ენის სწავლება ხორციელდება 1 -კლასიდან გაუყოფელ კლასის კომპლექტებში.
მოქმედი 5 ინგლისური ენის
მასწავლებელი ასწავლის ინგლისურ ენას,
როგორც პირველ უცხოურ ენას 1-12 კლასებში. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მასწავლებლებს აქვთ საშუალება გამოიყენონ თავიანთ საგაკვეთილო პროცესის უკეთესად წარმართვის მიზნით სხვადასხვა რესურსები.სკოლაში არის საპრეზენტაციო ოთახი ,
რომელიც აღწურვილი ყველა საჭირო
ტექნიკით, როგორიცაა პროექტორი, ინერნეტში ჩართული კომპიუტერი,
მაგნიტური დაფა, ეკრანი, ინტერაქტიური დაფა. ამ ოთახს ხშირად ვიყენებთ
სკოლის პედაგოგები ისეთი აქტივობები ჩასატარებლად,
როგორიცაა მოსწავლეთა კოფერენციები, სამოდელო გაკვეთილები, ინგლისური ენის კვირეულები და სხვა.
კვლევის წარმართვის მიზეზები
ინგლისური ენის შესწავლა
ხდება 4 ენობრივი კომპეტენციების დაუფლებით- კითხვა, საუბარი, წერა,
მოსემენა.
წერის კომპონენტში ერთ-ერთ ძირეულ საკითხს წარმოადგენს მართლწერის მართებული შესწავლა.
ინგლისური ენის სპეციფიკას წარმოადგენს არაფონეტიკური
დაწერა, ანუ განსხვავებით ქართული ენისა ინგლისური
სიტყვები იწერება გარკვეული წესების გათვალისწინებით,
როგორიცაა დახურული და ღია მარცვლები,
ასოთ შეთანხმებების ცოდნა,
დიფტონგების მართლწერა . ასევე ქართველი
შემსწავლებებისთვის სიახლეა ინგლისური პუნქტუაცია, ანუ
დიდი და პატარა ასო. უნდა აღინიშნოს,
რომ რუსული ენის მართლწერას გააჩნია
მსგავსება ინგლისური ენის მართლწერასთან,
და ამ მხრივ, რუსულენოვანი შემსწავლებლებისთვის ინგლისური ენის მართლწერის სპეციფიკა არ წარმოადგენს მსგავს სირთულეს. ჩვენ გვაქვს რუსულ სექტორზე
ინგლისური ენის სწავლების
15 წლიანი გამოცდილება და ამ პარალელის
გავლება შესაძლებელია.
ინგლისური ენის მართლწერის
შესწავლა წარმოადგენს ენის დაუფლების
ერთ-ერთ ქვაკუთხედს . ენის სპეციფიკიდან გამომდინარე მართებულად წერა არის
მთავარი, თუ ძირითადი პრობლემა არა. ენის
შემსწავლებლებს ხშირად უჭირთ წერის ასპექტების
აღქმა, მით უფრო , თუ ინგლისური ენის შესწავლა დაწყებულია
ოდნავ მოგვიანებით,
ვიდრე მშობლიური ენა.
პრობლემის აქტუალობა არ იკლებს
სწავლების არცერთ საფეხურზე,
თუმცა უპრიანია მართლწერის წესების გაცნობა, რაც შეიძლება ადრინდელი ასაკიდან. სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე ჩვენ
მივიჩნიეთ შეგვესწავლა მოცემული საკითხი
და ჩაგვეტარებინა შიდა სასკოლო კვლევა ამ
თემაზე.მართლწერის პრობლემის გამოკვლევა და მათი აღმოხვრა საშუალებას მისცემს
მოსწავლეებს უკეთესად დაეუფლოს ისეთ ენობრივ კონპეტენციას,
როგორიცაა წერა.გარდა ამისა,
ჩვენი და ჩვენი კოლეგების
კვლევის შედეგების შესწავლა საშუალებას
მისცემთ საჭირო სტრატეგიის შერჩევას წერის სწავლებისას.სანამ ჩვენ დავგეგმავდით ინტერვენციებს ჩამოვაყალიბეთ პრობლემის გამომწვევი სავარაუდო
მიზეზები.პედაგოგთა გამოკითხვის საფუძველზე მოსწავლეთა ნაშრომებში გამოიკვეთა შემდეგი ტიპის შეცდომები :
v
ღია და დახურული მარცვლის
ვერ გარჩვეა წერისას
v
თანხმოვნების ცდომილება ( c-k-q, g-j,b-p,
s-c, h-kh, ph-f, d-t)
v
საკუთარი სახელების პატარა ასოთ დაწერა
v
წერტილის შემდეგ
პატარა ასოს გამოყენება
v
სათაურის პატარა
ასოთ დაწერა
v
ხმოვნების ცდომილება ( a-e, e-i, u-a, დიფტონგები)
კვლევის მიზანი
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში მართლწერის პრობლემის შესწავლა
და გადაჭრის გზები
ძიება
კვლევის ამოცანები
კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს
შემდეგ კითხვებს:
1.
გავარკვიოთ,
თუ რა ტიპის მართლწერის შეცდომებია ხშირი მოსწავლეებში?
2.
რამდენად უწყობს ჩვენი საკლასო რუტინა ამ პრობლემების აღმოფხვრას ხელს?
3. რა ტიპის აქტივობებს მიმართავენ ჩვენი პედაგოგები არსებული
პრობლემის გადასაჭრელად?
4.
რა მეთოდოლოგიით არის შესაძლებელი ხშირი
მართლწერითი შეცდომების თავიდან
აცილება?
თავი II. პრაქტიკული კვლევის
პრინციპები და არსი
პრაქტიკული კვლევა ეყრდნობა
თანამშრომლობითობის პრინციპს. ეს
არის კოლექტიური კოოპერაციის შედეგად მიღებული ერთობლივი
პროდუქტი, რომელიც საბოლოოდ ემსახურება მოსწავლეთა და მასწავლებელთა საჭიროებების შესწავლას და მათთვის ქმედითი
სარგებელის მოტანას. თანამედროვე განათლების
კონცეფცია აგებულია ისეთი მოდელით, სადაც
სწავლა-სწავლების ცენრტი
არის შემსწავლელი ანუ მოსწავლე.
პრაქტიკული კვლევა ისახავს
მიზნად პრობლემის იდენტიფიცირებას, მასზე დაკვირვებას და ერთობლივი ძალებით
ამ პრობლემის გადაჭრის
გზების ძიებას. აქ
ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ სანდოობის , ობიექტურობის
და გამჭვირვალობის პრინციპები,
რათა გამოკითხვის და დისკუსიების დროს მიღებული მონაცემები რეალისტურ
სურათს ხატავდეს . მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება
საშუალება ეფექტური გამოსავალი გზების მოძებნა.
თავი III. საკვლევი ლიტერატურის მიმოხილვა
ინგლისური ენის შესწავლა ხდება 4
ენობრივი კომპეტენციების დაუფლებით- კითხვა, საუბარი, წერა, მოსემენა. წერის
კომპონენტში ერთ-ერთ ძირეულ საკითხს
წარმოადგენს მართლწერის
მართებული შესწავლა. ინგლისური ენის სპეციფიკას წარმოადგენს არაფონეტიკური
დაწერა, ანუ განსხვავებით ქართული ენისა ინგლისური სიტყვები იწერება გარკვეული წესების გათვალისწინებით,
როგორიცაა დახურული და ღია მარცვლები, ასოთ შეთანხმებების
ცოდნა, დიფტონგების მართლწერა . ასევე ქართველი შემსწავლებებისთვის სიახლეა ინგლისური პუნქტუაცია,
ანუ დიდი და პატარა ასო. უნდა
აღინიშნოს, რომ რუსული ენის მართლწერას გააჩნია მსგავსება ინგლისური ენის მართლწერასთან, და ამ მხრივ, რუსულენოვანი შემსწავლებლებისთვის ინგლისური
ენის მართლწერის სპეციფიკა
არ წარმოადგენს მსგავს სირთულეს. ჩვენს პრაქტიკაში
ხშირია ზემოდჩამოთვლილი პრობლემები მოსწავლეებში. ინგლისურ მართლეწრას ხშირად განსაზღვრავენ,
როგორც ურთულეს.
ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში ფილოლოგ-ლინვისტები ჩეკი, ხარტი, ბულოკარი
( Check, Hart, Bullocar ) (An Orthographie, conteyning the due order and reason how to write English»)
,ხოლო მე-18 საუკუნეში გამოვიდა ცნობილი
სემუელი ჯონსონის (Samuel Johnson ) ლექსიკონი, რომელშიც მოცემული
იყო ფართო სპექტრი ყველაზე რთული წარმოთქმის და მართწერის შემთხვევები.
სწორედ ჯონსონის შემოთავაზება იყო დაემატებინა ასო ‘’b’’ სიტყვებში - debt, doubt. შეეცადნენ გაემარტივებინათ ინგლისური ენის ორთოგრაფია .
უკვე 1658 წელს გამოქვეყნდა ჯონ ვილკინსის ანბანური ლექსიკონი
(An Alphabetical Dictionary of the English
Language» )ლინგვისტმა მარიო პეიმ (Mario Pay) ინგლისურ წერას უწოდა უდიდესი არეულობა, ხოლო ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა,
როგორებიც არიან ჯორჯ ბერნარდ შოუ (George Bernard Shaw )და ბენჯამინ
ფრანკლინმა (Benjamin Franklin) გარკვეული ძალისხმევას მიმართეს
მის გამარტივებაში. აშშ ს ენათმეცნიერებმა ნოე
ვებსტერმა (Noah Webster ) და ბენჯამინ ფრანკლინმა(Benjamin Franklin)
ჩაატარეს რეფორმა
ამერიკული ვარიაციების შემოთავაზებით, რომელიც დღესაც დიდი წარმატებით გამოიყენება ამერიკულ
ინგლისურ ენაში.
კერძოდ,
მათ შემოიღეს -or სუფიქსი ნაცვლად
-our ; -
k ნაცვლად -
que (mask
- masque ); - f ნაცვლად -ugh (draft - draught
- se -ce (defense – defence),
- w ნაცვლად -ugh (plow - plough); .1906 წელს მოწვეული
იყო ინგლისური ენის გამარტივების კოლეგია(«Simplified Spelling Board» ), რომელზეც თვით თეოდორ რუზველტმაც ვერ დაამტკიცა არსებული
პრობლემის აქტუალობა ,
და შეიძლება ითქვას,
რომ ინგლისური ენის ორთოგრაფიის პრობლემა დღესაც არ არის გამარტივებული
და გადაჭრილი.დიქსონმა (Dixon) ცნობილმა ლესიკონების შემქნელებმა, შეძლო ეს გამარტივება
ამერიკულ ინგლისურში, როდესაც შემოიღო
სემდეგი ვარიაციები: colour- color,
theatre-theater. ინგლისური მართლწერის
სირთულე განპირობებულია იმ ფაქტით,რომ 26 ასოზე მოდის 44 ბგერა. თუმცა მიუხედავად მისი სირთულისა , ინგლისური
მართლწერა არ არის მოკლებული გარკვეული სტრუქტურული ბუნებასაა . სტენფორდის მართლწერის კვლევის პროექტმა (Stanford Spelling Research ) (1965) გაანალიზა ფონემთა და გრაფემთა ურთიერთკავშირა და დაადგინა , რომ 17000 მეტ სიტყვიდან
8300 აღინიშნებოდა მათი
დაწერა მხოლოდ ფონოლოგიურ პრინციპზე დაყრდნობით. კვლევებმა ასევე ასახა, რომ 3000 ყველაზე ფართოდ ხმარებად
სიტყვებში 95% სიტყვებისა იწერება ფონოლიგიურ თანხმობაში.(
ტომასი, Thomas 1974).ნათქვამია, რომ კარგ ად მწერალს აქვს ქორის თვალები,ძაღლის სმენა და სპილოს მეხსიერება. ლერნერი
Lerner (1997) თვლის, რომ იმისათვის,
რომ კარგად ვწეროდ,
საჭიროა ფონემების (ბგერების) გრაფემებად ( ასოები)
გარდაქმნა და მათი სწორად დალაგება. ზოგადი მართლწერის წესები
შემდეგნაირია:
1. ერთმარცვლიან ერთთანხმოვნიან სიტყვებში ბოლო თანხმოვანო გაორკეცდება;
2. სიტყვა, რომელიც ბოლოვდება Y-ზე , რომლის წინაც თანხმოვანია, იცვლება ies;
3. სუფიქსის დამატებისას ე.წ. მუნჯი e ღია მარცვალში
იკვეცება;
4.
მრავლობით რიცხვში f -
ზე დაბოლოვებულ სიტყვებში
f გადადის v და ემატება es;
5. ასოთა კომბინაციაში ie, ei i უსწრებს e გარდა იმშემთხვევისა, როდესაც c
შემდეგაა.
6.
შედგენილ არსებით სახელებში
გამოიყენება დეფისი ;
7. ასო q ყოველთვის მოსდევს u;
არცერთი ინგლისური სიტყვა არ მთავრდება ასო v;
რაც შეეხება დიდი ასოების
გამოყენებას ,ინგლისურ ენაში
არსებობს შემდეგი წესები:
1.
პირველი ასო ყოველთვის
იწყება დიდი ასოთ
2.
ნაცვალსახელი I ყოველთვის დიდი ასოთი იწერება
3. კონტინენტების, ქვეყნების , ქალაქების , ღირშესანიშნავი ადგილების სახელწოდებები იწერება დიდი ასოთი:
4.
სახელები,
გვარები,
ზედმეტი სახელები იწერება დიდი ასოთი:
5.
წერილის საწყისი მისალმება იწერება დიდი ასოთი:
6.
თვეების, კვირის დღეების,
დღესასწაულების , ფესტივალების იწერება დიდი ასოთი:
7.
პროფესიონალური ,სახელმწიფო , რელიგიური წოდებები
იწერება დიდი ასოთი:
არსებობს სწავლების სხვადასხვა სტრატეგიები,რომელიც ხელს უწყობენ მართლწერის ეფექტურად შესწავლას.
მოსწავლეები განსხვავდებიან შეცდომათა ტიპებით,იმ დროით
,რომელიც
მათ სჭირდებათ იმისათვის, რომ შეისწავლონ კონკრეტული სიტყვა,
ან მიდგომებით, თუ
როგორ უნდა დაიმახსოვრონ სიტყვები წერილობით ,ანუ სიტყვების განმეორებითი ამოწერა,
ხშირი კითხვით ,
არსებული წესების გათვალისწინებით თუ სხვა.
იმისათვის , რომ შედეგზე გავიდეთ, თითოეულ მოსწავლესთან ,საჭიროა ინდივიდუალურად გამოვიკვლიოთ მათი სირთულეები,
და შევურჩიოთ ისეთი სტრატეგია რომელიც მისთვის
უფრო მისაღებია და დაეხმარება მას შედეგის მიღწევაში.
შემოგთავავზებთ რამოდენიმე სტრატეგიას:
1.Effects of the Test-Study-Test Approach
ტესტირებით სწავლების მიდგომის ეფექტი
სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა , რომ მოსწავლის მიერ ტესტის კორექტირებით
შეცდომების გასწორება ერთერთი ყველაზე ეფექტური
მეთოდია ,თუკი მოსწავლე
კეთილსინდისიერად მიუდგება ამმეთოდს, ანუ ის არ შეეცდება
დამალოს საკუთარი შეცდომები .
ეს მეთოდი პირობითად
მოიცავს 2 (ან რამდენიმე)
ეტაპს. პირველ ეტაპზე მოსწავლეს პრეტესტის სახით მიეწოდება კონტექსტიდან ამოღებული
სიტყვები , რომლებიც მან უნდა
დაწეროს, შემდეგ მასწავლებლის მიერ შესწორებული სიტყვები დაუბრუნდება
მოსწავლეს და მან უნდა გაანალიზოს საკუთარი შეცდომები და დაიმახსოვროს კორექტირებული სიტყვები, ამის შემდეგ ტესტის სახით მოსწავლემ
სიტყვები უნდა გამოიყენოს მოცემულ კონტექსტში. თუ ის ამას წარმატებით შეძლებს შედეგი მიღწეულია.
ეს მიდგომა
საშუალებასა ძლევს მოსწავლესაც და მასწავლებელსაც დარწმუნდნენ,
რომ
მან უკვე ისწავლა სიტყვა და შეძლო მისი სხვა კონტექსტში გამოყენება.
შედეგი მოსწავლეს უფრო კეთილგანწყობილს
ხდის სასწავლო პროცესის მიმართ,რაც საშუალებასა ძლევს მას განსაზღვროს მისი საჭიროებები და კონცენტრირებამოახდინოს კონკრეტულ
სირთულეებზე.
2.Immediate
Self-Correction დაუყოვნებლივ თვითშეფასება
1947 წელს Thomas Horn-ისსამეცნიერო-კვლევამ აჩვენა, რომ დაუყოვნებლივ თვითშეფასება არის მართლწერის შესწავლის
ასევე ერთერთი ყველაზე
ეფექტური სტრატეგია.
ინგლისურ ენაში არსებული 44 ბგერადადაახლოებით250 გზა მათი წერისა, რაც მოსწავლეებისათვის
ხშირად დიდ თავსატეხს წარმოადგენს. თვითშეფასების სტრატეგია კი ხელს უწყობს
მოსწავლეს გაიმარტივოს მათი დამახსოვრება.
უნდა აღინიშნოს ის , რომ მასწავლებლებლის უმრავლესობა
არ ემხრობოდა ამ სტრატეგიას და არგუმენტებად მოჰყავდათ ის ,
რომ მოსწავლეს საშუალება
არ უნდა მივცეთ კონცენტრირება მოახდინონ
თავიანთ შეცდომებზე ,
რათა მცდარ სფელინგზე
(ორთოგრაფია)
კონცენტრირება მათ ხელს შეუშლის მართებული
სფელინგის
(ორთოგრაფია)
დამახსოვრებაში.
თუმცა ამ მიდგომას
მალევე გამოუჩდნენ მოწინააღმდეგეები გილინგ ჰემისა და სტილმანის
სახით. ისინი ამბობდნენ, რომ მოსწავლეს იმ შემთხვევაში უფრო გაუჭირდება სიტყვის მართებულად
წერის დახსომება თუ მას არ ექნება შეხება
მის მიერ დაშვებულ შეცდომასთან , ანუ ისინი ამბობდნენ ,
რომ უმჯობესია მოსწავლეს კონცენტრირება მოვახდენინოთ საკუთარ შეცდომაზე
და ისინი აღარასოდეს დაუშვებენ მსგავს შეცდომას.
მეორე არგუმენტად მოჰყავდათ ის , რომ ცხოვრების ასპარეზზე მათ ყოველთვის არ ეყოლებათ მენტორი
რომელიც მათ მზა-მზარეულს მიაწვდის
ყველაფერს რაც დასჭირდებათ,
მათ თავად უნდა მოახერხონ თავიანთი შეცდომების გამოსწორება ,
ან კიდევ ის ,
რომ დაუშვან რაც შეიძლება ნაკლები შეცდომები მიღებული გამოცდილების საფუძველზე .
მოკლედ შეიძლება ითქვას , რომ დაუყოვნებლივ თვითშეფასების სტრატეგია
დადებით ზეგავლენას ახდენს სწავლების
პროცესზე რადგანაც, მოსწავლეები თავიანთი შეცდომების გასწორებით თავად არიან ჩართულები სწავლების პროცესში და დაუყოვნებლივი ფიდბექი (უკუკავშირი)აძლევთ
მათ საშუალებას მოახდინონ კონცენტრაცია საკუთარ შეცდომებზე და ნაკლებად გაიმეორონ ისინი .
კვლევებმა აჩვენეს, რომ სფელინგის დამახსოვრება არის სენსორულ -მოტორული ჩვევა.
ისინი ვინსაც შეუძლიათ სწორად წერა , სიტყვის დანახვისთანავე გეტყვიან
სწორად წერია თუ არა ეს სიტყვა,
ეს მათი ვიზუალური მეხსიერების დამსახურებაა და ისინი გახდნენ წარმატებული ,,სფელერები“
რადგანაც თავის დროზე მათ სწორად მიეწოდათ საჭირო თვალსაჩინოებები წერის წესებზე პოსტერებისა თუ სხვათა სახით.სწორედ თვალსაჩინოებები დაეხმარა მათ ვიზუალური
მეხსიერებას განვითარებაში.
ჩვენ გადავწყვიტეთ პოსტერების სახით მიგვეწოდებინა ჩვენი მოსწავლეებისათვის მართლწერის წესები. იმედია
ეს ინიციატივა დადებითად აისახება სწავლის პროცესზე და ჩვენი მოსწავლეები წარმატებით შეძლებენ სიტყვების წერას.
თავი IV. საჭირო ინფორმაციის შეგროვება.მეთოდოლოგია.
კვლევაში გამოყენებულია სრული და მიზნობრივი შერჩევა.
სრული შერჩევა განხორციელდა გამოკითხვის საშუალებით შემუშავებული კითხვარზე დაყრდნობით მონაცემებების შეგროვებით. კითხვარი მივაწოდეთ ინგლისური ენის მასწავლებლებს , სულ 21.
კვლევაში გამოყენებულია შემდეგი მეთოდები:
ჩართული დაკვირვება
ფოკუსირებული დაკვირვება
მონაცემების შეგროვება.
მონაცემების შეგროვების ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც მივმართეთ იყო ანკეტირებული გამიკითხვა. კითხვარი მივაწოდეთ ჩვენს კოლეგებს, სულ 20 ინგლისურის მასწავლებელს ელექტრონული ფოსტის საშუალებით .კითხვარში მოცემული შეკითხვები შემდეგი შინაარსის იყო: თუ რა ტიპის მართლწერის გადაცდომებია ხშირი მათ პრაქტიკაში, ღია და დახურული მარცვლის ვერ გარჩევა, თანხმოვნების ცდომილება
( c-k-q, g-j,b-p,
s-c, h-kh, ph-f, d-t) თუ ხმოვნების
ცდომილება ( a-e, e-i, u-a, დიფტონგები). გამოკითხვა ასევე მიზნად ისახავდა ,
თუ რა აქტივობებს მიმართავენ ტიპური
შეცდომების გამოსასწორებლად : კარნახის ჩატარებას, სიტყვებში გამოტოვებული ასოების ჩაწერა თუ სიტყვების განსაზღვრა მეტყველების ნაწილების
მიხედვით ( advice-advise). ჩვენ ასევე
გვაინტერესებდა იყენებენ თუ არა მასწავლებლები შეცდომებიანი სიტყვების მწკრივზე ამოწერას.
სხვა მართლწერის შეცდომები ასევე არის დიდ და პატარა ასოების
გარჩევა, ანუ საკუთარი
სახელების
პატარა ასოთ დაწერა, წერტილის შემდეგ პატარა ასოს
გამოყენება და სათაურის პატარა ასოთ დაწერა.
კვლევის შედეგები
კვლევაში მონაწილე
მხარეები და მათი პასუხისმგებლობები
მკვლევარე მასწავლებელთა ჯგუფი,
შემდგარი ორი ინგლისური
ენის მასწავლებლისგან -
ლელა იმნაიშვილი,ნინო კანდელაკი
- კვლევის ორგანიზება,
კითხვარის შედგენა, კვლევის დღიურის წარმოება
კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება-
კითხვარის შევსება, დისკუსიაში მონაწილეობა- ფოკუს ჯგუფი
გამოკითხვა- მკვლევარი მასწავლებლების ჯგუფი
ინტერვენციის დაგეგმვა-
მკვლევარი მასწავლებელის ჯგუფი,ფოკუს ჯგუფი ინტერვენციების განხორციელება -მკვლევარი
მასწავლებლების ჯგუფი ინტერვენციის შედეგების ანალიზი -მკვლევარი მასწავლებლების ჯგუფი
შედეგების გაცნობა სასკოლო საზოგადოებისთვის- მკვლევარი მასწავლებელის ჯგუფი
პედაგოგიური კვლევის კითხვარის შედეგების ამსახველი დიაგრამები
1.ინგლისური ენის სწავლების გამოცდილება 4.განხორციელებულიაქტივობები
2. სწავლების საფეხური 5.სიტყვების მწკრივზე ამოწერა
3.
მართლწერისტიპები 6.მართლწერის სხვა შეცდომები
კვლევის ვადები
აქტივობა |
ნოემბერი |
დეკემბერი |
იანვარი |
თებერვალი |
მარტი |
აპრილი |
მაისი |
|
პრობლემის იდენტიფიცირებ ა |
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევის გეგმის შეუშავება |
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევის ჯგუფის შექმნა |
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევის ჯგუფის
შეხვედრები |
|
|
|
|
|
|
|
|
მონაცემების შეგროვება |
|
|
|
|
|
|
|
|
მონამემთა ანალიზი |
|
|
|
|
|
|
|
|
კითხვარის შედგენა, დამუშავება |
|
|
|
|
|
|
|
|
გამოკითხვა |
|
|
|
|
|
|
|
|
მიღებული შედეგების ანალიზი |
|
|
|
|
|
|
|
|
ინტერვენციების დაგეგმვა |
|
|
|
|
|
|
|
|
ინტერვენციების განხორცილება |
|
|
|
|
|
|
|
|
ინტერვენციის შედეგების ანალიზი |
|
|
|
|
|
|
|
|
შედეგების პრეზენტაცია |
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევის შედეგები
გამოკითხვის შედეგების
ანალიზი.
მასწავლებელთა გამოკითხვის მიზანი
იყო დაგვედგინა ,თუ რა სტრატეგიებს მიმართავენ პედაგოგები მართლწერის პრობლემების აღმოსაფხვრელად.
გამოკითხულ პედაგოგთა უმრავლესობა
80 % სკოლაში მუშაობის გამოცდილება აქვთ 10 წელზე მეტი . რა შეეხება სწავლების
საფეხურებს , აქ ასე გადნაწილდა მონაცემები- 20 % პედაგოგებისა
მხოლოდ დაწყებით 4-6 კლასამდე საფეხურზე მუშაობს, 25% - 1-4
კლასებში მომუშავეა, 25 % მუშაობს საბაზო საფეხურზე, 30 % გამოკითხული პედაგოგების მუშაობს
საშუალო საფეხურზე. რაც შეეხება იმ საკითხს,
თუ რა ტიპის მართლწერის შეცდომასთან აქვთ ხშირად საქმე , აქ ასე გადანაწილდა მონაცემები: 20 % გამოკითხულისა ხშირად ხვდება თანხმოვნების
ცდომილება თავის პრაქტიკაში, 40 % გამოკითხული პედაგოგებისა
ყველაზე ხშირად ხვდება ღია და დახურული მარცვლების არ გარჩევას, ხოლო დანარჩენ 40 % ყველაზე მეტად ხვდება ხმოვნების ცდომილება. შემდეგი შეკითხვა ეხებოდა
, თუ რა ტიპის აქტივობებს მიმართავენ პედაგოგები მართლწერაზე მუშაობისას. ყველაზე მეტმა 45 % დაასახელა
კარნახის ჩატარება, 40 % გამოკითხულისა სიტყვებში გამოტოვებული ასოების ჩაწერას მიმართავს, ხოლო 15 % სიტყვების განსაზღვრას მეტყველების ნაწილების მიხედვით ( advice-advise). შემდეგი შელითხვა
ეხებოდა საკმაოდ გავრცელებულ პრაქტიკას _სიტყვების მწკვრივზე
ამოწერას. ამ მიმართულებით აღმოჩნდა, რომ 60 % გამოკითხულისა
ხშირად მიმართავს ამ ტექნიკას წარმატებით, 25 % მიმართავს ამ მეთოდს მხოლოდ რთულ სიტყვებთან,
ხოლო 15 % არ მიმართავს ამ მეთოდს. ე.წ
.
ბონუს შეკითხვა ანკეტაში ეხება დიდი-პატარა
ასოს დაწერა. ამ კუთხით ყველაზე
ხშირია - გამოკითხულთა 50
% წერტილის შემდეგ პატარა ასოს დაწერა, ასევე იჩენს თავს საკუთარი სახელების
პატარა ასოთი დაწერა- 40%, და მხოლოდ გამოკითხულთა 10 % ხვდება სათაურის პატარა ასოთი დაწერა.
თავი V. ინტერვენციები
ინტერვენცია I.
ინტერვენციის საწყის ეტაპს წარმოადგენდა ინგლისური ენის მასწავლებელთა შეხვედრა , რომელიც მოვაწყვეთ სკოლის საპრეზენტაციო ოთახში . შეხვედრის მიზანი იყო განგვეხილა , თუ რა მოლოდინები და მიზნები ჰქონდათ
პედაგოგებს მართლწერის გასაუმჯობესებელად დაკავშირებული დაგეგმილი აქტივობებიდან. გაიმართა
დისკუსია, რომლის შედეგად
იყო მიღებული შემდეგი
გადაწყვეტილებები.
ინტერვენციის განხორცილების
პირველ ეტაპზე მოსწავლეებისათვის მიგვეწოდებინა რიგი რჩევებისა, რომლებიც დაეხმარებოდათ მათ არსებული
პრობლემის მოგვარებაში. საბოლოოდ ჩამოვაყალიბეთ პოსტერის სახით შემდეგ პუნქტებიანი დამხმარე მასალა -რესურსი დაგვემზადებინა. რესურსი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
მართლწერის წესები
Rule 1 |
English words do not end in I,U,V or J |
Rule 2 |
The C says /s/ and the G says /j/
because of the E. |
Rule 3 |
CK gives the sound /k/ |
Rule 4 |
When a one-syllable word ends in a single vowel Y, it says /i/ |
Rule 5 |
Q U give the sound /kv/ |
Rule 6 |
Single vowel Y changes to I when adding any ending, unless
the ending begins with I . |
Rule 7 |
Two I’s cannot
be next to one another in English words. |
Rule 8 |
Z, never S, spells /z/ at the beginning of a baze
word. |
Rule 9 |
GHT only /t/
is read |
Rule 10 |
Tion/Sion is read
as /shn/ |
ინტერვენცია II.
მეორე ინტერვენცია, რომლის განხორცილება დავგეგმეთ
იყო სიტყვათა კონკურსის (WORD QUIZ) მოწყობა.
ინგლისური ენის კათედრამ ჩაატარა ლექსიკური კონკურსი ''WORD QUIZ" (სიტყვათა ვიქტორინა
).
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მე-5 და მე-6
კლასის მოსწავლეეებმა. ეს იყო მაკმილანის სახელმძღვანელოში (Macmillan , level 5
)შესწავლილი ლექსიკური
მასალის ერთგვარი შეჯამება-განმტკიცება
.
სახელმძღვანელო გვთავაზობს მრალმხრივ და თემატურად მდიდარ მასალას, რომელიც სფუძველს უყრის
მოსწავლეებში ისეთი მნიშვნელოვანი უნარის
განვითარებას, როგორიცაა მართლწერა და
საუბარი. ინგლისური ენის სპეციფიკას სწორედ ენის არაერთგვაროვანი წერის წესებია, რომლების ცოდნა ეხმარება
შემსწავლებლებს მართებულად
აწარმოონ წერითი კომუნიკაცია. შეიძლება ითქვას ,რომ
ეს თავისებურება სრულ წინააღმდეგობაშია
ქართული ენის მართლწერის წესებთან. აქედან გამომდინარე, ამგვარი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებს სიღრმისეულად შეისწავლონ ინგლისური
წერა.კონკურსში გამოვლინდა გამარჯვებული- მე-6ა კლასის მოსწავლე
კურტანიძე რეზო.( მასწავლებელი- ლელა იმნაიშვილი, დამრიგებელი
ელისო ბაქრაძე). მისი ნამუშევარი გამოირჩეოდა აბსოლიტური სიზუსტით და სისუფთავით. მე-2 ადგილის მფლობელი
გახდა მე-5ა კლასის მოსწალე გიორგი ჩიქოვანი(
მასწავლებელი ნინო კანდელაკი, დამრიგებელი ხათუნა სვანიშვილი), ხოლო
მე-3 ადგილი დაიკავეს :1. მე-5 ბ კლასის მოსწავლე ლიზი ღაჭავა( მასწავლებელი ელენე ჩუმაშვილი,
დამრიგებელი ნინო ჯიბლაძე),2. ცოტნე გვანცელაძე ,3.მათე
გოგოლაძე, მე-6 ა კლასი ( მასწავლებელი- ლელა იმნაიშვილი, დამრიგებელი ელისო ბაქრაძე). გამარჯვებულ და მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატები.
ინტერვენცია III . დაიგეგმა
სახელმძღვანელოში ENGLISH WORLD, MACMILLAN ყველა დონეში მოცემული მართლწერაზე ორიენტირებული მოსმენილი დავალების შესრულება. დავალება
იძლევა საშუალებას განუვითაროს მოსწავლეებს ჯერ მოსმენით აღიქვან რთული მართლწერის შემთხვევები
და შემდეგ მოახდინონ მათი დაწერაზე მუშაობა. დაიგეგმა , განხორცილედეს ეს აქტივობები ინტენსიურად , რადგანაც მათ
ჩატარებამ 1 თვიან პერიოდის მონაკვეთში გამოიწვია
გარკვეული სიტყვების მართლწერის გაუმჯობესება. აქ
გამოიკვეთა ერთი გარემოება:
დროის სიმცირის გამო ჩვენ ხშირად ვუგულებელყოფდით
ამგვარ მუშაობის ჩატარებას ,
რითაც დიდ ნაკლოვანებად მივიჩნევთ ჩვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში. ინტერვენციის განხორცილების ერთთვიანმა გამოცდილებამ გამოავლინა ამ მიმართულებით სიღრმისეული მუშაობის აუცილებლობა.
ინტერვენცია IV. WORD CLOUD - სიტყვათა ღრუბელი . ინგლისური ენის შესწავლა დაწყებით საფეხურზე უნდა ხდებოდეს ხალისით
. ამ მიზნით მე-5 კლასში განვახორციელეთ საკლასო პროექტი სახელწოდებით სიტყვების ღრუბლები WORD CLOUD
.პროექტის მიზანი იყო
მოსწავლეებს განემტკიცებინათ შესწავლილი ლექსიკური მასალის მართლწერა.
მოსწავლეებმა დაამზადეს ორენოვანი
ბარათები და ააკრეს ჭერზე განსაკუთრებით რთულად დასაწერი სიტყვები, რათა მოახდინონ მათთან ვიზუალურად კონტაქტი.
დაგავიწყდა სიტყვა-
აიხედე ზემოთ!
ინტერვენცია V. - მართლწერის შემთხვევების მქონე სიტყვების ჩატანა სპეციალურ ლექსიკონში.მოსწავლეებს ვთხოვე,
შეედგინათ სპეციალური რვეული,
რომელშიც ისინი ჩაიტანდნენ შემდეგი
შემთვხვევის მქონე სიტყვებს:
1. ღია მარცვლის მქონე ლექსიკური ერთეულები
2. ასოთ შეთანხმებებიანი სიტყვები
3. საკუთარი არსებითი სახელები
4. გაორკეცებული თანხმოვნების შემთხვევები
5.
თანხმოვნის წინ მდებარე
ასო Y, რომელიც გადადის I ში
6.
GHT კომპონენტის მქონე სიტყვები
7.
TION, SION კომპონენტის მქონე სიტყვები
ინტერვენციის შეფასება.
პირველი ინტერვენციის შედეგები
დავინახეთ ჩვენს მიერ ჩატარებულ შემაჯამებელ სამუშაოზე, რომელზეც კარნახი- თარგმანი დავწერეთ.
ინტენსიურად შესწავლილმა და დამუშავებულმა მართლწერის წესებმა გარკვეული დახმარება გაუწიეს მოსწავლეებს და მართლწერის შეცდომებმა 30
% იკლო.
მეორე ინტერვენციის განხორცილება აღმოჩნდა
საკმაოდ ნაყოფიერი. მოსწავლეები ერთი თვის პერიოდში
ემზადებოდნენ ამ აქტივობის
განსახორციელებლად და გულდასმით
მოახდინეს შესწავლილი ლექსიკური მასალის განმტკიცება. ეს აქტივობა მიზნად ისახავდა როგორც ლექსიკური მარაგის
განმტკიცებას, ასევე მათი მართლწერის შესწავლას.
...
ნაშრომიდან მაქსიმალური ქულა- 0 შეცდომა დაუშვა 2 მოსწავლემ,3-5 შეცდომა დაუშვა 7
მოსწავლემ, 6-10 შეცდომა - 10 მოსწავლემ , 11-15 შეცდომა - 11 მოსწავლემ.
მესამე ინტერვენციის განხორციელება არის
ცენტრალური სამუშაო,
რომლის დახმარებითაც დავგეგმეთ მართლწერაზე ორიენტირებული
სტრატეგია. დავალება მოგვცა საშუალება მოსწავლეებს განვუვითაროთ ჯერ მოსმენით აღიქვან რთული მართლწერის შემთხვევები
და შემდეგ მოახდინონ მათი დაწერაზე მუშაობა.
ამ აქტივობის ჩატარება მოვახერეთ 6-ჯერ ერთთვიან დროის მონაკვეთში და უნდა აღინიშნოს
ქმედითი გავლენა
მართლწერის გაუმჯობესების პროცესზე.
ჩვენმა მოლოდინებმა გაამართლა
და ამ პრაქტიკულმა მუშაობამ გვაჩვენა
ამ ტიპის აქტივობების ჩატარების ეფექტურობა.
მეოთხე ინტერვენციამ საინტერესო შედეგი გამოიღო. თავდაპირველად დავგეგმეთ
ორთოგრაფიულად რთული სიტყვების გამოსახვა და მათი ჭერზე დაკიდებით შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა. მოსწვლეებმა
შემოგვთავაზეს არა მხოლოდ ე.წ. რთული
სიტყვების აამგვარად ასახვა,
არამედ შესასწავლი ლექსიკის ამ გზით განმტკიცება, ამიტომ
ეს აქტივობა მეტი დინამიურობით გამოიხატებოდა.
გვიწევდა დაგვემატებინა ყოველ ჯერზე ახალი ლექსიკური ერთეულები
და უნდა აღინიშნოს რომ მოსწავლეთა 70 %ისათვის ეს გზა აღმოჩნდა
უფრო საინტერესო და იოლი რათა დაეხსომებინა რთული სიტყები წერილობით
მეხუთე ინტერვენცია.
ასეთი ლექსიკონის წარმოებამ მოსწავლეებს გამოუმუშავათ საკუთარი სწავლის პროცესზე დაკვირვების უნარი. მათ
თვითონ გახდნენ მინი-მკვლევარეები და , რაც ყველაზე მთავარია, მოეხმარათ მათ გამოემუშავათ განსაკუთრებით
რთული შემთხვევბის დამახსოვრების და მათზე სიღრმისეულად ყურადღების მიქცვეის საშუალება.
ამ ლექსიკონში მათ გრაფების მიხედვით ქონდათ გამოყოფილი საჭირო კატეგორია. ამ
ინტერვენციის განხორცილება დავიწყე
აპრილის თვეში. ორნახევარი თვიან პერიოდის მონაკვეთში მოსწლეებმა
დააგროვეს 60-მდე მართლწერის რთული სიტყვები და მოსწავლეთა 72% მოახდინეს ამ ლექსიკური ერთეულების სრულყოფილად დამახსოვრება. ეს სიტყვებია:
1.
Prime, time, slide,
tone, tune, mute, stove, pine, same, tame , brave ,etc.
2.
Green, bee, sail, when, mean, stream, flee, steel,deep,anchor, munch, method,leaflet,creature,etc.
3.
Tim, Syd, Lily, Mary, Robert,Fred,
4. Bigger, hotter, better, travelled
5. Carried, tried,
cried.
6. Right, night, slight, bright,
7.
Civilization,protection.
თავი VI. მიგნებები და რეკომენდაციები. თვითკრიტიკა.
ინტერვენციების განხორციელებამდე გამოიკვეთა , რომ მასწავლებელთა ფოკუს ჯგუფის მიერ შემოთავაზებული აქტივობები
და სტრატეგიები მართლწერის გასაუმჯობესებლად გამოირჩევა ოდნავ ზედაპირულობით . შესასწავლი საკითხი
უფრო სიღრმისეულ დამოკიდებულებას მოითხოვს.
ყოველდღიური საკლასო რუტინა აწყობილ მექანიზმად გვესახება და მიუხედავად პრობლემის აქტუალობისა ,
მართლწერაზე მუშაობა არაეფექტურია.
მოსწავლეების ერთი და იგივე შეცდომებს
კვლავ უშვებენ. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს მომენტი
და შევეცადეთ ისეთი ტექნიკებისათვის მიგვემართა,
რომლებიც გააუმჯობებსებდა არსებულ
მდგომარეობას. ჩვენ შევისწავლეთ მოცემულ თემაზე არსებული
ლიტერატურა და შევქმენით დამხმარე სასწავლო რესურსი , რომელშიც ასახული
იყო საჭირო წესები.
გამოცხადებული სიტყვათა კონკურსის
მოსამზადებელ პერიოდში მოსწავლეები ინტენსიურად მოემზადნენ, განხორციელებული აქტივობები კი დაეხმარა მათ უკეთესიბშედეგი მიეღოთ სიტყვათა კონკურსზე.
დასკვნა
ჩვენს სკოლაში განვახორციელეთ პროექტი-
კვლევა , რომლის მიზანი იყო შეგვესწავლა და განგვეხორციელებინა მართლწერის გასაუმჯობესებელი სტრატეგიები.
ჩვენ შევქმენით კვლევის ჯგუფი , რომელიც მე-14
საჯარო სკოლის პედაგოგებისგან შედგებოდა. კვლევაში გამოყენებული მეთოდოლოგიის და ანალიზის
შედეგად მიღებული მონაცემებზე დაყრდნობით განვახორციელეთ შემდეგი
ინტერვენციები:
ჩავატერეთ სიტყვათა კონკურსი
, რომელსაც წინ უსწრებდა ერთთვიანი
მოსამზადებელი პერიოდი. ასევე შევქმენით სპეციალური სასწავლო
რესურსი, რომელიც დაეხმარებოდა მოსწავლეებს მართლწერის შეცდომების აღმოფხვრაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინტერვენციების შედეგად, რა თქმა უნდა,
სრულად არ გადაიჭრა
არსებული პრობლემა, მაგრამ კოლეგებთან შედეგების ანალიზის
შემდეგ დავინახეთ, რომ მოსწავლეებმა გამოიმუშავეს მართლწერის და ორთოგრაფიის მართვის
პროცესი. გამოიკვეთა მოსწავლეების მხრიდან მეტი დაინტერესება და მოტივაციის
გაზრდა შეცდომების კლების შემდეგ.
კვლევის პერიოდში მივმართეთ მოსმენა-
ორთოგრაფიის აქტივობას დიდი სიხშირით და კოლეგებსაც გავუზიარეთ ჩვენი მიგნებები
.
მათ ასევე განახორციელეს ამ ტიპის
აქტივობები და დაინახეს გარკვეული დინამიკა
ამ მიმართულებით. ბოლო ინტერვენციამ მოგვცა საშუალება
მოსწავლეებში უფრო გაგვეზარდა ინტერესი
საგნისადმი.
თავი VI. ბიბლიოგრაფია
1. Beverly L.Adams-Gordon .The Why and How of Teaching Spelling. Establishing Teaching Strategies.
2.
Samgao Jamtsho.
Spelling Difficulties .
3. Emily Drabble
.How To Teach
Spelling .
4.
Baker A. (1987) Introducing English Pronunciation . A Teacher’s
Guide To Tree or
Three? And Sheep or Ship? Cambridge. Cambridge Univetsity Press.
5. Brown HD (1987) Principles of Language Learning and Teaching . New Jersey . Prentice
Halls, Inc.
6. Dr. Ahmed Ali Fadul Benyo. English Spelling Problems
among Students
7.
http://englishfull.ru/grammatika/pravila.html
No comments:
Post a Comment