მე-7 ბ კლასის მოსწავლეს თამარ გოცაძეს ვულოცავ სმარტის ოლიმპიადის კიდევ ერთი სერთიფიკატის მიღებას. წარმატებები გიმრავლოს ღმერთმა ჩემო ჭკვიანო და ზრდილო!
სმარტის 2016 წლის შემოდგომის გამარჯვებული მე-2 კლასელები: ლაშა ქურასბედიანი და შოთიკო ჯიმშელეიშვილი
სმარტის 2016 წლის გაზაფხულის გამარჯვებულები
რობინსონის საერთაშორისო ასოციაცია, ჩვენი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებს თამარ გოცაძე, ბარბარე ბაჯაძე , ნიკოლოზ ცერცვაძეს, როგორც ჩვენი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო კონკურსების წარმატებულ ოლიმპიადელებს,აძლევს შესაძლებლობას დაიცვან ეროვნული ნაკრების სახელი ინგლისური ენის საერტაშორისო ჩემპიონატზე. მოდით წარმატებები ვუსურვოთ მათ რათა ასახელონ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სკოლა !
ისევ გამახარეს ჩემმა მოსწავლეებმა , არა მხოლოდ ჩვენ გავიხარეთ ჩემო კარგებო ამ წარმატებით , თქვენი სკოლაც ამაყია თქვენით, ეს კიდევ ერთი სტიმულია თქვენი წარმატებული შრომისათვის და თქვენი თანატოლებისთვისაც ვინც გარკვეულ მიზეზთა გამო მონაწილეობა ვერ , თუ არ მიიღო რობინსონის ოლიმპიადაზე.წარმატებები გვიმრავლოს ღმერთმა !
ადრე თუ გვიან შრომა ფასდება! კიდევ 2 სერთიფიკატი, ამჯერად წარმოგიდგენთ ლაბირინთში პირველ და მეორე ადგილებზე გასულ მოსწავლეებს:თამარ გოცაძე და მარიამ ბრეგაძე.(მე-6 კლ.) გილოცავთ ბავშვებო , ღმერთმა გიმრავლოთ წარმატებები! მე თქვენ მეამაყებით !
ჩემმა საამაყო მოსწავლეებმა მოიპოვეს 60 % და 40 % გრანტები რობინსონის ოლიმპიადის პირველ ტურში და გადავიდნენ მომდევნო ეტაპზე , წარმატებები თქვენ ჩემო ჭკვიანებო !
2014-15 სასწავლო წელს მე-14 საჯარო სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო ინგლისური ენის კლუბმა, რომელიც ორი მიმართულებით მუშაობდა : 1. პროექტებზე მუშაობა და 2. დრამატული წრე. ერთი წლის განმავლობაში კლუბში მრავალი აქტივობა განხორციელდა და მუშაობამ საკმაოდ ხალისიანად და ნაყოფიერად ჩაიარა. წლის ბოლოს კი , როგორც ეს თავიდანვე იყო განსაზღვრული კლუბის აქტიურ მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო სერთიფიკატები
ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემს საამაყო მოსწავლეებს რომლებმაც აიღეს
სერთიფიკატები ინგლისური ენის სხვადასხვა ტურებსა თუ ოლიმპიადებში:
ლუკა ხვედელიძე 4კლ.
მათე გოგოლაძე 5კლ.
რევაზ კურტანიძე 5კლ.
ლუკა ნიგურიანი 5კლ.
ირაკლი გავაშელაშვილი 5კლ.
თეა სილაგავა 5კლ.
ლიზი ღაჭავა 4კლ.
ბარბარე ბაჯაძე 5კლ.
With that creative and decent teacher there are clever pupils
ReplyDelete